12 კომედია, რომელიც ზამთრის სიცივეს გააქრობს

12 კომედია, რომელიც ზამთრის სიცივეს გააქრობს

21.01.2022 174
"სხვა ქალი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ლამაზმანი სახელად კარლი წარმატებული ადვოკატია, რომელსაც ძალიან მოსწონს მამაკაცები. მან ერთდროულად რამდენიმე მამაკაცთან გააბა ურთიერთობა და ამაზე გაჩერებას არც აპირებს. მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს, ის მომხიბვლელ მარკს გაიცნობს და როგორც სჩანს ქალი მას საბედოდ თვლის. მარკი ქალს სამსახურის შემდეგ, ხელში ყვავილებით ხვდება და ყველაზე რომანტიკულ პაემნებს უნიშნავს. ასე, რომ ჩვენი გმირი ქალბატონი, ვერც კი ხვდება, რომ კაცი შეუყვარდა და ახლა მასთან ხანგრძლივი ურთიერთობის გაბმა სურს. თუმცა ყველაფერი ასე მარტივად არაა...


"ქერა ეთერში" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ამბიციური ტელეწამყვანი ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ ტელევიზიაში გასაუბრების დროს განცდილი მარცხის შემდეგ, გულის გადასაყოლებლად დასალევად მიდის. ბობოქარი ღამის შემდეგ ის გონზე მოდის ქუჩაში, უფულოდ, პასპორტის და მანქანის გარეშე… თან აქვს მხოლოდ მობილური და კითხულობს შეტყობინებას: “გილოცავთ! აყვანილი ხართ სამსახურში. დღეს პირველი გადაცემა გექნებათ!”


"სულელი, უაზრო, სიყვარული" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ორმოცს გადაცილებულ კალ ვივერს მისი ოცნების სამსახური, ლამაზი სახლი და მშვენიერი შვილები ჰყავს, ცოლი კი ჯერ კიდევ კოლეჯის ასაკიდან შეუყვარდა. მაგრამ კალი იგებს რომ ემილიმ, მისმა ცოლმა უღალატა და ამიტომ განქორწინება სურს, მისი "იდეალური" ცხოვრება კი ნელნელა ინგრევა.


"ევროტური" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
გამოსაშვები გამოცდების ჩაბარებისთანავე სკოტი მეგობრებთან ერთად ევროპაში მიემგზავრება, რათა გაიცნოს ვირტუალური მეგობარი - მიკი, რომელიც ოცნებობს მასთან რეალურ შეხვედრაზე. გზა ლონდონიდან ბერლინამდე, პარიზისა და ამსტერდამის გავლით მოულოდნელობებითა და დაუვიწყარი თავგადასავლებითაა სავსე.


"ნაბიჯი წინ" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ყველა იმსახურებს შანსს ოცნებას მიჰყვეს, მაგრამ ზოგიერთებს მხოლოდ ერთი შანსი ეძლევათ. ბალტიმორელი ტაილერ გეიჯი მეამბოხე სულისაა და არასწორი ცხოვრების სტილით ცხოვრობს. ერთადერთი, რის გამოც მისი ცხოვრება არ შედგა, მისი აუხდენელი ოცნებებია. ნორა კი წარმატებული ბალერინაა, რომელიც ბალტიმორში მერილენდის ხელოვნების ულტრაელიტარულ სკოლაში სწავლობს.


"ამომავალი მთვარის სამეფო" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ეს არის თორმეტი წლის ორი მოზარდის ისტორია, რომლებსაც ერთმანეთი შეუყვარდებათ და გაიპარებიან.მათ ძიებაში სხვადასხვა სამსახურების წარმომადგენლები ჩაერთვებიან. სწორედ ამ დროს, კუნძულზე უძლიერესი ქარიშხალი ამოვარდება.


"ეგზოტიკური სასტუმრო "მერიგოლდი"" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ბრიტანელი პენსიაზე გასული წყვილი ინდოეთში სამოგზაუროდ მიემგზავრება. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ სასტუმრო რომელიც შეარჩიეს ფეშენებელურია, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე სულაც არ არის. თუმცა, მიუხედავად ამისა, წყვილი სულ უფრო იხიბლება შერჩეული ადგილით.


"სიკვდილი დაკრძალვაზე" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ქაოსი მაშინ იწყება, როდესაც მამაკაცი ერთი ბრიტანული ოჯახის უფროსის შესახებ ბნელი საიდუმლოს ფარდის ახდას გადაწყვეტს.


"გოგონა" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ქალი, რომელიც თინეიჯერობის ასაკშია ჩარჩენილი, საქმროს ატყუებს, რომ განმარტოება სჭირდება, ამ დროს კი მოზარდ მეგობრებთან ერთად გასართობად მიდის.


"ჯადოსნობა მთვარის შუქზე" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ინგლისელი ილუზიონისტი ცდილობს გამოამჟღავნოს თვითმარქვია მედიუმი. თუმცა მედიუმი ძალზე სიმპატიური და მომხიბვლელი ახალგაზრდა ქალი აღმოჩნდება. პრობლემები მაშინ ჩნდება, როცა საქმე გრძნობებზე მიდგება და სტენლი ვეღარ იგებს, პროფესიას უნდა უერთგულოს თუ სიყვარულს.


"სამმაგი აგენტი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
სიუზან კუპერი მთელი ცხოვრება ოცნებობს გახდეს საიდუმლო აგენტი და აი მას მიეცა შანსი გამოავლინოს თავისი შესაძლებლობები და წინ აღუდგეს ბოროტმოქმედებს. შეძლებს კი ის საიდუმლო მისიის შესრულებას?


"სტაჟიორი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
სიუჟეტი მოგვითხრობს 70 წლის ბენ უიტეკერზე, რომელიც გადაწყვეტს, კვლავ დაუბრუნდეს სამუშაოს და გახდეს სტაჟიორი ჯულს ოსტინის კომპანიაში…
საუკეთესო საშინელებათა ფილმები მოჩვენებებზე
ფსიქოლოგიის პროფესორი გუდმანი სწავლობს სამი ადამიანის ისტორიას, რომლებიც თითქოს ზებუნებრივ ძალას შეხვდნენ: ღამის
რომანტიკული ფილმები, რომლებშიც მსახიობების შესრულება გაფიქრებინებთ, რომ საქმე ნამდვილ შეყვარებულებთან გვაქვს
სიყვარული მარადიული თემაა რეჟისორებისთვის. ჩვენ გვიკვირს, თუ როგორ ახერხებენ ისინი იდეალური ურთიერთობების ჩვენებას
14 ფილმი მათთვის, ვისაც ცოტა ხნით ყველაფრის დავიწყება სურს
ჟან-მარკი მარტოხელაა და ძალიან საქმიანია, ის ისეთი დაკავებულია, რომ კინაღამ ქალიშვილის ქორწილი დაავიწყდა, მაგრამ მას
ცუდი გოგონები, პრინცესები და კალათბურთი: 2000-იანი წლების 7 საკულტო რომანტიკული კომედია
მას შემდეგ, რაც ახალგაზრდა ქალი უკვე 27-ჯერ იყო მეჯვარე, ის ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდება, რადგან საკუთარი დის გვერდით
FOX-ის ხელმძღვანელი თვლის, რომ
TCA-ს ზამთრის პრეს-ტურის მსვლელობის დროს Fox Entertainment-ის პრეზიდენტმა მაიკლ ტორნმა განაცხადა, რომ არხი წინააღმდეგი
კომენტარის დამატება
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება