შემოგვიერთდით ჩვენს ახალ FACEBOOK გვერდზე
10 სერიალი, რომლებსაც საახალწლოდ უნდა ჩავუსხდეთ

10 სერიალი, რომლებსაც საახალწლოდ უნდა ჩავუსხდეთ

30.12.2021 424
"ნადირობა უნაბომბერზე" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ეს მინისერიალი, კრიმინალური დრამების მოყვარულთა (და არამარტო მათი) სამიზნე შეიძლება გახდეს. FBI-ის აგენტისა და საშიში დამნაშავის, თეოდორ კაჩინსკის, მეტსახელად-უნაბომბერის ჭიდილის ძალიან საინტერესო ისტორია. სერიალი მხოლოდ 8 ეპიზოდისგან შედგება და მძაფრი შეგრძნებები გარანტირებულია.


"შერლოკი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
შერლოკს, რასაკვირველია, არავითარი წარდგენა არ სჭირდება, ის - ვიქტორიანული ხანის უსაყვარლესი დეტექტივი - ამჯერად, თანამედროვე პოპკულტურის განუყოფელი ნაწილიცაა და ეს სწორედ ამ სერიალის დამსახურებაა. ახალი წლის დღეები, საყვარელი სერიალის გადასამეორებლად, მშვენიერ შანსს გაძლევთ, ხოლო-ვინც იმ გაუგებარ კატეგორიაშია, ვისაც ბენედიქტ კამბერბეტჩის ეს ბენეფისი არ უნახავს, გირჩევთ, სასწრაფოდ გამოასწოროთ ეს დაუდევრობა.


"უიღბლო ამბების სერია" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ლემონი სნიკეტის ბესტსელერი წიგნების სერიის ეკრანიზაცია. ბოდლერების ოჯახის სამი ბავშვი, ხანძრის შედეგად დაობლდება და მათზე მზრუნველობას გრაფი ოლაფი ითავებს. მას ბავშვების მემკვიდრეობის მიტაცება სურს. ბავშვები ცდილობენ დააჯერონ გარშემომყოფები, რომ გრაფი ოლაფი მათ მოკვლას ცდილობს, მაგრამ მათი არავის სჯერა. მძაფრი თავგადასავლების მოყვარულებისთვის Netflix-ის ამ სერიალის გამოტოვება არ ღირს.


"სიამაყე და ცრურწმენა"
ბრიტანული კლასიკოსის, ჯეინ ოსტინის გახმაურებული რომანის ტელეეკრანიზაცია, რომლის სიუჟეტიც მოგვითხრობს ბენეტების არცთუ ისე დიდი მზითვის მქონე ქალიშვილებზე, რომელთა სარფიანად გათხოვებასაც, დედა მთელი გულით ცდილობს. ქალიშვილებში ყველაზე ჭკვიანი ელიზაბეთი მეტისმეტად ჯიუტი, ამაყი და თავდაჭერილია საიმისოდ, რომ თავი დაიმციროს. მაგრამ ეჭვიანმა ბუნებამ ხშირად, შეიძლება სინამდვილის დანახვაშიც შეგიშალოს ხელი. კლასიკური, ეკალბარდებით მოფენილი სასიყვარულო ისტორია, არდადეგებზე მშვენიერი არჩევანია.


"ტაბუ" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
მე-19 საუკუნის ინგლისი. თავგადასავლების მაძიებელი ჯეიმს კეზია დელანი აფრიკიდან ლონდონში, 1812 წლის ომის პერიოდში ბრუნდება, რათა მამამისის გადამზიდავი კომპანია ააღორძინოს. მთავრობა და მისი მეტოქე კი ერთნაირად ცდილობენ მის ჩაძირვას ნებისმიერ, თუნდაც მკვლელობის ფასად.


"ენი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ამბავი გოგონაზე, რომელიც ბავშვობიდან მოყოლებული, წესებისა და გამოწვევების წინააღმდეგ, სიყვარულისა და ქვეყნად საკუთარი ადგილის დამკვიდრებისთვის იბრძვის. მთავარი პერსონაჟი 1890-იანი წლების მიწურულს მცხოვრები ობოლი გოგონაა, რომელიც დამთრგუნველი ბავშვობისა და უცხო ხალხში სამადლოდ ცხოვრების შემდეგ, შეცდომით, საცხოვრებლად გზავნიან ასაკოვან შინაბერასთან და მის ასევე შუახნის ძმასთან. 13 წლის გოგონა თანდათან სრულიად გარდაქმნის მათ და მთელი იქაური პატარა ქალაქის ცხოვრებას, თავისი გამორჩეული სულით, მახვილი ჭკუითა და ბრწყინვალე წარმოსახვით.


"შემთხვევითი ვაკანსია"
ჯოან როულინგის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით გადაღებული დრამა უცნაურ ამბავს მოგვითხრობს: პეგფორდში 45 წლის ასაკში უცაბედად იღუპება ადგილობრივი სათათბიროს წევრი ბარი ფეირბრაზერი. ეს მოვლენა ადგილობრივ მოსახლეობაზე შოკისმომგვრელად მოქმედებს და ქალაქის მშვენიერი ფასადის მიღმა, დაფარულ სიმახინჯეებსაც ფარდა ეხდება. შობა-ახალი წელი როულინგის პოტერიადის გარეშე ბევრისთვის წარმოუდგენელია, თუმცა, ამჯერად ამ ავტორის რადიკალურად განსხვავებული, მეტიც, ძალიან მაგლური დრამაც შეგიძლიათ სცადოთ.


"საშობაო ზღაპარი"
ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო სერიალი, რომელიც ჩარლზ დიკენსის ამავე სახელწოდების ლეგენდარულ ზღაპარს ეფუძნება. სერიალში ებენიზერ სკრუჯის როლს გაი პირსი ასრულებს, რომლის პერსონაჟსაც შობა სძულს, მიუხედავად იმისა, რომ მის გარშემო ყველა ამ დღესასწაულისთვის ემზადება - ყიდულობენ საჩუქრებს და ათვალიერებენ საშობაოდ მორთული მაღაზიების ვიტრინებს. ერთხელაც ებენიზერს თავისი ყოფილი კომპანიონის, ჯეიკობის სული გამოეცხადება, რომელიც სიცოცხლეში მისნაირი პიროვნება იყო, რის გამოც ის ზეცამ დასაჯა. ახლა ჯეიკობი შეეცდება, რომ ებენიზერი სწორ გზაზე დააყენოს და მიახვედროს, რომ არასწორად ცხოვრობს.


"დენთი"
"სამეფო კარის თამაშების" ვარსკვლავის პროდიუსერული დებიუტი და ისტორიული დრამა ნაცნობ პოლიტიკურ მოვლენაზე - გაი ფოქსის ამბოხზე, რომელიც, როგორც სერიალის მესვეურებს ვერწმუნებით, სრულიად განსხვავებული კუთხითაა დანახული. მძაფრი გრძნობებისა და ისტორიული პერიპეტიების მოყვარულებმა ეს ტელეშოუ არ უნდა გამოტოვონ.


"ჯონათან სტრენჯი და მისტერ ნორელი"
ისევ მეცხრამეტე საუკუნე, ოღონდ ალტერნატიული ინგლისი. ნაპოლეონის ომის პერიოდი. ოდესღაც მივიწყებული მაგია ისევ იღვიძებს. მისტერ ნორელი აცოცხლებს მაღალჩინოსანის საცოლეს, შავი მაგიის და ბოროტი ძალის დახმარებით. მის მიერ დადებული გარიგება, ბევრი უცნაური და დაუგეგმავი მოვლენის დასაწყისი ხდება.
10 დეტექტიური სერიალი, რომელთა დასასრულს ვერ გამოიცნობთ
16 წლის ჯენიფერი საკუთარი სოფლიდან უჩინარდება. გამოძიებას ხელმძღვანელობს კაპიტანი გასპარდ დეკერი, გოგონასთვის კარგად
ცუდი გოგონები, პრინცესები და კალათბურთი: 2000-იანი წლების 7 საკულტო რომანტიკული კომედია
მას შემდეგ, რაც ახალგაზრდა ქალი უკვე 27-ჯერ იყო მეჯვარე, ის ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდება, რადგან საკუთარი დის გვერდით
სუფთა ინგლისური დეტექტივი: ყველაფერი რაც კი სერიალ
საკულტო "შერლოკის" გამო ფრაზა "ტელეარხ BBC-ს ბრიტანული დეტექტივი" უკვე მიმზიდველად ჟღერს, ხოლო ასეთ პროექტზე თუ ცნობილი
Disney+
პერსი ჯეკსონის წიგნების სერიის ავტორმა Disney+-ისთვის ახალი ეკრანიზაციის გამოსვლა დაააანონსა. სატელევიზიო პროექტი
როგორც გაირკვა დოქტორ ვატსონს კრიმინალის გასახსნელად შერლოკი არ სჭირდება. ინტერნეტში ექვსსერიანი დეტექტიური დრამის -
კომენტარის დამატება
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება