ვენეციის კინოფესტივალის ჟიურის შემადგენლობა გახდა ცნობილი
27.07.2020
800
"ვენეციის კინოფესტივალის" ხელმძღვანელობამ საერთაშორისო ჟიურის სრული სია გამოაცხადა.
ძირითადი კონკურსის თავჯდომარე ქეით ბლანშეტი იქნება. მას ფრანგი მსახიობი ლუდივინ სანიე, რეჟისორები ჯოანა ჰოგი, კრისტი პუიუ, კრისტიან პეტცოლდი, ვერონიკა ფრანცი და მწერალი ნიკოლა ლაჯოია შეუერთდებიან.
მნიშვნელობით მეორე სექცია "ჰორიზონტში" პრეზიდენტი კლერ დენი გახდება. მას გამარჯვებულების არჩევაში პროდიუსერი კრისტინ ვაჩონი, ესპანელი რეჟისორი ოსკარ ალეგრია, იტალიელი რეჟისორი ფრანჩესკა კომენჩინი და ებრაული კინოფონდის დირექტორი კატრიელ შორი დაეხმარებიან.
ვირტუალურ რეალობაში შექმნილ ნამუშევრებს გეიმ-დიზაინერი ჰიდეო კოძიმა და დოკუმენტალისტი აზიფ კაპადია შეაფასებენ, ხოლო პროგრამის თავჯდომარე კი სელინ ტრიკარი იქნება.
ფესტივალის სრული პროგრამა 28 ივლისს გამოცხადდება. ფესტივალი 2-12 სექტემბერს გაიმართება.

"ვენეციის კინოფესტივალის" ხელმძღვანელობა ოპტიმისტურად არის განწყობილი და ღონისძიების გადატანას არ გეგმავს. ქალაქ

"ვენეციის კინოფესტივალის" პრეს-სამსახურმა განაცხადა, რომ ავსტრალიელი მსახიობი ქეით ბლანშეტი 77-ე კინოფესტივალის ჟიურის

"ვენეციის კინოფესტივალის" დაწყებამდე ცოტახნით ადრე Netflix-მა დევიდ მიშოს ისტორიული დრამის - "მეფეს" თრეილერი გაავრცელა

2019 წლის ვენეციის კინოფესტივალის ჟიურის პრეზიდენტის ვინაობა გამოცხადაა - ამ პოსტს არგენტინელი რეჟისორი და სცენარისტი