2021 წლის 21 საუკეთესო ფილმი და ანიმაცია

2021 წლის 21 საუკეთესო ფილმი და ანიმაცია

27.12.2021 82 972
"უკანასკნელი დუელი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
IMDb: 7.5
ნორმანდიელი რაინდი ჟან დე კარუჟი ომიდან დაბრუნების შემდეგ იგებს, რომ მისმა მეზობელმა და მტერმა ჟაკ ლე გრიმ ,მისი მეუღლე მარგარიტი გააუპატიურა, თუმცა ლე გრის ძლიერი მოკავშირეები ჰყავს, ქალის სიტყვების არავის სჯერა და კარუჟი დასახმარებლად, პირადად საფრანგეთის მეფეს-kარლ VI მიმართავს. ყველა მოწმის მოსმენის შემდეგ, მეფემ გადაწყვიტა, რომ კონფლიქტი ბრძოლით უნდა გადაწყდეს. დაპირისპირებით, არამხოლოდ ლე გრის და კარუჟის ბედი წყდება, არამედ ამ უკანასკნელის ცოლისაც. ქმრის მარცხის შემთხვევაში, ის კოცონზე, ცრუ ბრალდების გამო უნდა დაწვან.


"პარალელური დედები"
IMDb: 7
ორი ესპანელი ქალის ჯენისის და ანას დრამატული ამბავი, რომლებიც ერთი და იგივე საავადმყოფოს პალატაში მოხვდებიან, სადაც ისინი მშობიარობას აპირებენ. ორივე მარტოხელაა და შემთხვევით დაორსულდნენ. შუახნის ჯენისი არ ნანობს გადაწყვეტილებას და ბედნიერია. მოზარდი ანა შეშინებულია და წუხს. ჯენისი ცდილობს გაამხიარულოს ანა, როდესაც ისინი, როგორც მთვარეულები, საავადმყოფოს დერეფნებში დადიან. რამდენიმე სიტყვა, რომელსაც გმირები ამ დროს გაცვლიან, ძალიან მჭიდრო კავშირს შექმნის მათ შორის. ურთიერთობა შემთხვევით განვითარდება და მათ ცხოვრებას რადიკალურად შეცვლის.


"გედის სიმღერა"
IMDb: 6.8
ერთ დროს ბრწყინვალე პარიკმახერმა, დიდი გზა უნდა გაიაროს რომ პატარა ქალაქის ბოლოს, ერთ გარდაცვლილ ქალს თმა დაუყენოს.


"ბატკანი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
IMDb: 6.3
ფერმერების უშვილო წყვილი ნისლიანი ისლანდიის ერთ-ერთ მიყრუებულ ადგილას ცხოვრობენ. ერთხელ ბატკანს მათთან იდუმალებით მოცული არსება მოჰყავს. წყვილი გადაწყვეტს, რომ ეს არსება გაზარდონ როგორც საკუთარი შვილი.


"ბენედეტა"
IMDb: 6.7
მე-17 საუკუნის საარქივო დოკუმენტებზე დაფუძნებული, ისტორიკოს ჯუდიტ ს. ბრაუნის წიგნის “ლესბოსელი მონაზონის ცხოვრება რენესანსის იტალიაში”-ს ეკრანიზაცია, ახალგაზრდა მონაზონის ბენედეტა კარლინის შესახებ, რომელიც მე-17 საუკუნეში, იტალიაში, შავი ჭირის გავრცელების დროს, ტოსკანაში მდებარე მონასტერს შეუერთდება. ბენედეტას ადრეული ასაკიდანვე სასწაულების მოხდენა შეეძლო და, ახალ საზოგადოებაში მისი ყოფნა ძალიან ბევრი მონაზონის ცხოვრებაზე მოახდენს გავლენას. მაგრამ როდესაც სხვა ახალგაზრდა მონაზონთან მისი ფარული რომანი გამოვლინდება, ეს დიდ სკანდალს გამოიწვევს და ბენედეტას ცხოვრებას საშიში კურსით წაიყვანს.


"ბანქოს მთვლელი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
IMDb: 6.2
უილიამ თელი – ყოფილი ჯარისკაცია, რომელსაც უბრალოდ ბანქოს თამაში სურს. მაგრამ მისი სპoრტული არსებობა კაზინოს კვალზე იშლება, როდესაც ის დაუცველ და გაბრაზებულ ახალგაზრდა კირკის შეხვდება, რომელიც დახმარებას ითხოვს მათ საერთო მტერზე, ამერიკელ სამხედრო პოლკოვნიკ-ჯონ გორდოზე შურისძიების გეგმის განხორციელებაში. თელი კირკთან თავისი ცოდვების გამოსყიდვის შანსს ხედავს და აზარტული თამაშების იდუმალი ფინანსისტის-ლა ლინდას მხარდაჭერით, მთავარი გმირი კირკს გვერდზე იყენებს. ისინი ლას-ვეგასში პოკერის მსოფლიო სერიის მოგების მიზნით, კაზინოდან კაზინოში გადადიან. მაგრამ კირკის სწორ და ვიწრო გზაზე შენარჩუნება შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან ის წარსულის სიბნელეში იძირება, რომლის დავიწყებასაც მთელი ძალებით ცდილობდა.


"ტიტანი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
IMDb: 6.7
აეროპორტის მესაზღვრეები ნაცემ ახალგაზრდა მამაკაცს აკავებენ. იგი ამტკიცებს, რომ ედრიან ლეგრანია, რომელიც ათი წლის წინ ბავშვობაში უკვალოდ გაქრა. ედრიანის მამისთვის, ვინსენტისთვის კოშმარი, რომელმაც არ იცოდა სად იყო მისი ვაჟი, როგორც ჩანს, დასრულდა. მას ახალაგაზრდა მამაკაცი თავის სახლში მიჰყავს. ამავე დროს, რეგიონში მთელი რიგი შემზარავი მკვლელობები იწყება. ალექსია, რომელიც ავტოსალონში მოდელად მუშაობს, ბოროტმოქმედის მხედველობის არეში, შემდეგ შესაძლო მსხვერპლს წარმოადგენს.


"გუჩის სახლი"
IMDb: 6.9
ოჯახური იმპერიის სენსაციურ და შოკისმომგვრელ ნამდვილ ამბავზე დაფუძნებული, კრიმინალური დრამა, იტალიური მოდის სახლის “Gucci”-ს სიგიჟის, გლამურისა და ძალაუფლების წყურვილის შესახებ, რომელიც სავსეა სიყვარულით, ღალატით, დაცემით, შურისძიებით და საბოლოოდ სასტიკი მკვლელობით. ფილმში ნაჩვენებია რას ნიშნავს ეს სახელი, რას წარმოადგენს იგი და რამდენად შორს წავა ოჯახი, ძალაუფლების გამო. 1995 წლის 27 მარტს “Gucci”-ს დამფუძნებლის შვილიშვილს და მემკვიდრეს მაურიციო გუჩის მოკლავენ, რომლის მკვლელობა, მისმა ყოფილმა მეუღლემ-პატრიცია რეჯანი მარტინელიმ, მეტსახელად-,,შავმა ქვრივმა" შეუკვეთა.


"ტიკ, ტიკ...ბუმ!" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
IMDb: 7.6
ბიოგრაფიული დრამა მოგვითხრობს 1990 წელს მოღვაწე, ახალგაზრდა კომპოზიტორ-ჯონათან ლარსონის შესახებ, რომელიც ნიუ-იორკის ერთ-ერთი დაწესებულებაში ოფიციანტად მუშაობს. ის პარალელურად, მიუზიკლ "სუპერბიას" წერს, რომელიც როგორც თვითონ თვლის, მომავალში ბროდვეის ჰიტად იქცევა და მას სიღარიბისგან თავის დაღწევის საშუალებას მისცემს. ჯონის ცხოვრებაში ყველაფერი რთულადაა. მისი შეყვარებული სიუზანი ლოდინისგან დაიღალა, სანამ ბოიფრენდი წარმატებას მიაღწევს, ხოლო უახლოესმა მეგობარმა კი ოცნებები დაივიწყა და მუშაობა პრესტიჟულ სარეკლამო სააგენტოში დაიწყო. ჯონი მალე 30 წლის გახდება და ის ნერვიულობას იწყებს, რომ წლები ტყუილად დაკარგა.


"გაქცევა მოგადიშოდან" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
IMDb: 7.1
რეალურ მოვლენებზე დაფუძნებული დრამატული თრილერი, რომელშიც მოვლენები 1990-იან წლებში, სომალის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ დედაქალაქში-მოგადიშოში სამოქალაქო ომის დროს ვითარდება, რომელიც ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის საელჩოების თანამშრომლების საშიში გაქცევის მცდელობის დეტალებს ასახავს, რომლებიც კონფლიქტის დროს, რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. იზოლირებული და კავშირის გარეშე აღმოჩენილი, სამხრეთ კორეის საელჩოს თანამშრომბლები და მათი ოჯახის წევრები, ტყვიებისა და ჭურვების წვიმის ქვეშ მოხვდებიან. ერთ ღამეს ჩრდილოეთ კორეის საელჩოს, სამხრეთ კორეის საელჩოს თანამშრომბლები დახმარების თხოვნით მიმართავენ, რომლებსაც ერთი მიზანი ქონდათ – მოგადიშოდან გაქცევა.


"ლუის უეინის ელექტრული ცხოვრება" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
IMDb: 6.8
ბრიტანელი მხატვრის ლუის უეინის რეალური ისტორია, რომლის ნახატებმაც სამუდამოდ შეცვალეს საზოგადოების წარმოდგენა კატებზე. მოვლენები მე-19 საუკუნის ბოლოს ვითარდება და შთამაგონებელი, შეუმჩნეველი მთავარი გმირის, წარმოუდგენელი თავგადასავალების შესახებ მოგვითხრობს.


"წინა ღამით სოჰოში" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
IMDb: 7.2
ფსიქოლოგიური თრილერი, დიზაინერის კარიერაზე მეოცნებე ახალგაზრდა გოგონას ელაიზას შესახებ, რომელიც იდუმალებით მოცულ ვითარებაში, ლონდონში, 1960-იან წლებში აღმოჩნდება, სადაც მისი შემოქმედებითი გზის სათავეში მყოფ საყვარელ მომღერალს-სენდის შეხვდება. მაგრამ 60-იანი წლების ლონდონი სულაც არ არის ისეთი, როგორიც მთავარ გმირს წარმოედგინა. მას ეჩვენება, რომ დრო ნაწილებად იშლება, რასაც ის მძიმე შედეგებამდე მიჰყავს.


"ადამიანი-ობობა: სახლისკენ გზა არ არის"
IMDb: 8.9
პიტერ პარკერის სიცოცხლე და რეპუტაცია საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება, რადგან მისტერიომ, მსოფლიოს ადამიანი-ობობას პიროვნების საიდუმლო გაუმხილა. ყველაფრის გამოსწორების მცდელობაში, პიტერი დახმარებისთვის დოქტორ სტივენ სტრეინჯს მიმართავს, მაგრამ მალე, ყველაფერი უფრო სახიფათო სახეს იძენს. და ახლა პარკერმა უნდა გააცნობიეროს, თუ რას ნიშნავს სინამდვილეში იყო ადამიანი-ობობა.


"იუდა და "შავი მესია“" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
IMDb: 7.5
ილინოისის „შავი პანტერების პარტიის“ თავმჯდომარის, ფრედ ჰამპტონის ისტორია, და გამოძიების ფედერალური ბიუროს ინფორმანტის - უილიამ ო’ნილის მიერ, მისი საბედისწერო ღალატი.


"კოდა" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
IMDb: 8.1
გლოსტერი, მასაჩუსეტსის შტატი. სმენადაქვეითებულთა ოჯახი მეთევზეობას ეწევა. 17 წლის რუბი ოჯახის ერთადერთი წევრია, რომელსაც ესმის. ის თავის მშობლებს და ძმას, თევზის ჭერაში ეხმარება. რუბი სკოლის მომღერალთა გუნდს უერთდება, სადაც ხვდება, რომ სიმღერა უყვარს. გუნდის მასწავლებელი რუბის ურჩევს, მუსიკალურ სკოლაში სიარულზე იფიქროს და ახლა გოგონამ არჩევანი უნდა გააკეთოს ოჯახსა და ახალ ოცნებას შორის.


"ლუკა" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
მოვლენები იტალიის რივიერაზე მდებარე ულამაზეს ზღვისპირა ქალაქში ვითარდება და პატარა ბიჭის, სახელად ლუკას ამბავს მოგვითხრობს, რომელიც ნაყინით, მაკარონით და წყლის სკუტერით დაუვიწყარ ზაფხულს ატარებს. ლუკა ამ თავგადასავლებს, თავის ახალშეძენილ საუკეთესო მეგობარს-ალბერტოს უზიარებს, თუმცა მათი გართობის მიღმა, ერთი დიდი საიდუმლო იმალება: ისინი სინამდვილეში ზღვის ურჩხულები არიან სხვა სამყაროდან და ოკეანის სირღმეებში ცხოვრობენ.


"კრუელა" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
IMDb: 7.4
ფილმი ეგოისტი და ექსცენტრიული ბოროტმოქმედის, კრუელა დე ვილის ახალგაზრდობის შესახებ მოგვითხრობს, რომელსაც დალმატინელის ლეკვები საშინლად სძულდა და მათი ტყავისგან შეკერილ სამოსზე ოცნებობდა. თუმცა, ის ყოველთვის ასეთი არ იყო – 1970-იან წლებში მას ესტელა ერქვა და ხულიგნებთან ერთად, ლონდონის ქუჩებში ცხოვრობდა, სადაც ჩვენ დალმატინელების მიმართ, ესტელას სიძულვილის წარმოშობის ნამდვილ მიზეზს ვიგებთ…


"ენკანტო"
IMDb: 7.4
სიუჟეტი კოლუმბიის მთებში მცხოვრები ოჯახის შესახებ გვიყვება. ისინი იდუმალებით მოცულ ქალაქ ენკანტოში ბინადრობენ, სადაც ქალაქი-ცოცხალია, ხოლო სახლები კი-ჯადოსნური. ისტორიის მთავარი გმირი, გოგონა მირაბელია, რომელიც ოჯახში-საკუთარი ადგილის, ხოლო ცხოვრებაში კი-საკუთარი მიზნის პოვნას ცდილობს.


"დიუნი"
IMDb: 8.2
სათავგადასავლო ფანტასტიკა, ახალგაზრდა არისტოკრატის-პოლ ატრეიდესის შესახებ, რომელიც სამყაროში ყველაზე საშიშ პლანეტა- არაკისში მიდის, რათა მისი ოჯახის და მისი ხალხის მომავალი უზრუნველყოს. არაკისში უნიკალური ნივთიერება – “მელანჟი” მოიპოვება, რომელიც კოსმოსურ ხომალდს კომპიუტერების დახმარების გარეშე, კოსმოსური სივრცის გადალახვაში ეხმარება. ატრეიდესი და მისი ოჯახი იმპერატორის ბრძანებით,პლანეტის მართვის უფლებას მიიღებენ, მაგრამ მალე ჰარკონენების ჯარების მიერ თავდასხმის შედეგად, თითქმის ყველა დაიღუპება. მხოლოდ პოლი და მისი დედა გადარჩება, რომლებიც უდაბნოში დაიმალებიან, სადაც ატრეიდესი უდაბნოს ხალხის – ფრემენების საზოგადოების წევრი გახდება. ფრემენები ხვდებიან, რომ ახალგაზრდა გმირი რჩეულია, და პოლს, ჰარკონენების და იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლაში მხარს უჭერენ. სანამ ბოროტი ძალები რესურსებში ყველაზე ფასეული – საქონლის გამო კონფლიქტში შედიან, რომელსაც კაცობრიობის უდიდესი პოტენციალის გამოვლენა შეუძლია – გადარჩებიან მხოლოდ ისინი, ვინც საკუთარი შისების დამარცხებას შეძლებს.


"საფრანგეთის მოამბე"
IMDb: 7.4
სასიყვარულო წერილმა ჟურნალისტებისთვის, რომელიც ერთ ამერიკულ გაზეთში დაიბეჭდა, მეოცე საუკუნის საფრანგეთის, ერთ გამოგონილ ქალაქში, მისცა მოთხრობების კრებულს, რომელიც ჟურნალ „საფრანგეთის მოამბე“-ში დაიბეჭდა.


"ვესტსაიდის ისტორია"
IMDb: 7.9
სიუჟეტი გოგონას და ბიჭის სიყვარულის შესახებ გვიყვება, რომლებსაც ერთად ყოფნა იმიტომ არ შეუძლიათ, რომ ერთმანეთის მოწინააღმდეგე ბანდების წევრები არიან.
9 საუკეთესო ფილმი გიგანტური მონსტრების შესახებ
ნიუ იორკი, 1933 წელი. ამბიციური კინო პროდიუსერი მის გუნდსა და დაქირავებული გემის ეკიპაჟს, თავის ქალის საიდუმლო კუნძულზე
გამოცემა IndieWire-მა 2021 წლის 25 საუკეთესო ფილმი დაასახელა
იმის მიუხედავად, რომ 2021 წლის ფილმების ლანდშაფტი განსხვავებულად გამოიყურებოდა, წლევანდელი ფილმები განსაკუთრებულად
11 ახალი ევროპული სერიალი, რომელსაც მთელი მსოფლიო განიხილავს
რეალურ მოვლენებზე დაფუძნებული ეპიკური დრამა, რომელშიც მოვლენები ახ. წ. 9 წელს ვითარდება და ძლევამოსილი რომის იმპერიის
"ბერლინის კინოფესტივალი" 2021 წელს გენდერულად ნეიტრალური გახდება. ახლა აღარ იქნება ნომინაციები საუკეთესო მამაკაცის
ადამ დრაივერი შესაძლებელია რიდლი სკოტის
"ვარსკვლავურ ომებში" კაილო რენის როლით ცნობილი ადამ დრაივერი რიდლი სკოტის "უკანასკნელ დუელში" მონაწილეობის მისაღებად
კომენტარის დამატება
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება