შემოგვიერთდით ჩვენს ახალ FACEBOOK გვერდზე
საუკეთესო დეტექტიური სერიალები, რომლებსაც ერთ ამოსუნთქვაში უყურებთ

საუკეთესო დეტექტიური სერიალები, რომლებსაც ერთ ამოსუნთქვაში უყურებთ

06.01.2022 19 092
"მკვლელობა" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
სერიალი არის ამბავი მკვლელობის სამნაირი თვალსაზრისით - დეტექტივების, რომლებიც ზედამხედველობდნენ ამ საქმეზე, გარდაცვლილის ოჯახისა და თვით - ეჭვმიტანილების. სიუჟეტი ასევე ეხება ადგილობრივ პოლიტიკოსებს, რომლებიც ასე თუ ისე, კავშირში არიან მკვლელობასთან. ნელ - ნელა ირკვევა რომ აქ არ არის არცერთი შემთხვევითი ადამიანი და ყველას აქვს თავის საიდუმლო.


"შერლოკი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ოთხმა იდუმალმა თვითმკვლელობამ ლონდონის პოლიციას საქმე გაურთულა. ინსპექტორი დახმარებას სთხოვს დეტექტივ - კონსულტანტს შერლოკ ჰოლმსს. მის პარტნიორ დოქტორ ვატსონთან ერთად, ჰოლმსი ათვალიერებს მიტოვებულ სახლს - ბოლო დანაშაულის ადგილს, სადაც ნაპოვნია გარდაცვლილი - ვარდისფერებში ჩაცმული ქალი. სიკვდილის წინ ქალს სურდა დაეწერა რაღაც სიტყვა. დედუქციის მეთოდის გამოყენებით, ჰოლმსი მიდის დასკვნამდე, რომ ოთხივე მკვლელობა ეკუთვნის სერიულ მკვლელს.


"სიცრუის თეორია" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
დოქტორი ლაიტმანი თვლის, რომ ყველა ცრუობს. ამის დასამტკიცებლად, მისთვის საკმარისია ადამიანთან რამდენიმე წუთით ურთიერთობა. ნებისმიერი მოძრაობა, ჟესტი, დაუფიქრებელი სიტყვა, შეიძლება გახდეს თქვენი სიცრუის მაჩვენებელი. საჭიროა, მხოლოდ იცოდე თუ როგორ დაინახო ეს. საშუალო სტატისტიკური ადამიანი 10 წუთიანი საუბრის განმავლობაში 3-ჯერ იტყუება. დოქტორ ლაიტმანის და მისი კოლეგების მიზანია ამოიცნონ ეს ტყუილი.


"ნამდვილი დეტექტივი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
სერიალი მოგვითხრობს დეტექტივების ცხოვრებაზე, მათ ყოვედღიურობაზე, გამოძიებაზე, საიდუმლოებებზე, რომელთა გახსნასაც ხანდახან ათწლეულები სჭირდება. სერიალის ყველა სეზონში მოთხრობილია ახალი ისტორია, ახალი პერსონაჟებით.


"ხიდი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
მას შემდეგ, რაც გარდაცვლილი ქალის სხეულს ზუსტად დანიისა და შვედეთის საზღვარზე პოულობენ, ორივე ქვეყნის პოლიცია იძულებულია ერთად იმუშაოს და მკვლელი იპოვოს. საამისოდ, დანიელი ინსპექტორი მარტინ როდი და შვედი საგა ნორენი ერთიანდებიან.


"მოსმენა" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
სერიალი ბალტიმორის შიდა-საქალაქო ნარკო - სქემას ასახავს. ის იწყება საშუალო დონის ნარკო დილერის - დი’ანჯელო ბარკდეილის ცხოვრებით. მოსამართლე დეტთან საუბრის შემდეგ, ჯეიმს მაკნათლის დანიშნავენ მკვლელობისა და ნარკოტიკებთან ბრძოლის დეპარტამენტის მეთაურად. მათი მიზანია ნარკობარონი ეივონ ბარკსდეილის დაჭერა. ეივონ ბარკსდეილი თავის მარჯვენა ხელთან, სტრინგელ ბელთან ერთად მუშაობს და მართავს თავის ხალხს, მათ შორის მის ძმისშვილს-დი’ანჯელო ბარკსდეილს. მას უწევს სამართალდამცავებთან და ამავდროულად ადგილობრივ მოწინააღმდეგესთან, ომართან გამკლავება, რომელიც ბარკსდეილის დილერებს ძარცვავს და მათ ნარკოტიკს ყიდის. გამოძიების ხელმძღვანელ ლეიტენანტ კედრილ დენიელსს საკმაოდ ბევრი პრობლემა აქვს , მათ შორის კორუმპირებულ ბიუროკრატიაში , ზოგიერთი დეტექტივის პატიმრისადმი მკაცრ მოქცევაში და ასე შემდეგ. ფილმი მოგვითხრობს, ნარკოტიკული ქსელის ყოველდღიურ ცხოვრებას დაწყებული ქუჩის დილერებით, დამთავრებული ნარკობარონებითა და პოლიციელების ცხოვრებას დაწყებული რიგითი პოლიციელებიდან, დასრულებული პოლიტიკოსებით.


"დექსტერი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
მაიამის პოლიციის ,ერთი შეხედვით სანდომიანი, ექსპერტი სამართლიანობას ამყარებს და ღამღამობით კრიმინალების სერიულ მკვლელად თავად იქცევა.


"გონებაზე მონადირე" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
სერიალის მოქმედება 1970-იან წლებში ხდება. მთავარი გმირები საგამოძიებო ფედერალური ბიუროს ორი აგენტი მკვლელებსა და მოძალადეებთან საუბრით ცდილობს ჩაწვდეს მათ აზროვნებას და გამოიყენოს ეს სხვა დანაშაულების გახსნაში.


"სამშობლო" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ნიკ ბროდი საზღვაო ქვეითთა ბატალიონის სერჟანტია, რომელიც რვა წლის ტყვეობის შემდეგ ერაყიდან სამშობლოში ბრუნდება. კერი მეტისონი კი ცენტრალური დაზვერვის სამმართველოს ოფიცერია, რომელსაც ჰგონია, რომ ბროდი ორმაგ თამაშს თამაშობს და ტერაქტს გეგმავს.


"რკინის ვარსკვლავი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ისტორია იმაზე, თუ როგორ გადავიდა ყოფილი პოლიციელი ჯომ უორტი ლონდონიდან კლდიან ქალაქში ოჯახთან ერთად, რათა ემართა ადგილობრივი პოლიციის განყოფილება. შორიახლოს ნავთობის წარმოებამ, ქალაქი მიგრანტებით აავსო, რამაც დანაშაულის, პროსტიტუციისა და ნარკოტიკების მოხმარების დონე საგრძნობლად გაზარდა. ამასთან ბრძოლა, ჯონისა და მისი ახლობლების ცხოვრებას ჯოჯოხეთად აქცევს.


"გამოძიების ფედერალური ბიურო" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
სერიები ფოკუსირებულია გამოძიების ფედერალური ბიუროს, ნიუ-იორკის ოფისის, თანამშრომელთა საქმიანობაზე.


"შავი სია" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ათწლიულების მანძილზე, ყოფილი სამთავრობო აგენტი, რაიმონდ პედინგტონი ყველაზე მოთხოვნადი ძებნილი იყო გფრ-ში. უცაბედად, ის გადაწყვეტს დანებდეს...


"სტრაიკი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
კორმორან სტრაიკი, ავღანეთის ომის ვეტერანი, დეტექტივი გახდა და ლონდონშიდენმარკის ქუჩაზე მუშაობს პატარა ოფისში. მას ეხმარება მდივანი-რობინ ელაკოტი. მიუხედავად ფიზიკური და სულიერი ტრამვებისა, იგი ისეთ დანაშაულებს ხსნის, რომლის გახსნაც პოლიციასაც უჭირს.
საუკეთესო საშინელებათა ფილმები მოჩვენებებზე
ფსიქოლოგიის პროფესორი გუდმანი სწავლობს სამი ადამიანის ისტორიას, რომლებიც თითქოს ზებუნებრივ ძალას შეხვდნენ: ღამის
12 მოკლე სერიალი, რომელსაც ერთ ამოსუნთქვაში უყურებთ
17 წლის ჯეიმსი დარწმუნებულია, რომ ნამდვილი ფსიქოპატია და ამ სამყაროს არ ეკუთვნის. ჯეიმსი ემოციურად განცალკევებულია
შერლოკ ჰოლმსი და ზებუნებრივი ძალები სერიალ
Netflix-მა ახალი ფანტასტიკის ჟანრის სერიალის - "არარეგულარული ნაწილების" თიზერ-თრეილერი გამოაქვეყნა. სიუჟეტი
ჰენრი კევილს ჯეიმს ბონდის როლის შესრულება სურს
უკეთესი ჯეიმს ბონდის პოვნა რთული იქნება, შეხედეთ: ბრიტანელი, სიმპათიური, სუპერმენი, მხედვარი, შერლოკ ჰოლმსი, ერთი
დეიზი რიდლი შერლოკ ჰოლმსს შეხვდება
სტუდია Warner Bros. მზადაა ლეგენდარული დეტექტივის ეკრანებზე დასაბრუნებლად. მიმდინარე წლის ზაფხულში გაირკვა, რომ "შერლოკ
კომენტარის დამატება
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება