10 საუკეთესო ანიმაცია საახალწლოდ

10 საუკეთესო ანიმაცია საახალწლოდ

31.12.2021 10 682
ახალი წელი გვიახლოვდება და ჩვენც ყველა გზით ვცდილობთ შესაბამისი განწყობა შევიქმნათ.

გთავაზობთ 10 საუკეთესო ანიმაციას, რომელიც ბავშვობაში დაგვაბრუნებს და ახალი წლის დღესასწაულს კიდევ უფრო ჯადოსნურს გახდის:

"სანტა კლაუსის საიდუმლო სამსახური" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ყველას აინტერესებს, თუ როგორ ასწრებს სანტა კლაუსი ერთ ღამეში მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში დაარიგოს საჩუქრები და გული არც ერთ ბავშვს დასწყვიტოს. 2011 წლის ეს შესანიშნავი ანიმაცია სწორედ ამ საიდუმლოს შესახებ მოგვითხრობს.


"შრეკის შობა" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ყველასათვის საყვარელი შრეკი, უკვე ოჯახის კაცია – მას მეუღლე ფიონა და სამი პატარ შვილი ჰყავს. ერთგულ მეგობარ ვირთან ერთად, ის საუკეთესო საშობაო დღესასწაულისათვის ემზადება.


"ჩარლი ბრაუნის შობა" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
სამყაროში გამეფებული კომერციალიზმის ფონზე, ჩარლი ცდილობს შობის ჭეშმარიტი მნიშვნელობა გაიგოს.


"პოლარული ექსპრესი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ჯადოსნური ისტორია მოგვითხრობს ბიჭუნაზე, რომელსაც ყოველთვის გულით სჯეროდა სანტა კლაუსის არსებობის და შობის ღამეს სანუკვარი სურვილი აუხდა – ის პოლარული ექსპრესის მგზავრი გახდა და გაეშურა დაუვიწყარ მოგზაურობაში ჩრდილოეთ პოლუსისაკენ.


"გრინჩი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ყველასათვის საყვარელი პერონაჟის - "გრინჩის" ანიმაციური ვერსია, სადაც ის კვლავ შეპყრობილია შობის ჩაშლის სურვილით, ამ დროს კი, ჰუვილის მაცხოვრევლები თავიანთი ყოველწლიური წვეულებისთვის გრანდიოზულ სამზადიში არიან და წარმოდგენაც არ აქვთ, წინ რა ელოდებათ...


"მიკისთან შობაზე" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
მიკი მაუსი მოგვითხრობს სამ შესანიშნავ ისტორიას შობის შესახებ. ანიამციაში მის გარდა დისნეის სხვა, ჩვენთვის საყვარელ პერსონაჟებსაც შევხვდებით.


"საშობაო ზღაპარი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ჩარლზ დიკენსის შესანიშნავი ნაწარმოების ეკრანიზაცია მაიზერ სკრუჯის ისტორიას მოგვითხრობს – შობის ღამეს მას მოჩვენებებთან ერთად საკუთარი განვლილი ცხოვრების გადაფასება მოუწევს.


"კოშმარი შობის წინ" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ისტორია ჰელოუინის მთავარ გმირ ჯეკზე, რომელმაც სანტა კლაუსის გატაცება და ბავშვებისათვის შობის ჩაშხამება გადაწყვიტა, თუმცა მის ამ გეგმას წინ მისივე შეყვარებული-სელი აღუდგა.


"სანტა კლაუსის ცხოვრება და თავგადასავალი"
სანტა კლაუსის კიდევ ერთი ჯადოსნური ისტორია, რომელიც კვლავ მის მოხერხებულობაზე მოგვითხრობს – მაინც როგორ ახერხებს, კეთილი მოხუცი, ერთ ღამეში ამდენი საჩუქრის დარიგებას?


"რუდოლფი, წითელცხვირა ირემი"
რუდოლფი სხვა ირმებისაგან მანათობელი, წითელი ცხვირით განსხვავდება. ამის გამო, ის ახლადშეძენილ მეგობრებთან ეძებს საკუთარ ადგილს.
15 საუკეთესო ფილმი საახალწლო განწყობის შესაქმნელად
როდესაც მთავარი გმირის და კომპანიის გენერალური დირექტორი ძმას მისი ფილიალის დახურვით ემუქრება, იგი გადაწყვეტს გენიალური
ფილმები მათთვის, ვისაც ახალი წელი არ უყვარს
დრიუ მარტოხელა ახალგაზრდაა, მას არავინ ჰყავს და როგორც წესი შობას მარტოობაში ატარებს, ერთხელაც ის გადაწყვეტს დაიქირაოს
22 ნაკლებად ცნობილი საახალწლო ფილმი და ანიმაცია
როდესაც ბოროტი კრედი სანტას სათამაშოების ჩანთანს იპარავს, იგი ამსხვრევს შობის სულს და მშოფლიოს ბავშვები შობის შსახებ
საუკეთესო საახალწლო ანიმაციები
ამჯერად, შრეკი იდეალური დღესასწაულის მოწყობას აპირებს იმისთვის, რომ ფიონა და მშვენიერი ონავრები გააკვირვოს, მაგრამ მას
10 ფილმი, რომელიც ახალი წლის დღეებს გაგიხალისებთ
ძალიან სასაცილო კომედია წინასაშობაო აურზაურზე. გრისვოლდების სახლში შობის დასახვედრად ემზადებიან. შობა კლარკ გრისვოლდისა
კომენტარის დამატება
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება