7 რომანტიული კომედია მათთვის, ვისაც რაღაც განსაკუთრებული უნდა

7 რომანტიული კომედია მათთვის, ვისაც რაღაც განსაკუთრებული უნდა

18.10.2019 201
"რუბი სპარკსი" - "Ruby Sparks" (2012)
ჯონათან დეიტონმა და ვალერი ფერისმა, რომლებმაც "პატარა მისს ბედნიერება" გადაიღეს ზოი კაზანის სცენარი აიღეს და მთავარ გმირს მისი სახელი უწოდეს, ხოლო მამაკაცის მთავარ როლზე კი თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო მსახიობი პოლ დანო აიყვანეს. საინტერესო, გულისამაჩუყებელი და მოულოდნელობებით აღსავსე ისტორია გამოვიდა ოცნების, სიყვარულის და თავისუფლების შესახებ.


"სიყვარული ვალდებულებების გარეშე" - "Sleeping with Other People" (2015)
ჯეიკი ქალების გულთამპყრობელია. ის ძალიან მარტივად აწონებს თავს ქალებს და შემდეგ ტოვებს მათ. ლეინი კი პირიქით, სტუდენტობიდან ერთ მამაკაცზეა შეყვარებული, თუმცა რაც მეტი დრო გადის ლეინი ხვდება, რომ მომავალს მას ვერ დაუკავშირებს. ლეინის და ჯეიკს წარსულში რომანტიული ისტორია აკავშირებთ, ისტორია, რომელმაც შეიძლება ისინი რადიკალურად შეცვალოს, თუმცა ამისათვის მათ მხოლოდ მეგობრული ურთიერთობა უნდა შეინარჩუნონ.


"კულტურისა და დასვენების პარკი" - "Adventureland" (2008)
უფულობის გამო ჯეიმს ბრენანს საზაფხულო მოგზაურობაზე უარის თქმა და ატრაქციონების პარკში მუშაობა უწევს. სამუშაო მოსაწყენია და ხელფასიც ძალიან დაბალია, თუმცა ყველას ცხოვრებაში დგება ისეთი ზაფხული, რომელიც მის ცხოვრებას სამუდამოდ ცვლის.


"საკმარისია სიტყვები" - "Enough Said" (2013)
მასაჟისტმა ევამ ქალიშვილი კოლეჯში გაუშვა, გაშორდა ქმარს და ახლა არ იცის რა გააკეთოს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ცხოვრება არ დამთავრებული - ევა მომხიბვლელ ელბერტს გაიცნობს. კაცი მისი ერთ-ერთი კლიენტის ყოფილი მეუღლე აღმოჩნდება, რომელმაც არ იცის ექს-მეუღლის ნაცნობობის შესახებ და სეანსების დროს მასზე ყოველთვის უარყოფითად საუბრობს. კლასიკური, მაგრამ ჭკვიანური კომედია.


"სელესტა და ჯესი სამუდამოდ" - "Celeste & Jesse Forever" (2012)
სელესტა და ჯესი ახალგაზრდა წყვილია, რომლებმაც დაქორწინება ვერ მოასწრეს, რომ ერთმანეთს დაშორდნენ. ისინი ერთად ცხოვრობენ, მეგობრობენ, მაგრამ პაემნებზე სხვებთან ერთად დადიან. ეს ცოცხალი, გულისამაჩუყებელი და სასაცილო ისტორიაა, რომელიც სიყვარულსა და დაშორებას შეეხება, როგორც ეს რეალურ ცხოვრებაში ხდება.


"დამწყებები" - "Beginners" (2010)
ოლივერს ახსენდება, რომ დედის სიკვდილის შემდეგ მამამ საკუთარ თავში იპოვა ძალები ეთქვა, რომ ყოველთვის გეი იყო და დაქორწინება საზოგადოების ზეწოლის გამო გადაწყვიტა. ძალზედ არასტანდარტული რომანტიული კომედია იუენ მაკგრეგორის, კრისტოფერ პლამერის და მელანი ლორანსი შესრულებით.


"მოიქეცი კაცურად" - "Man Up" (2015)
ნენსიმ პირადი ცხოვრების მოწყობის იმედი დიდიხნის წინ დაკარგა, მაგრამ შემთხვევით მოხვდა პაემანზე, რომელიც მისთვის ორგანიზებული არ იყო, საინტერესო სცენარი, ლეიქ ბელი და საიმონ პეგი.
პოლ რადი პოლ რადის წინააღმდეგ კომედია
სტრიმინგ-სერვისმა Netflix-მა რვასერიანი ექზისტენციალური კომედია "იცხოვრო საკუთარ თავთანის" თრეილერი გაავრცელა, რომელშიც
Disney-მ
"სათამაშოების ისტორიის" გამოსვლამდე ცოტახნით ადრე Disney-მ სერიის წინა სამი ნაწილი 4K Ultra HD ფორმატში გამოუშვა და
შარლიზ ტერონის ახალ ფილმს ბევრი მსახიობი შეუერთდა
შარლიზ ტერონის ახალ ექშენ-ფენტეზი ჟანრის ფილმს - "ძველ გვარდიას" ბევრი ახალი მსახიობი შეუერთდა, მათ შორის ჩივეტელ
საუკეთესო ფილმები სიყვარულის შესახებ
მელოდრამები ან ფილმები სიყვარულის შესახებ ხშირად არ უყურებენ და ამის მიზეზი ალბათ ის არის, რომ სიყვარულის ისტორიამ
Disney-მ და Pixar-მა "სათმაშოების ისტორია 4-დან" პირველი ნაწყვეტი გამოაქვეყნეს. ანიმაცია მიმდინარე წლის ივნისში გამოვა.
კომენტარის დამატება
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება