17 საუკეთესო ფილმი ვამპირებზე

17 საუკეთესო ფილმი ვამპირებზე

17.01.2022 25 614
"შემომიშვი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
12 წლის ოსკარი სტოკჰოლმის მახლობლად, პატარა სოფელში ცხოვრობს. დღისით ის მოთმინებით იტანს დაცინვებს, სამაგიეროდ ღამე შურისძიებაზე ოცნებობს. უმამოდ გაზრდილი ოსკარი დედის მეთვალყურეობას გაურბის და თავის რვეულში დაწვრილებით აღწერს მჩაგვრელთა უმოწყალო მკვლელობებს. ის უკანა ეზოში დანების სროლასაც სწავლობს. ერთხელ ღამით გოგონას, ელის გაიცნობს. ისინი მეზობლები არიან. ორი გარიყული ადამიანი მაშინვე უმეგობრდება ერთმანეთს. ელი ოსკარს მამაცობას ასწავლის, ოსკარი კი სიყვარულის სურვილს. მაგრამ ელისთვის ეს არ არის საკმარისი. მას სისხლი სწყურია.


"შიშის ღამე" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
სკოლის მოსწავლე ჩარლი ბრუსტერი პოპულარულია თანატოლებში და თანაც სკოლაში ყველაზე მომხიბლავ გოგონას ხვდება. ჩარლის პრობლემები მაშინ იწყება, როცა მის მეზობლად ჯერი გადმოვა. ერთი შეხედვით ჯერი კარგი ბიჭია, მაგრამ მაინც რაღაც უცნაური სჭირს, რასაც მხოლოდ ჩარლი ამჩნევს. მეზობლის უცნაური ქცევის ანალიზის შემდეგ ჩარლი მივა საშინელ, მაგრამ ერთადერთ სწორ დასკვნამდე, ჯერის ცრუ ნიღბის უკან სისხლისმსმელი ვამპირი იმალება. 1985 წელს გადაღებული კლასიკური ჰორორ კომედიის რემეიქი.


"სინათლის მეომრები" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
2019 წელს თითქმის ყველა ადამიანი ვამპირად არის ქცეული. დომინანტი რასა გადარჩენის გეგმაზე ზრუნავს, რადგან მათი საკვები - ადამიანის სისხლი, მალე გამოილევა. ამასობაში ერთერთი მკვლევარი და ვამპირების ფარული ჯგუფი კაცობრიობის გადარჩენას ცდილობენ.


"ბიზანტია" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ორი იდუმალებით მოცული გოგონა საცხოვრებლად პატარა ქალაქში გადადის. ერთ-ერთი მათგანი, უფროსი კლარა მარტოხელა მამაკაცს, ნოელს გაიცნობს, რომელიც გოგონებს თავის ცარიელ სახლს უთმობს. უმცროსი გოგონა, ელეონორი ადგილობრივ სკოლაში იწყებს სიარულს, სადაც ახალ მეგობარს, ფრენკს იჩენს. ელეონორი ფრენკს უყვება, რომ ის და კლარა ორასი წლის წინ დაიბადნენ და სინამდვილეში ისინი ვამპირები არიან. ჭორების გავრცელებასთან ერთად გოგონების სიცოცხლე საფრთხეში აღმოჩნდება.


"ვან ჰელსინგი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ვამპირებზე მონადირე, ექსტრაორდინალური დოქტორი ვან ჰელსინგი აღმოსავლეთ ევროპის მისტიურ რეგიონში მიემგზავრება, რათა დაამარცხოს დიდი სამეული - გრაფი დრაკულა, მგელ-კაცი და ფრანკენშტეინის ურჩხული. ვან ჰელსინგს უშიშარი ანა ეხმარება, ოჯახის მემკვიდრე, რომელიც თავდადებით ცდილობს გრაფის დაჭერას და განადგურებას.


"30 დღიანი ღამე" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ალასკაზე ზამთარში დღე ღამისაგან დიდად არ განსხვავდება, მხოლოდ სიბნელეა და ასე გრძელდება მთელი თვე. ამაში გასაკვირი არაფერი იყო მანამ, სანამ სიბნელიდან არ გამოჩნდნენ ბოროტი ძალები და ვამპირები, რომლებიც შიშს თესავდნენ პატარა ქალაქში.


"წყურვილი"
პატივცემული და ყველასათვის საყვარელი მღვდელი დათანხმდება სამედიცინო ექსპერიმენტზე, რომლის შედეგად ის დაუგეგმავად ვამპირი გახდება. ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ცვლილებებს იმასთან მოყავთ, რომ მთავარი გმირი სასიყვარული ცოდვილ ურთიერთობებს გააბავს თავისი საუკეთესო მეგობრის ცოლთან, რომელიც დაიღალა ერთფეროვანი ყოველდღურობისგან. ყმღვდელ–ვამპირს უფრო და უფრო უჭირს ადამიანობის შენარჩუნება.


"დრაკულა" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ვლად დრაკულა უდიდესი მმართველი და ბრწყინვალე მებრძოლი იყო, მაგრამ ბედმა მას ვერაგი მტრები შესძინა.დრაკულა გარიგებაზე წავიდა - ზეადამიანური ძალა, უკვდავი სულის სანაცვლოდ.


"შიმშილი"
მირიამი და ჯონი ელეგანტური წყვილია, თუმცა მათ ბნელი საიდუმლო აქვთ, ისინი ვამპირები არიან, ადამიანის სისხლით იკვებებიან. მირიამი 2000–ზე მეტი წლისაა. მან თავის საყვარელს, ჯონს უკვდავება აჩუქა და ისინი ერთად ნადირობენ.


"მზის ჩასვლიდან განთიადამდე"
ტეხასში ბანკის გაძარცვის შემდეგ სეთ გეცკო და მისი უმცროსი ძმა რიჩარდი პოლიციისგან გაქცევას ცდილობენ. ისინი მექსიკის საზღვართან ჩერდებიან, ხოლო მეორე დილას უკვე უსაფრთხოდ იქნებიან, მათ მხოლოდ მზის ჩასვლიდან გათენება უნდა გაძლონ, თუმცა ეს არც ისე მარტივია.


"დრაკულა"
დრაკულა ტოვებს ტრანსილვანიას და მიემგზავრება ლონდონში, მინა ჰარკერის საძებრად, რომელიც მისი გარდაცვლილი მეუღლის ელიზაბეტას ორეულია.


"ნოსფერატუ"
ვამპირების გრაფი ორლოკი იჩენს ინტერესს უძრავი ქონების აგენტის მეუღლის მიმართ.


"ინტერვიუ ვამპირთან"
ერთი წელიც არ გასულა მას შემდეგ, რაც პლანტატორი ლუისის მეუღლე მშობიარობას გადაჰყვა, დედასთან ერთად ბავშვიც დაიღუპა და ლუისმა სიცოცხლის ყოველგვარი სურვილი დაკარგა. ვამპირს სახელად ლესტატი მოსწონს ლუისი და სთავაზობს მას ღამის ქმნილება- ვამპირი გახდეს. ლუისი თანახმაა და ლესტატი აქცევს მას ვამპირად. ლუისმა მისგან ვამპირის ცხოვრების წესი უნდა ისწავლოს.


"რას ვაკეთებთ სიბნელეში" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ვიაგოს, დიკონის და ვლადისლავის ცხოვრების ამბავი - სამი მეზობელი უკვდავი ვამპირი, რომელიც უბრალოდ ცდილობს გადარჩეს თანამედროვე სამყაროში, სადაც არსებობს სახლის ქირა, ღამის კლუბში ფეისკონტროლი, მომაკვდინებელი მზის შუქი და სხვა პრობლემები.


"ბლეიდი"
როდესაც ბლეიდის დედა ვამპირმა სასიკვდილოდ სცემა მან არ იცოდა, რომ მისი შვილი განსხვავებული ნიჭით იქნებოდა დაჯილდოვებული და რომ მას ვამპირისა და ადამიანის ყველა თვისება ერთად ექნებოდა.


"მიწისქვეშეთი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
საუკუნეების მანძილზე ვამპირები და მაქციები ღამის ომს აწარმოებდნენ ერთმანეთის წინააღმდეგ. მაგრამ,ყველაფერი იცვლება, როდესაც მდედრი, მებრძოლი ვამპირი სახელად სელენა, სახელგანთქმული თავისი სიძლიერითა და მაქციებზე ნადირობით, იხიბლება მშვიდობისმოყვარე მაქცია მაიკლით, რომელსაც ომის დასრულება სურს.


"მხოლოდ საყვარლები გადარჩებიან" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ადამი ნიჭიერი მუსიკოსია, ცხოვრობს დეტროიტში და უკრავს 60-იანი წლების მუსიკას, სახლიდან კი მხოლოდ ღამით გამოდის. მისი საყვარელი ევა კი ტანჟერში ცხოვრობს, უყვარს პოეზია და ლამაზად ჩაცმა. ადამი და ევა ათას წელზე მეტის არიან. დიდი ხნის წინ მათ გადაწყვიტეს, რომ ახალი სისხლის გამო არ მოეკლათ ადამიანი და სავადმყოფოში აღებული სისხლით საზრდოობენ. მათ ცოტა ხნით ცალ-ცალკე ცხოვრება გადაწყვიტეს, მაგრამ დიდხანს უერთმანეთოდ ვერ გაძლეს.
შემოდგომის რომანტიკით აღსავსე 10 ფილმი
ჰარი და სალი ერთმანეთს დაბადებიდან იცნობენ. ისინი ერთად სწავლობდნენ, დადიან ერთმანეთის დასახმარებლად სხვადასხვა რთული
10 ფილმი საშინელ მეზობლებზე
ყველა ჩვენგანს ერთი მეზობელი მაინც ჰყავს, რომელიც აღიზიანებს და ნერვებს უშლის. ქვემოთ ჩამოთვლილი ფილმების მთავარ
7 ყველაზე საშიში ბავშვი კინემატოგრაფიის ისტორიაში
"მე უკვე 12-ის ვარ, თუმცა უკვე დიდიხანია" - ეუბნება უცნაური გოგონა ელი თავის ახალ მორცხვ მეგობარ ოსკარს, რომელიც
დონალდ ტრამპმა
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკმაყოფილოა სამხრეთ კორეული დრამის - "პარაზიტების" "ოსკარი 2020-ზე" გამარჯვებით. მან ეს
სუტიდა Warner Bros.-ის სრულმეტრაჟიანი ფილმი "ტომი და ჯერი" კინოგაქირავებაში დაგეგმილზე ადრე ჩაეშვება - 2020 წლის 23
კომენტარის დამატება
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება