სკანდალების 10 ყველაზე გახმაურებული ეკრანიზაცია

სკანდალების 10 ყველაზე გახმაურებული ეკრანიზაცია

03.01.2022 30 674
"შავი წყლები" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
შოკისმომგვრელი ნამდვილი ამბავი, კორპორატიული იურისტის-რობერტ ბილოტის (მარკ რუფალო) შესახებ, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი და ძლევამოსილი ქიმიური კორპორაციის-DuPont-ის საშინელ საიდუმლოს – გარემოს დაბინძურების მრავალწლიან ისტორიას გამოავლენს, რაც ადამიანების და ცხოველების დაღუპვას გამოიწვევს. მთავარი გმირი ყველაფერს რისკავს და საზოგადეობის ყურადღების მიპყრობას მთელი ძალებით ცდილობს, მაგრამ მალე მისი საქმე იმდენად მასშტაბური გახდება, რომ ბილოტის და მისი ახლობლების სიცოცხლე საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება.


"სექსსიმბოლო" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ფილმი მოგვითხრობს "ფოქს ნიუსის" თანამშრომელ ქალებზე, რომლებიც როჯერ აილსის ხელმძღვანელობის პერიოდში მუშაობდნენ. როჯერ აილსი ამ სატელევიზიო ქსელის დამფუძნებელი და არქიტექტორი იყო, რომელიც 2016 წელს თანამდებობიდან გადადგა, სექსუალური შევიწროების სკანდალის გამო.


"ყურადღების ცენტრში" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ფილმის სიუჟეტი რეალურ ამბავზეა და გაზეთ THE BOSTON GLOBE-ის მიერ განხორციელებულ, ჟურნალისტურ გამოძიებას ასახავს. ჟურნალისტთა გუნდი იძიებდა ბოსტონის მიტროპოლიის საქმიანობას, რა დროსაც, პედოფილიის სერიოზულ ფაქტებს მიაგნეს. გამოძიების ავტორებმა შეძლეს დამტკიცება, რომ სასულიერო პირებს, ქალაქის არქიეპისკოპოსი მფარველობდა. აგორდა სერიზული სკანდალი, ეპისკოპოსმა დატოვა თანამდებობა, ბოსტონის ეკლესიამ მილიონობით კომპენსაცია გადაიხადა და რამდენიმე ათეული ტაძარი დაიხურა.


"ფროსტი ნიქსონის წინააღმდეგ" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
დრამა, ინტერვიუს სერიას წარმოადგენს პრეზიდენტის შესახებ. უოტერგეიტის სკანდალის დრო. პოპულარული გადაცემა "საუზმე დევიდ ფროსტთან". ეს ყველაფერი პირდაპირ ეთერში ხდება.


"ხალხი ლარი ფლინტის წინააღმდეგ"
ლარი ფლინტი - 70-იანი წლების, სექსუალური რევოლუციის, ნარკოტიკების და კულტურული კატაკლიზმების ეპოქის გმირია. ის ხედავდა, რომ ადამიანებს რაღაც უფრო მეტი სჭირდებოდათ, ვიდრე ტელევიზია და "უიკენდები" კვირის ბოლოს. ხალხს სანახაობა უნდოდა და მან გამოსცა პორნოჟურნალი.


"უარყოფა" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
აღიარებული მწერალი და ისტორიკოსი დებორა ე. ლიპსტადტი იბრძვის, ისტორიული სიმართლის დასამტკიცებლად, რომლის თანახმადაც; ჰოლოკოსტი ცილისწამების მსხვერპლი იყო.


"დამსმენი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ნებრასკელი პოლიციელი-ქეთრინ ბოლკოვაჩი, ომის შემდგომ ბოსნიაში სამშვიდობო მისიაში მუშაობის დროს, ტრეფიკინგის ჯაჭვს აღმოაჩენს. ის სხვა ადამიანების გადასარჩენად, საკუთარ სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, უკან არაფერზე იხევს.


"ჯაშუშების ხიდი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ცივი ომის დროს, ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო-სამმართველო ამერიკელ ადვოკატს გადაიბირებს, რომელმაც საბჭოთა კავშირიდან დატყვევებული პილოტი უნდა იხსნას.


"სერპიკო"
ნამდვილი ისტორია პატიოსან ნიუ-იორკელ პოლიციელზე, რომელიც აღვირახსნილ კორუფციას ამხილებს, მხოლოდ იმისათვის, რომ თავისი ამხანგები მის წინააღმდეგ აამხედროს.


"პრეზიდენტის მთელი გარემოცვა"
1972 წლის არჩევნების დროს "ვაშინგტონ პოსტის" რეპორტიორი-ბობ ვუდვარდი, დემოკრატების პარტიის შტაბ-ბინის გატეხვასთან დაკავშირებულ მოვლენებს აშუქებს. რესპუბლიკელთა პარტიის დამფინანსებელთა სახელები და გვარები, ნელ-ნელა სააშკარაოზე გამოდის, ისინი ეჭვმიტანილები ხდებიან. ვუდვარდი ჟურნალისტურ გამოძიებაში, კარლ ბერნსტაინს რთავს და თანდათან, მათ კვალი თეთრ სახლამდე მიიყვანთ.
10 საუკეთესო ფილმი წარმატების შესახებ
ფილმში აღწერილია ვირტუალურ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელის - Facebook-ის შექმნის ისტორია. ამ
12 ნაკლებად ცნობილი თანამედროვე სერიალი, რომლებიც შეიძლება გამოგრჩენოდათ
მაიფენვი ტომასს ერთ წვიმიან დღეს ლონდონის მილენიუმის ხიდის მახლობლად გაეღვიძება - არ ახსოვს ვინ არის, წარმოდგენა არ
The CW სუპერგმირულ სერიალ
მომავალ წელს ტელეარხი The CW "შავი ელვას" და "სუპეროგოგონას" დაემშვიდობება, ამიტომაც ტელექსელი მთელი ძალებით ცდილობს
10 ფილმი ძლიერი ქალების შესახებ
გოგონა მოიტაცეს მაშინ როცა იყო მოზარდი. მას მერე ის ცხოვრობს პატარა ოთახში თავის ვაჟიშვილთან ერთად. პატარა ბიჭს ამ
USA Network სერიალ
"ფორს-მაჟორისგან" განსხვავებით, რომელმაც არხ USA Network-ზე მთელი ცხრა წელი გაძლო, მისი "პროგრესული" სპინ-ოფი "პირსონი"
კომენტარის დამატება
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება