7 ფილმი, რომლებსაც მხოლოდ მაშინ უნდა უყუროთ, როდესაც მოწყენილი ხართ

7 ფილმი, რომლებსაც მხოლოდ მაშინ უნდა უყუროთ, როდესაც მოწყენილი ხართ

31.10.2019 4 502
"პადინგტონი" - "Paddington" (2014)
ყველაზე თბილი დათვი პერუში დაიბადა, სადაც მის კეთილ, მოლაპარაკე და თავაზიან ნათესავებს უგემრიელესი ფორთოხლის წვენის მომზადება შეუძლიათ, მაგრამ მან ორთქლმავალით ინგლისში წასვლა გადაწყვიტა. დათუჩას 40 წლის წინ პერუში ჩასულ მოგზაურთან შეხვედრის იმედი ჰქონდა, მაგრამ ოჯახი და ბევრი თავგადასავალი იპოვა. თქვენ მთელი ფილმის განმავლობაში გაიცინებთ, ჩვენ გპირდებით.


"ლეგო ფილმი" - "The Lego Movie" (2014)
ზღაპრულ ლეგოლენდში ჩვეულებრივმა ლეგო-სათამაშომ ემმეტმა საკუთარი თავი საფირმო კოლექციის ეგზემპლარად ჩათვალა და ბოროტი ლეგო-დიქტატორის წინააღმდეგ გალაშქრება გადაწყვიტა.


"ფანსტიური მისტერ ფოქსი" - "Fantastic Mr. Fox" (2009)
როალდ დალის წიგნის ერთგვარი ეკრანიზაცია, რომელიც იპოთეკის, მოსაწყენი სამუშაოს და საშუალო ასაკის კრიზისის მქონე მელია ფოქსის ისტორიას გვიყვება. პრესტიჟულ მუხაში სახლის ყიდვის შემდეგ მელია ადგილობრივი ფერმერებისგან ინდაურების და ქათმების მოპარვას იწყებს, მაგრამ ფერმის მფლობელებს ეს სულაც არ მოსწონთ და მელიებზე ნადირობას იწყებენ.


"ჩემი მეზობელი ტოტორო" - "Tonari no Totoro" (1988)
ტოტორო ტყის მცველი სულია, დიდი და თბილი არსება, რომელიც ორ პატარა გოგონას დაუმეგობრდა, რომლებსაც ტყის მოვლაში ეხმარება. ტოტოროსთან ერთად ამ სამყაროში კოტობუსი არსებობს - ტყის პატარა სულები. ისინი რომლებიც შემდეგ ანიმე "მოჩვენებების მიერ გატაცებულნიში" ჩნდებიან.


"ამელი" - "Le Fabuleux destin d’Amélie Poulain" (2001)
ამელი მორიდებული და მორცხვი გოგონაა. მისი ცხოვრების ძირითადი მიზანი მის გარშემო მყოფი ადამიანებისთვის ბედნიერების მინიჭებაა, მაგრამ ვინ იზრუნებს მის ბედნიერებაზე?


"შეშლილი მაქსი" - "Mad Max: Fury Road" (2015)
მაქს როკატანსკი შეშლილების ტყვე ხდება, რომლებიც დიდებულ სიკვდილზე ოცნებობენ, ხოლო იმპერატორი ფურიოზა ტყვეებს დესპოტისგან იხსნის და თავისი სამშობლოს საძებნელად მიდის. ძალზედ საინტერესო, ეფექტური და დაუვიწყარი ფილმია.


"ფანტასტიკური სიყვარული და სად ვიპოვოთ ის" - "This Beautiful Fantastic" (2016)
ახალგაზრდა მეოცნებე ბიბლიოთეკარ ბელას საბავშვო წიგნის დაწერა სურს, მაგრამ მას ყოველთვის ვიღაც უშლის ხელს: ხან მკითხველები, ხან ბოროტი ბოსი, ხან სახლის მფლობელი, რომელიც სახლიდან გაგდებით ემუქრება. ქუჩაში, რომ არ მოხვდეს გოგონამ სახლის ბაღი უნდა დაალაგოს, მაგრამ ბელას მცენარეების პანიკურად ეშინია.
The CW სერიალ
The CW-მ შესაძლებელია სერიალი "100" კი დახურა, მაგრამ პოსტაპოკალიფსურ სამყაროსთან გამომშვიდობებას არ გეგმავს, რადგან
დედპული ეკრანებზე შესაძლოა 2021 წლისთვის დაბრუნდეს
Disney-ს მიერ Fox-ის ყიდვის შემდეგ ბევრი სუპერგმირის მომავალი მათ შორის დედპულის კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, მაგრამ ახლა
Paramount
კომპანია Paramount Pictures უკვე წლებია, რაც "კობრას ნახტომი 3-ის" გადაღებების დაწყებას ვერ ახერხებს, ამიტომაც სტუდიამ
Netflix-მა სერიალ
სტრიმინგ-სერვისმა Netflix-მა სერიალ "13 მიზეზიდან" ერთ-ერთი ეპიზოდის გადაკეთება გადაწყვიტა, რომელშიც მთავარი გმირი თავს
Hasbro
დეიკრ მონტგომერი, რომელმაც "ძლევამოსილ რეინჯერებში" ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა Reddit-ზე თქვა, რომ Hasbro ახალ
კომენტარის დამატება
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება