საუკეთესო ფილმები სიყვარულის შესახებ

საუკეთესო ფილმები სიყვარულის შესახებ

15.03.2019 13 463
მელოდრამები ან ფილმები სიყვარულის შესახებ ხშირად არ უყურებენ და ამის მიზეზი ალბათ ის არის, რომ სიყვარულის ისტორიამ შეიძლება ადამიანი აატიროს, მაგრამ ამ დროს უნდა გავიხსენოთ, რომ პოზიტიური ემოციები დრო-და-დრო გადატვირთვაში გვეხმარიან და გვახსენდება, რომ ადამიანური ცივილიზაცია სიყვარულით არის შექმნილი. რეჟისორები ცხოვრებაში ერთხელ მაინც ცდილობენ მაყურებლისთვის სასიყვარულო ისტორიის მოთხრობას, ამიტომაც ჩვენ წარმოგიდგენთ ფილმებს სიყვარულის შესახებ, რომლებმაც დროს გაუძლეს და დღემდე დიდი გავლენა აქვთ მაყურებლების გულებზე.

საუკეთესო ფილმები სიყვარულის შესახებ

რომეო და ჯულეიტა (1968)
გენიალური ლიტერატურული ნაწარმოებების შესახებ მუდმივად ახალ ფილმებს გადაიღებენ და გამონაკლისი არც უილიამ შექსპირის რომეო და ჯულიეტაა, მაგრამ უამრავი ფილმიდან ყველაზე გამორჩეული რეჟისორ ფრანკო ძეფირელის ნამუშევარია, რომელიც 1968 წელს გამოვიდა. სურათში მთავარ როლებს დებიუტანტი მსახიობები ლეონარდ უაითინგი და ოლივია ჰასი ასრულებენ, ხოლო ფილმის კომპოზიტორი კი ლეგენდარული ნინო როტა გახდა.

საუკეთესო ფილმები სიყვარულის შესახებ

ბრწყინვალე გონების მუდმივი ნათება (2004)
მოგონებები იმ ადამიანის შესახებ, რომელსაც ადრე აღმერთებდი და ახლა ნახვა არ შეგიძლია ძალიან ცხოვრების გაგრძელებაში ძალიან გიშლის ხელს და ამ დროს სპეციალისტები გევლინებიან, რომლებსაც გონებიდან ამ მოგონებების წაშლა შეუძლიათ. როდესაც ჯოელი იგებს, რომ კლემენტინაც ასე მოიქცა ცდილობს მას მიბაძოს, თუმცა თავში რაც უფრო ცოტა მოგონება რჩება ჯოელი მით უფრო ცდილობს მათ საკუთარ გულში დამალვას. ფრანგ მიშელ გონდრის ნამუშევარი იმას გვასწავლის, რომ შენ გონებიდან რაღაცის წაშლა შეგიძლია, მაგრამ არა გონებიდან.

საუკეთესო ფილმები სიყვარულის შესახებ

ტიტანიკი (1997)
როუზის და ჯეკის რომანტიული სასიყვარულო ისტორია, რომლებიც საბედისწეროდ "ტიტანიკზე" აღმოჩნდებიან. ჯეიმს ქემერონმა საინტერესო სასიყვარულო დრამა გადაიღო, რომელსაც საფუძვლად ისტორიული მოვლენა უდევს. სელინ დიონის სიმღერა "My Heart Will Go On" კი დღემდე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კომპოზიციაა.

საუკეთესო ფილმები სიყვარულის შესახებ

ბრემ სტოკერის დრაკულა (1992)
ბრემ სტოკერის გოთიკური რომანის ეკრანიზაციამ ადამიანები აიძულა ვამპირებისთვის სხვა კუთხით შეეხედათ. გრაფ ვლადი დრაკულას მუდმივად თავისი მეუღლე ელიზაბეთი ახსენდება, თუმცა ოთხასი წლის შემდეგ დრაკულა იგებს, რომ ელიზაბეთი გაცოცხლდა და ლონდონში ცხოვრობს. მას ვერაფერი შეაჩერებს, რომ იმასთან დაბრუნდეს, ვინც მის მკვდარ გულში უკვე საუკუნეებია ცოცხლობს.

საუკეთესო ფილმები სიყვარულის შესახებ

დიდი ქალაქის ჩირაღდნები (1931)
ნამდვილი სიყვარული მსხვერპლს მოითხოვს, ამიტომაც მაწანწალა (ჩარლი ჩაპლინი) უსინათლო ყვავილისთვის (ვირჯინია ჩერილი) მზად არის მათზე წავიდეს. გოგონასთვის ოპერაციის გასაკეთებლად მაწანწალა კრივში ღებულობს მონაწილეობას, გვის ქუჩებს და ციხეშიც კი ხვდება. იმის გათვალისწინებით, რომ ფილმის დიდი ნაწილი ძალიან სასაცილოა ცალკეული სცენები ძალზედ გულისმაჩუყებელია. აღსანიშნავია, რომ "დიდი ქალაქის ჩირაღდნები" ამერიკული კინოხელოვნების ინსტიტუტის რეესტრში რომანტიული კომედიების ათეულში პირველ ადგილს იკავებს.

საუკეთესო ფილმები სიყვარულის შესახებ

სად მივყავართ ოცნებებს (1998)
სად ვხვდებით სიკვდილის შემდეგ? ქრისტიანებს სჯერათ, რომ ეს შეიძლება იყოს სამოთხე ან ჯოჯოხეთი, მაგრამ რა მოხდება თუკი სიკვდილის შემდეგ ორი შეყვარებული ადამიანი "ხაზის" ორივე მხარეს აღმოჩნდება - ერთი ოცნების ქალაქში გაიღვიძებს, ხოლო მეორე კი იქ, სადაც ყველა იტანჯება? ვინსენტ უორდის ულამაზეს ფილმში კრისი სამოთხის დატოვებას გადაწყვეტს, რომ თავისი მეუღლე ენი ჯოჯოხეთიდან დაიხსნას, სადაც ის თვითმკვლელობის შემდეგ მოხვდა.

საუკეთესო ფილმები სიყვარულის შესახებ

ლამაზმანი (1990)
ვივიენი ჭკვიანი, თბილი და ულამაზესი გოგონაა, ხოლო ედვარდი კი მდიდარი, სიმპათიური და წარმატებული პიროვნებაა. საქმე იმაშია, რომ ვივიენი მეძავია, ხოლო ედვარდი კი ბიზნესმენი და ჩვეულებრივსამებრ მათი სამყაროები არ იკვეთება, თუმცა არა ამ ფილმში, რადგან სიყვარულს არ აინტერესებს სტატუსები და სოციალური შაბლონერი, ის თავის გზაზე ყველაფერს ამსხვრევს.

საუკეთესო ფილმები სიყვარულის შესახებ

სახლი ტბასთან (2006)
ფილმის აღწერის წაკითხვის შემდეგ შეიძლება იფიქრო, რომ სურათი ფანტასტიური სიყვარულის ისტორიას მოგვითხრობს, მაგრამ სინამდვილეში ფილმის სიუჟეტი იმის შესახებაა, თუ რამდენად რთულია შენს გრძნობებში გამოუტყდე სხვა ადამიანს - გადადგა ნაბიჯი, რომელიც შენს ცხოვრებას თავდაყურა დააყენებს.

საუკეთესო ფილმები სიყვარულის შესახებ

ანგელოზი-A (2005)
სიყვარულის უცნაური ისტორია: სიყვარული ახლობლების, სიყვარული საკუთარი თავის და სიყვარული პარიზის მიმართ. სხვა ფილმებისგან განსხვავებით აქ ვერ ნახავთ ხმამაღალ განცხადებებს, ემოციებს და უსასრულო კოცნებს, თუმცა არის ეროტიკა, არც თუ ისე პატიოსანი მთავარი გმირი და მაინც საინტერესო სიუჟეტი.
"დუმი: ანიჰილაციას" თრეილერი გავრცელდა
12.03.19 სიახლეები / თრეილერები
ფილმ "დუმი: ანიჰილაციას" პირველი თრეილერი გამოაქვეყნეს, რომელიც შუთერების საკულტო სერიას ეფუძნება. ეკრანიზაციის
"აქვამენის" რევიუ - DC-ს ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარი.
"ოსკარი 2019-ის" რევიუ
26.02.19 სიახლეები
მთავარი პრიზი პიტერ ფარელის "მწვანე წიგნმა" მოიპოვა. რას ნიშნავს ეს და ამერიკელი კინოაკადემიკოსების სხვა
„კუბო და ორი სიმი“ - მშვენიერი და ეპიკური ანიმაციური ფილმი სტუდია „ლაიკასგან“
ანიმაციური ფილმის - "კუბო და ორი სიმის" რევიუ - მშვენიერი და ეპიკური ანიმაციური ფილმი სტუდია "ლაიკასგან".
რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული საშინელებათა ჟანრის ფილმები
რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული საშინელებათა ჟანრის ფილმები.
კომენტარის დამატება
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება