შემოგვიერთდით ჩვენს ახალ FACEBOOK გვერდზე
15 საუკეთესო ფილმი საახალწლო განწყობის შესაქმნელად

15 საუკეთესო ფილმი საახალწლო განწყობის შესაქმნელად

29.12.2021 28 612
"მარტო სახლში" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ამერიკული ოჯახი ჩიკაგოდან სამოგზაუროდ ევროპაში მიდის. სიჩქარეში დაბნეულ მშობლებს სახლში ერთ-ერთი შვილი რჩებათ. პატარა ბიჭუნა არ იბნევა და მშვენივრად ართმევს თავს მარტოობას, უფრო მეტიც, სახლში შემოპარულ ქურდებს სიცოცხლეს უმწარებს.


"ეს მშვენიერი ცხოვრება" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ჯორჯ ბეილი - პატარა სადაზღვეო კომპანიის მფლობელია, ის გამოგონილ ამერიკულ ქალაქში, ბედფორდ ფოლსში ცხოვრობს. ჯორჯი პატიოსანი, თანამგრძნობი, მოსიყვარულე ქმარი და მამაა, მაგრამ დეპრესიის და უსიამოვნებების გამო გადაწყვიტავს თავის მოკვლას. აშკარაა, რომ ადამიანს, რომელიც უარს ამბობს ღმერთის ყველაზე დიდ მადლზე – სიცოცხლეზე – ესაჭიროება მფარველი–ანგელოზის დახმარება. ზეცა მის გადასარჩენად კლარენსს გამოუშვებს, იმ მომენტისთვის ერთადერთ თავისუფალ მეორე ხარისხის ანგელოზს, კეთილს, მაგრამ გამოუცდელს, რომელმაც ჯერ კიდევ ფრთებიც კი არ დაიმსახურა. თუ ის თავის სამსახურს კარგად შეასრულებს და შეძლებს ჯორჯის გადარწმუნებას უდიდესი ცოდვისგან, მიიღებს ჯილდოდ ფრთებს. დრო კი მას თითქმის არ დარჩა... კლარენსი ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას იპოვის – ის ჯორჯს აჩვენებს სამყაროს, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ იქნება. ხალხს რომლებიც მისი დახმარების გარეშე აგრძელებენ ცხოვრებას.


"საოცრება 34–ე ქუჩაზე" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
საშობაო ზეიმის დროს, მსახიობს რომელსაც სანტა კლაუსის როლი უნდა ეთამაშა, უგონოდ მთვრალს პოულობენ. ზეიმის რეჟისორი დორის უოკერი, გამვლელ მოხუცს, კრის კრინგლს სანტას ადგილის დაკავებას სთავაზობს. ზეიმის წარმატების შემდეგ კრინგლი მაღაზიაში მუშაობას იწყებს.


"შობა" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
შობა ნიუ-იორკში - წელიწადის ყველაზე შესანიშნავი პერიოდი. მთელ ქალაქში ათასობით საშობაო ნაძვის ხის შუქები ინთება. მაგრამ ზოგიერთისთვის ეს საკმარისი არაა. ისინი რაღაც არაჩვეულებრივს და ჯადოსნურს ელიან.


"რეალური სიყვარული" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
პიკანტური სასიყვარულო ისტორიები, რომლებიც შობის დღეებში ხდება. პრემიერ-მინისტრს მოახლე უყვარდება. გამომცემელი ცოლს ღალატობს. ავადმყოფი ძმის გამო, ქალს რომანის გაბმა არ შეუძლია. და ასე შემდეგ.


"უკანასკნელი შობა" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ქეითი ახალგაზრდა ქალია, რომელიც ცუდი გადაწყვეტილებების მიღების ოსტატია. მისმა წინა პაემანმა საშინლად ჩაიარა. გოგონა სავაჭრო ცენტრში სანტას ელფად იწყებს მუშაობას, სადაც ტომს გაიცნობს. მისი ცხოვრება შეიცვლება, თუმცა ქეითი ფიქრობს, რომ ყველაფერი ზედმეტად კარგად მიდის.


"როგორ მოიპარა გრინჩმა შობა" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ქალაქ კტოგრადში ერთი კაცი ცხოვრობდა, სახელად – გრინჩი. თავიდან ბოლომდე მწვანე ფერის დაბანჯგვლული არსება არავის უყვარდა. გრინჩი მთელ სამყაროზე განაწყენებული იყო, ამიტომაც ცხოვრობდა მარტო. მას განსაკუთრებით არ უყვარდა შობის დღესასწაული და ამ დღეს, ყოველთვის ცუდი განწყობით ხვდებოდა.


"შეიყვარე კუპერები" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
როცა კუპერების კლანის ოთხი თაობა იკრიბება ერთად, ყოველწლიურ წინასაშობაო წვეულებაზე, მოულოდნელ ვიზიტორთა სერია და უსიამოვნო მოვლენები თავდაყირა აყენებს ღამეს, მათ გასაოცრად ოჯახური ძალა და დღესასწაულის სული უძღვებათ წინ.


"ოთხი შობა" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ბრედი და კეიტი ცდილობენ მშობლებთან ერთად შეხვდნენ შობას. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ორივეს მშობლები გაშორებულები არიან და მათ ერთ დღეში ოთხ ადგილას უნდა მოასწრონ მისვლა.


"პოლარული ექსპრესი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
კრის ვან ოლსბერგის ბავშური ზღაპრის ეკრანიზაცია, გვიყვება ამბავს ბიჭზე, რომელიც თანატოლების დაცინვის მიუხედავად, ყოველთვის სჯეროდა სანტა კლაუსის არსებობის. ერთხელაც, შობის ღამეს, როდესაც სანტას ელოდებოდა, სახლთან გაჩერდა ზღაპრული მატარებელი, გამცილებელმა შესთავაზა დაუვიწყარი მოგზაურობა ზღაპრულ სამყაროში - ჩრდილოეთ პოლუსზე, ჯადოსნურ ქვეყანაში, რომელშიც გზა ხსნილია მხოლოდ მათთვის, ვისაც გულით სჯერა.


"საშობაო ზღაპარი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ეს არის ვიქტორიანული ამბავი ერთ გაბოროტებულ ბებერზე, სახელად ებენეზერ სკრუჯზე, რომელსაც ერთი ღამის განმავლობაში დიდი გამოცდა ელის. მისტერ სკრუჯი ფინანსისტია, მან მთელი ცხოვრება ქონების მოგროვებას მიუძღვნა. მას ყველაფერი სძულს ფულის გარდა, მათ შორის მეგობრობა, სიყვარული და საშობაო დღესასწაულებიც.


"გადარჩე შობას" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
დრიუ მარტოხელა ახალგაზრდაა, მას არავინ ჰყავს და როგორც წესი შობას მარტოობაში ატარებს, ერთხელაც ის გადაწყვეტს დაიქირაოს მთელი ოჯახი, რათა შობის დღესასწაულზე მარტო არ იყოს.


"კორპორატიული წვეულება" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
როდესაც მთავარი გმირის და კომპანიის გენერალური დირექტორი, ძმას მისი ფილიალის დახურვით ემუქრება, იგი გადაწყვეტს გენიალური წვეულების მოწყობას, რათა სარფიანი კონტრაქტი გააფორმოს. მაგრამ წვეულება კონტროლიდან გამოდის...


"მეოჯახე" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
თქვენს წინაშეა არჩევანი - ერთის მხრივ უზრუნველი, ფუფუნებით სავსე მარტოხელა ცხოვრება და მეორე მხრივ არც თუ ისე აწყობილი ცხოვრება, მაგრამ ბედნიერი ოჯახი. პასუხის გაცემას ნუ იჩქარებთ, ცხოვრება ჯეკს შანსს აძლევს ორივე ვარიანტი გამოსცადოს.


"უბედნიერესი სეზონი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
შეყვარებულის ოჯახთან პირველი შეხვედრა როგორც წესი რთულია , გეგმავ, თუ როგორ შეხვდე მათ და როგორ დაესწრო მათ ყოველწლიურ საშობაო ვახშამს. თუმცა შემდეგ აანალიზებ რომ გოგო გეია, ეს კი საქმეს უფრო ართულებს ,
10 ფილმი გატაცებაზე, რომელთა ნახვის შემდეგ თმა ყალყზე დაგიდგებათ
5 მთასვლელი შოტლანდიის მთებში მოგზაურობს. ისინი შემთხვევით გადააწყდებიან სერბ გოგონას, რომელიც დამარხულია უკაცრიელ
10 ფილმი, რომელიც ახალი წლის დღეებს გაგიხალისებთ
ძალიან სასაცილო კომედია წინასაშობაო აურზაურზე. გრისვოლდების სახლში შობის დასახვედრად ემზადებიან. შობა კლარკ გრისვოლდისა
10 მშვენიერი ფილმი იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ოჯახი
სანაპირო დაცვის დაქვრივებული ადმირალი შეხვდება თავისი ოცნების ქალს, რომელმაც ცოტა ხნის წინ ქმარი დაკარგა. ორ უკვე არც
კანადაში დონალდ ტრამპის კამეო ამოჭრეს
კანადურმა ტელეარხმა CBC-მ საშობაო კომედია "მარტო სახლში 2-ის" ჩვენება დაიწყო, თუმცა როგორც აღმოჩნდა ფილმი სრულად არაა
ბოი ჯორჯის შესახებ ბიოგრაფიულ ფილმს გადაიღებენ
ფრედი მერკურის და ელტონ ჯონის შემდეგ თავის ბაიოპიკს ლეგენდარული ბრიტანელი მუსიკოსი ბოი ჯორჯიც მიიღებს. სურათს სტუდია
კომენტარის დამატება
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება