სათამაშოების შესახებ გადაღებული საუკეთესო არასაბავშვო ფილმები

სათამაშოების შესახებ გადაღებული საუკეთესო არასაბავშვო ფილმები

20.01.2022 129
"ტედი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ჯონს ბავშვობაში მეგობრები არ ჰყავდა, მაგრამ ჰქონდა დათუნია ტედი, რომელთან ერთადაც მთელ თავისუფალ დროს ატარებდა. ერთხელ შობას ჯონმა ისურვა, რომ ტედი ალაპარაკებულიყო და მოხდა საოცრება. დრო გავიდა, ჯონი გაიზარდა, ხოლო ტედი კი უზრუნველ მოზარდად დარჩა. მას არ სურს, რომ გაიზარდოს, რადგან საუკეთესო დასვენება ხომ გართობაა. ერთხელ ჯონი ლამაზმან ლორის გაიცნობს და მას ის უყვარდება. ახლა ჯონის არჩევანის გაკეთება დათუნია ტედის და ლორის შორის მოუწევს - ვინ უფრო ღირებულია მისთვის.


"ანაბელი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ფილმში მოთხრობილია "წყევლამდე" მომხდარი ამბები. ჯონი თავის საყვარელ მეუღლეს ჩუქნის თოჯინა ანაბელს, მიას ძალიან უყვარს თოჯინები, ის მათ აგროვებს. ერთ ღამეს მათთან სახლში ბოროტმოქმედები შემოიჭრებიან, რომლებიც სატანური დაჯგუფების წევრები არიან.


"საბავშვო თამაშები" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ექვსი წლის ენდის არავინ დაუჯერა, რომ მისი თოჯინა სახელად ჩაკი - ცოცხალია. მაგრამ როდესაც ბიჭუნას ძიძა დაიღუპა, მან დედას და გამომძიებელს უთხრა, რომ ეს ჩაკიმ გააკეთა.


"ბედნიერი პერიოდის მკვლელობები" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ლოს ანჯელესი, ეს ფულის, ცნობილი ადამიანებისა და გართობის ქალაქია. აქ თოჯინები ადამიანებთან ერთად ცხოვრობენ. მოულოდნელად მეგაპოლისში ტელეშოუს ცნობილი ვარსკვლავების მონაწილეობით, მთელი რიგი საიდუმლოებებით მოცული დანაშაულები ხდება და მაშინ კრიმინალებზე სანადიროდ ყოფილი მეწყვილეები, კერძო დეტექტივები, გამოდიან.


"თოჯინები"
მეგობრების ჯგუფი მოგზაურობისას შტორმის გამო გაჩერდებიან და აღმოაჩენენ ორ მაგიური სათამაშოების გამკეთებელს და მათ თოჯინების კოლექციას. ეს ადამიანები საშინელ საიდუმლოებას მალავენ - სინამდვილეში ისინი ცოცხალ ადამიანებს ზებუნებრივი ძალების დახმარებით თოჯინების ზომებამდე აპატარავებენ და სხვადასხვა მითითებებს აძლევენ, მათ შორის მკვლელობის დავალებებს.


"თოჯინების მბრძანებელი"
საკულტო კინოსერიის პირველი ნაწილის. მთავარი გმირი - ალექს უიტაკერი კოლეგებთან ერთად თოჯინების შემქმნელის - ანდრე ტულონის შესახებ ინფორმაციის შეგროვებას ცდილობს. ტულონმა სახელი იმით გაითქვა, რომ თითქოსდა მარადიული სიცოცხლის საიდუმლო იპოვა. ჭორების მიხედვით ტულონმა უსულო საგნების გაცოცხლების გზას მიაგნო მათში ადამიანების სულების გადასახლებით, მათ შორის თოჯინების. მან ასე ხუთი თოჯინა შექმნა, რომლებმაც ახლა ტულონი ნებისმიერი საფრთხისგან უნდა დაიცვან. აღსანიშნავია, რომ სულ 11 ფილმი გამოვიდა, ახლა კი რებუთზე მიდის საუბარი.


"ძვირფასი დოლი"
მთავარ გმირს, ელიოტ რიდს აწინაურებენ და მექსიკაში მდებარე სათამაშოების მწარმოებელი ქარხნის უფროსად ნიშნავენ, სადაც ის საცხოვრებლად შვილებთან და ცოლთან ერთად გადადის. ქარხანასთან ძალიან ახლოს არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს, სადაც უბედური შემთხვევა ხდება: ერთ-ერთ არქეოლოგს ბეტონის ფილა კლავს. მოგვიანებით ცნობილი ხდება, რომ ფილის ქვეშ ბოროტი სული იყო დამარხული. გათავისუფლებული სული სათამაშოების ქარხანაში ხვდება. გარკვეული დროის შემდეგ ელიოტი ქარხანაში შექმნილ თოჯინას თავის ქალიშვილს ჩუქნის - ახლა ბოროტ სულს ახალი სახლი აქვს - გოგონას სხეული.
15 საუკეთესო ფილმი საახალწლო განწყობის შესაქმნელად
როდესაც მთავარი გმირის და კომპანიის გენერალური დირექტორი ძმას მისი ფილიალის დახურვით ემუქრება, იგი გადაწყვეტს გენიალური
ბოლო წლებში გამოსული 12 საუკეთესო თურქული სერიალი
ბაჰარის ცხოვრება იცვლება მაშინ, როდესაც მის შვილს 19 წლის გოგონას მასზე უფროსი ადამიანი შეუყვარდება. ბაჰარი კი
კიანუ რივზმა Marvel-ის სუპერგმირი დაასახელა რომლის როლის შესრულებაზეც უკვე დიდიხანია ოცნებობს
მსახიობმა, მუსიკოსმა კიბერპანკის ცოცხალმა იკონამ კიანუ რივზმა "ბილი და ტედი 3-ის" პრომო-კამპანიის დროს შემთხვევით თქვა,
ჩაკი ეკრანებზე სერიალით დაბრუნდება
საკაბელო არხი Syfy მკვლელი-თოჯინა ჩაკის შესახებ სერიალის გადაღებას გეგმავს. შოურანერის და პროდიუსერის პოსტს ორიგინალი
Funko POP!-ის სათამაშოები საკუთარ მულტფილმს მიიღებენ
Funko POP!-ის პოპულარული ფიგურები თავიანთი მულტფილმის გმირები გახდებიან. გამოცემა Deadline იტყობინება, რომ Warner
კომენტარის დამატება
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება