2021 წლის 12 კარგი ფილმი, რომელიც შეიძლება გამოგრჩენოდათ

2021 წლის 12 კარგი ფილმი, რომელიც შეიძლება გამოგრჩენოდათ

24.01.2022 33 592
2022 წლის პირველი თვე - იანვარი უკვე დასასრულს მიუახლოვდა, მაგრამ 2021-მა წელმა არაერთი საინტერესო ფილმი გვაჩუქა, რომლებიც რატომღაც კინომოყვარულების ყურადღების მიღმა დარჩა და ამ სტატიაში გვსურს სწორედ იმ სურათებს შევეხოთ, რომელთა რელიზი 2021 წლს შედგა, მაგრამ შესაძლოა თქვენ მათი არსებობის შესახებ საერთოდ არაფერი გსმენიათ.

"ლუის უეინის ელექტრული ცხოვრება" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
IMDb: 6.8
ბრიტანელი მხატვრის ლუის უეინის რეალური ისტორია, რომლის ნახატებმაც სამუდამოდ შეცვალეს საზოგადოების წარმოდგენა კატებზე. მოვლენები მე-19 საუკუნის ბოლოს ვითარდება და შთამაგონებელი, შეუმჩნეველი მთავარი გმირის წარმოუდგენელი თავგადასავალების შესახებ მოგვითხრობს.


"არდადაგების მეგობრები" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
IMDb: 6.3
სათავგადასავლო კომედია, შეყვარებული წყვილის მარკუსის და ემილის შესახებ, რომლებიც მექსიკის კურორტზე ველურ, მძაფრ შეგრძნებებს მოწყურებულ და წვეულებების მოყვარულ წყვილს რონს და კაილის დაუმეგობრდებიან, სადაც ამ მომენტამდე ჩვეულებრივ გაწონასწორებული წყვილი მარკუსი და ემილი მათ ახალ მეგობრებთნ ერთად ერთკვირიანი დაუღალავი გართობისა და გარყვნილების მოწყობას გადაწყვეტენ. ველურ ბუნებაში გაგულავებიდან რამდენიმე თვის შემდეგ მარკუსი და ემილი შოკირებულები აღმოჩნდებიან, როდესაც მათ ქორწილში რონი და კაილი დაუპატიჟებლად გამოჩნდებიან, სადაც ისინი ქაოს ქმნიან და ამტკიცებენ, რომ ის რაც არდადეგებზე ხდება, არ არის აუცილებელი არდადაგებში დარჩეს.


"წრიპა ბიჭის დღიური" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
IMDb: 5.2
გრეგ ჰეფლი - ამბიციური ბიჭუნაა, რომელსაც სურს რომ მდიდარი და პოპულარული იყოს, მაგრამ მანამდე საშუალო სკოლას უნდა გადაურჩეს, ამიტომაც გრეგი თავისი თანაკლასელების ყურადღების მიქცევას ცდილობს, რომ მათი პატივისცემა დაიმსახუროს.


"წინა ღამით სოჰოში" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
IMDb: 7.1
ფსიქოლოგიური თრილერი, დიზაინერის კარიერაზე მეოცნებე ახალგაზრდა გოგონას ელაიზას შესახებ, რომელიც იდუმალებით მოცულ ვითარებაში ლონდონში 1960-იან წლებში აღმოჩნდება, სადაც მისი შემოქმედებითი გზის სათავეში მყოფ საყვარელ მომღერალს სენდის შეხვდება. მაგრამ 60-იანი წლების ლონდონი სულაც არ არის ისეთი, როგორიც მთავარ გმირს წარმოედგინა. მას ეჩვენება, რომ დრო ნაწილებად იშლება, რასაც ის მძიმე შედეგებამდე მიჰყავს.


"შემდეგი გაჩერება, შობა" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
IMDb: 7.2
ენჯის შობის მარტო გატარება აქვს გადაწყვეტილი, თუმცა რიგითი გასეირნება ყველაფერს შეცვლის, როდესაც ის საშობაო მატარებლის საშუალებით 2011 წელს თავის მშობლიურ ქალაქში აღმოჩნდება.


"ტიკ, ტიკ...ბუმ!" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
IMDb: 7.6
1990 წელი. ახალგაზრდა კომპოზიტორი ჯონი ნიუ-იორკის ერთ-ერთი დაწესებულებაში ოფიციანტად მუშაობს. ის პარალელურად მიუზიკლ "სუპერბიას" წერს, რომელიც როგორც თვითონ თვლის მომავალში ბროდვეის ჰიტად იქცევა და მას სიღარიბისგან თავის დაღწევის საშუალებას მისცემს. ჯონის ცხოვრებაში ყველაფერი რთულად. მისი შეყვარებული სიუზანი ლოდინისგან დაიღალა, სანამ ბოიფრენდი წარმატებას მიაღწევს, ხოლო უახლოესმა მეგობარმა კი ოცნებები დაივიწყდა მუშაობა პრესტიჟულ სარეკლამო სააგენტოში დაიწყო. ჯონი მალე 30 წლის გახდება და ის ნერვიულობას იწყებს, რომ წლები ტყუილაზე დაკარგა.


"გაქცევა მოგადიშოდან" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
IMDb: 7.1
რეალურ მოვლენებზე დაფუძნებული დრამატული თრილერი, რომელშიც მოვლენები 1990-იან წლებში სომალის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ დედაქალაქში, მოგადიშოში სამოქალაქო ომის დროს ვითარდება, რომელიც ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის საელჩოების თანამშრომლების საშიში გაქცევის მცდელობის დეტალებს ასახავს, რომლებიც კონფლიქტის დროს რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. იზოლირებული და კავშირის გარეშე აღმოჩენილი, სამხრეთ კორეის საელჩოს თანამშრომბლები და მათი ოჯახის წევრები ტყვიებისა და ჭურვების წვიმის ქვეშ მოხვდებიან. ერთ ღამეს ჩრდილოეთ კორეის საელჩოს სამხრეთ კორეის საელჩოს თანამშრომბლები დახმარების თხოვნით მიმართავენ, რომლებსაც ერთი მიზანი ქონდათ – მოგადიშოდან გაქცევა.


"მაჩოს ტირილი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
IMDb: 5.7
მას შემდეგ, რაც მაიკის ცოლი და შვილი მოკლეს, ის დეპრესიაში ჩავარდა და ტკივილს ალკოჰოლით იშუშებდა. ერთხელ ინვესტორი მაიკს არჩევანს სთავაზობს: ან წავიდეს სამსახურიდან, ან დაუბრუნოს მას შვილი, რომელიც ყოფილ ცოლთან ერთად მექსიკაში ცხოვრობს.


"ჩემპიონად დაბადებული" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
IMDb: 6.9
მიკი კელის, ბრაზილიურ ჯიუ-ჯითსუში შავი ქამრის მფლობელ ერთ-ერთი პირველ ამერიკელს, ყველაფერს ჩამოაშორებენ რაც უყვარდა და არასანქცირებულ შერეულ საბრძოლო ხელოვნების ტურნირში მიაღებინებენ მონაწილეობას.


"სურვილების დრაკონი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
IMDb: 7.2
ერთი ჩვეულებრივი ბიჭუნა ჩაიდნიდან ვარდისფერ დრაკონს ათავისუფლებს, რომელსაც სურვილების შესრულება შეუძლია. დრაკონი მრავალი საუკუნის განმავლობაში დატყვევებული იყო და ახლა მას ძალიან აინტერესებს როგორ შეიცვალა სამყარო.


"ღორი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
IMDb: 7.0
სიუჟეტის მთავარი გმირი მონადირეა, რომელიც ორეგონის მიყრუებულ ადგილას საყვარელ ღორთან ერთად ცხოვრობს, მაგრამ ერთხელაც მის საყვარელ ცხოველს მოიტაცებენ და გმირს მისი დაბრუნება მოუწევს.


"სიმაღლეებზე"
IMDb: 7.3
ვაშინგტონ-ჰეითსი. "181-ე ქუჩის" მეტროს სადგურთან ჰაერში ცხელი ყავის სურნელი ტრიალებს, ხოლო სურვილების კალეიდოსკოპი კი იქ ნიუ-იორკის ამ რაიონის ყველაზე ხმაურიან და მეგობრულ მაცხოვრებლებს თავს უყრის. აქ ხვდება უსნავიც, პატარა მაღაზიის ქარიზმატული და მიმზიდველი მფლობელი, რომელიც თავისი შრომით ნაშოვნ თითოეულ ცენტს უფრთხილდება და უკეთესი ცხოვრების შესახებ ოცნებობს და მღერის.
2021 წლის 21 საუკეთესო ფილმი და ანიმაცია
ბრიტანელი მხატვრის ლუის უეინის რეალური ისტორია, რომლის ნახატებმაც სამუდამოდ შეცვალეს საზოგადოების წარმოდგენა კატებზე.
15 საუკეთესო ფილმი მხატვრების შესახებ
ფილმში მოთხრობილია ცნობილი ავსტრიელი მხატვრის გუსტავ კლიმტის და ლია დე კასტროს ვნებიანი სიყვარულის ისტორია, მისი ბრძოლა
"კივილი 5-ის" გადაღებები დასასრულს მიუახლოვდა. გადაღებების პროცესმა სულ რაღაც ორი თვე გასტანა. Spyglass Media-მ და
Warner Bros.-მა
კომპანია Warner Bros.-მა თავისი რამდენიმე მსხვილი პროექტის პრემიერა გადადო, მათ შორის მეთ რივზის "ბეტმენის" რომლის
ბეტმენის სოლო ფილმის მოვლენები შესაძლოა 90-იან წლებში განვითარდეს
ბეტმენის სოლო ფილმის მოვლენები, რომლის გადაღებასაც მეთ რივზი გეგმავს შესაძლოა გასული საუკუნის 90-იან წლებში
კომენტარის დამატება
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება