შემოგვიერთდით ჩვენს ახალ FACEBOOK გვერდზე
14 ფილმი, რომელსაც 2022 წელს ყველაზე მეტად ველოდებით

14 ფილმი, რომელსაც 2022 წელს ყველაზე მეტად ველოდებით

28.12.2021 59 861
"მუქარა 2"
გამოსვლის თარიღი: 2022 წელი
რეჟისორი: რაიან ჯონსონი
მას შემდეგ რაც "მუქარა" ნამდვილი ჰიტი გახდა, მოსალოდნელი იყო, რომ Netflix-ი ფილმის გაგრძელებას დააანონსებდა, ხოლო მაყურებლები კი დეტექტივ ბენუა ბლანის ახალ თავგადასავლებს დიდი ინტერესით დაელოდებოდნენ. დენიელ ქრეიგი ორიგინალი ფილმის სამსახიობო შემადგენლობიდან ერთადერთია, რომელიც სიქველშიც დაბრუნდება. როგორც ჩანს კინოსურათი პირველი ნაწილის ისტორიას არ გააგრძელებს.


"პინოქიო"
გამოსვლის თარიღი: 2022 წლის მეოთხე კვარტალში
რეჟისორი: გილერმო დელ ტორო
მრავალი პრობლემის შემდეგ ბევრს ეგონა, რომ გილერმო დელ ტოროს "პინოქიო" მზის სინათლეს ვეღარ იხილავდა, მაგრამ ანიმაციის ჩვენების უფლება სტრიმინგ-სერვისმა Netflix-მა შეისყიდა და ის 2022 წელს, რეალობად იქცევა. რეჟისორის პროექტების ექსცენტრიული ხასიათებიდან გამომდინარე, დარწმუნებით შეგვიძლია გითხრათ, რომ ეს ყველასათვის ნაცნობი ზღაპრის განმეორება არ იქნება. მასში მოვლენები მუსოლინის ეპოქის იტალიაში განვითარდება.


"მორბიუსი"
გამოსვლის თარიღი: 20 იანვარი
რეჟისორი: დანიელ ესპინოსა
ამ ფილმში მოქმედება "ვენომის" სამყაროში ვითარდება. მთავარი გმირი, რომლის როლსაც ჯარედ ლეტო ასრულებს, სისხლის იშვიათი დაავადებით იტანჯება და წამლის შექმნისას იქცევა არსებად, რომელსაც მუდმივად სისხლი სწყურია. იმის ნახვა, თუ როგორ ცდილობს დოქტორ მაიკლ მორბიუსის როლში მყოფი ლეტო, თავისი შინაგანი დემონების გაკონტროლებას, ფილმის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ასპექტი შეიძლება ჩავთვალოთ.


"ბეტმენი"
გამოსვლის თარიღი: 2022 წლის 3 მარტი
რეჟისორი: მეთ რივზი
2022 წელს ცნობილი სუპერგმირის მოსასხამს რობერტ პატინსონი მოირგებს და თრეილერებიდან გამომდინარე, ჩვენ უფრო ნუარის ჟანრის კინო გველოდება, ვიდრე კლასიკური სუპერგმირული ექშენი. რიდლერი პოლ დანოს შესრულებით, სერიულ მკვლელ ზოდიაქოს უფრო გავს, ხოლო ბეტმენი კი უფრო თავის დეტექტიურ უნარებზე იქნება დამოკიდებული, ვიდრე-მუშტებზე.


"დოქტორი სტრეინჯი სიგიჟის მულტისამყაროში"
გამოსვლის თარიღი: 2022 წლის 6 მაისი
რეჟისორი: სემ რეიმი
"დოქტორი სტრეინჯის" ახალ ნაწილს საშინელებათა ფილმების ლეგენდა-სემ რეიმი იღებს. ეს თუ საკმარისი არ არის, რომ ამ ფილმს დაელოდოთ, მაშინ იხილეთ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული თიზერი და დაუმატეთ "ვანდავიჟენი" - სერიალი, რომელიც მომავალი ბლოკბასტერის პროლოგი იყო. ამის გარდა, ფილმში ელიზაბეტ ოლსენიც გამოჩნდება, რომელიც ალისფერ ჯადოქარს კვლავ განასახიერებს.


"საუკეთესო მსროლელი: მავერიკი"
გამოსვლის თარიღი: 2022 წლის 26 მაისი
რეჟისორი: ჯოზეფ კოსინსკი
ორიგინალი "საუკეთესო მსროლელი" 1986 წელს გამოვიდა, ხოლო მისი სიქველი კი მზის სინათლეს 36 წლის შემდეგ იხილავს. მთავარ გმირს, პიტ მიტჩელს მფრინავების ახალი თაობის გამოწვრთნა, შეუსრულებელი მისიის შესრულება და გარდაცვლილი მეგობრის შვილთან შეხვედრა მოუწევს.


"იურული პერიოდის პარკი: დომინიონი"
გამოსვლის თარიღი: 2022 წლის 9 ივნისი
რეჟისორი: კოლინ ტრევოროუ
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება იმ სამყაროში, რომელშიც დინოზავრები ამერიკის ტერიტორიაზე თავისუფლად დაეხეტებიან. სიუჟეტის დეტალები ცნობილი არ არის, მაგრამ დადასტურებული ფაქტია, რომ "დომინიონის" სამსახიობო შემადგენლობაში ორიგინალი "იურული პერიოდის პარკის" ვარსკვლავები - სემ ნილი, ლორა დერნი და ჯეფ გოლდბლუმი გამოჩნდებიან. ამ ტრიოს დაბრუნება სრულიად საკმარისია, რომ ფრენჩაიზის თაყვანისმცემლები ახალ ნაწილს მოუთმენლად ელოდნენ.


"თორი: სიყვარული და ქუხილი"
გამოსვლის თარიღი: 2022 წლის 8 ივლისი
რეჟისორი: ტაიკა უაიტიტი
თორის მეოთხე ფილმში, ნატალი პორტმანი კვლავ შეასრულებს ასტროფიზიკოსის და თორის ყოფილ შეყვარებულის-ჯეინ ფოსტერის როლს. ამის გარდა, კომიქსის ეკრანიზაციის სამსახიობო შემადგენლობაში შედიან: მეთ დეიმონი, ქრისტიან ბეილი, რასელ ქროუ და რა თქმა უნდა, კრის ჰემსუორტი. დაუზუსტებელი ინფორმაციით, მეოთხე "თორის" მოვლენები დაკავშირებული იქნება სერიალ "ლოკის" მოვლენებთან. ლოკის დახმარებით, თორმა თავისი ჩაქუჩი - მიოლნირი უნდა დაიბრუნოს.


"შავი ადამი"
გამოსვლის თარიღი: 2022 წლის 28 ივლისი
რეჟისორი: ჟაუმე კოლიეტ-სერა
2022 წელს მაყურებლები DC-ს კომიქსების ახალ ეკრანიზაციას იხილავენ, რომელშიც მთავარ როლს დუეინ ჯონსონი ასრულებს. ის კანდაკელ ანტიგმირს - შავ ადამს განასახიერებს, რომელმაც ციხეში 5000 წელი გაატარა და ახლა შურისძიება სწყურია. ცნობილია, რომ შავი ადამი შაზამის მოსისხლე მტერი იქნება და გაგრძელებაში, შეიძლება ზაქარი ლევის გმირსაც დაუპირისპირდეს.


"შეუსრულებელი მისია 7"
გამოსვლის თარიღი: 2022 წლის 29 სექტემბერი
რეჟისორი: კრისტოფერ მაკქუორი
"შეუსრულებელი მისიის" პირველი ნაწილის გამოსვლიდან 25 წელი გავიდა და უკვე, 2022 წლის მეორე ნახევარში კინომანები ფრენჩაიზის მეშვიდე ნაწილს იხილავენ. "შეუსრულებელი მისიის" თითოეული ახალი ნაწილი მაყურებლებს ახალ ტრუკებს სთავაზობდა, ხოლო კინომანები კი იძულებულები იყვნენ ეფიქრათ, თუ რა ელოდა ითან ჰანტს მომავალში. ფრენჩაიზის მეშვიდე ფილმში კინოსერიალის რეგულარული მონაწილეები - საიმონ პეგი, ტომ კრუზი, ვინგ რეიმზი და რებეკა ფერგიუსონი გამოჩნდებიან, თუმცა ახალ სახეებსაც ვიხილავთ, მათ შორის ესაი მორალესს და ჰეილი ეთველს.


"ფლეში"
გამოსვლის თარიღი: 2022 წლის 3 ნოემბერი
რეჟისორი: ენდი მუსკეტი
სოლო ფილმი DC-ს კინოსამყაროს ყველაზე სწრაფი სუპერგმირის-ბარი ალენის შესახებ მოგვიყვება, თუ როგორ შეეცდება პერსონაჟი დროსა და სივრცეში მოგზაურობას, რომ წარსულში გარდაცვლილი დედამისი გადაარჩინოს, მაგრამ მის გადაწყვეტილებას ნეგატიური გავლენა ექნება სხვა რეალობებზე. ამგვარად DC-ს კინოსამყაროში მულტისამყაროს კონცეფცია ამოქმედდება, რომლის დახმარებითაც მაყურებლები ერთდროულად ორ ბეტმენს იხილავს, ბენ აფლეკის და მაიკლ კიტონის შესრულებით. ალენი სუპერგოგონასაც და ფლეშების სხვა ვერსიებსაც შეხვდება.


"ადამიანი-ობობა: სამყაროს მიღმა 2"
გამოსვლის თარიღი: 2022 წლის 5 ოქტომბერი
რეჟისორი: ჰოაკიმ დოს სანტოსი, კემპ პაუერსი, ჯასტინ ტომპსონი
"ოსკაროსანი" მულტფილმის გაგრძელების გამოსვლა, მხოლოდ დროის საკითხი იყო. კინგპინთან ბრძოლაში მაილზ მორალესს უკვე ასაკში მყოფი პიტერ პარკერი და სხვა მეგობრები ეხმარეობდნენ, მაგრამ როგორც მეორე ნაწილის პირველ თრეილერში ვიხილეთ, მორალესი სხვა რეალობებში იმოგზაურებს, სადაც "თანამოძმე" ობობებს და ახალ პრობლემებს გადააწყდება.


"აქვამენი 2"
გამოსვლის თარიღი: 2022 წლის 15 დეკემბერი
რეჟისორი: ჯეიმს ვანი
წლების განმავლობაში "აქვამენი" საშუალო დონის სუპერგმირი იყო, რომელსაც "დიდი აფეთქების თეორიაში" ხშირად დასცინოდენ, მაგრამ დღეს ამის გაკეთებას ვეღარავინ ბედავს, რადგან 2018 წლის კინოკომიქსი ნამდვილად ჰიტად იქცა და შემქმნელებს 1 მილიარდ დოლარზე მეტი მოუტანა. მთავარი როლების შემსრულებლები კვლავ დაბრუნდებიან, ხოლო იაჰია აბდულ-მატინ II-ს პერსონაჟს, ბოროტმოქმედ შავ მანტას სიუჟეტში უფრო მეტი დრო დაეთმობა.


"ავატარი 2"
გამოსვლის თარიღი: 2022 წლის 15 დეკემბერი
რეჟისორი: ჯეიმს კემერონი
ჩვეულებისამებრ მაღალშემოსავლიანი ფილმების სიქველები რამდენიმე წელწადში ერთხელ გამოდის, მაგრამ ჯეიმს კემერონი არ ჩქარობს "ავატარის" გაგრძელების გამოშვებას, რის გამოც რელიზის თარიღმა, ჯერ კიდევ COVID-19-ის პანდემიამდე, არაერთხელ გადაიწია. ოთხი სიქველიდან პირველის გამოსვლა 2022 წლის დეკემბერშია დაგეგმილი და პანდორას ახალი სამყარო, საოცრად დამაინტრიგებლად გამოუყურება. ამის გარდა გეტყვით, რომ კემერონს კინემატოგრაფიული სანახაობის შექმნა კარგად გამოსდის, ასევე კარგად გამოსდის სიქველების გადაღება, მაგალითებისთვის მოვიყვანთ "ტერმინატორი 2: განკითხვის დღეს" და "უცხოებს". მან იცის, თუ როგორ გააკეთოს ისეთი სიქველი, რომელიც წინა ფილმის უაზრო პერიფრაზი არ იქნება.
მეოთხე
სტუდია Screen Media-მ ჰორორ-ფრენჩაიზ "ჯიპერს კრიპერსის" მეოთხე ნაწილის ჩვენების უფლება შეისყიდა. "ჯიპერს კრიპერსი:
Warner Bros.-მა "ჯადოსნური ცხოველების" მესამე ნაწილის გამოსვლის თარიღი დაასახელა - ჯოან როულინგის მიერ შექმნილ
სტუდია Paramount-მა "კივილის" მეხუთე ნაწილის პრემიერის თარიღი გადადო. ახალი თარიღი 2022 წლის 14 იანვარია. შეგახსენებთ,
სტუდიებმა Disney-მ და Sony-მ Marvel-ის რამდენიმე პროექტის გამოსვლის თარიღები შეცვალეს. მიზეზად კორონავირუსის პანდემიას
"შეუსრულებელი მისიას" მეშვიდე ნაწილის გამოსვლის თარიღი გახდა ცნობილი - 2021 წლის 19 ნოემბერს. ფილმის გამოსვლა
კომენტარის დამატება
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება