შემოგვიერთდით ჩვენს ახალ FACEBOOK გვერდზე
2021 წლის 21 საუკეთესო სერიალი

2021 წლის 21 საუკეთესო სერიალი

23.12.2021 14 482
"კალმარის თამაში" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო წარუმატებლობას განიცდიან ცხოვრებაში, მოულოდნელად გადარჩენის თამაშში მონაწილეობის საიდუმლო მოწვევას იღებენ, რომლის მიზანიც ათი მილიონი აშშ დოლარის მოგებაა. თამაში უცნობ ადგილას ტარდება და მონაწილეები ჩაკეტილები არიან საბოლოო გამარჯვებულის გამოვლენამდე. ფილმი დაფუძნებულია კორეაში 1970-იან წლებში პოპულარულ საბავშვო თამაშზე სახელწოდებით ,,კალმარის თამაში”, რომელშიც თავდამსხმელი და მცველი ტალახში მოხატულ კალმარის ფორმის დაფას იყენებენ.


"სასჯელი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
კრიმინალური დრამა, ბრიტანეთის ციხის პატიმარ მარკ ჰებდენის შესახებ, რომლის ცხოვრებას დანაშაულის გრძნობა შთანთქავს მას შემდეგ, რაც შემთხვევით უდანაშაულო ადამიანს მოკლავს. თავის ოთხ წლიან პატიმრობას და ოჯახთან დაშორებას შეგუებული, მარკი ციხის ოფიცერს ერიკ მაკნალის შეხვდება, რომელიც მთელი ძალებით ცდილობს მისი კოლეგების დაცვას. მაგრამ როდესაც ერთ-ერთი ყველაზე საშიში პატიმარი მის სისუსტეს გამოავლენს, ერიკი თავის პრინციპებსა და ოჯახს შორის რთული არჩევანის წინაშე დგება. ეს არის ისტორია დანაშაულისა და პატიების, სასჯელისა და მონანიების შესახებ, სადაც ერიკი და მარკი თავიანთი წარსულის და გაურკვეველი მომავლის ხაფანგში აღმოჩნდებიან.


"თეთრი ლოტოსი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
გაეცანით ექსკლუზიური ტროპიკული კურორტის მრავალფეროვანი სტუმრებისა და თანამშრომლების ცხოვრებას ერთი კვირის განმავლობაში და აღმოაჩენთ, რომ ერთი შეხედვით იდეალური მოგზაურები, სასტუმროს მხიარული თანამშრომლები და კურორტის იდილია მხოლოდ მოჩვენებითია და ყოველდღიურად ახალი შავბნელი დეტალი იჩენს თავს.


"არკეინი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
სიუჟეტის მთავარი გმირები ჯინქსი და ვაი არიან, რომლებსაც ერთმანეთთან კარგი ურთიერთობები არ აქვთ. ისინი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებიან, თუმცა ერთ რაღაცაში გვანან, ორივენი სასიკვდილოდ სახიფათოები არიან. ისინი პრობლემებს არა არგუმენტეიბთ, არამედ რაკეტმტყორცნებით, ყუმბარებით და კრივის ხელთათმანებით უმკლავდებიან.


"ჩრდილოეთის წყლები" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
იან მაგუაერის ამავე სახელწოდების რომანზე დაფუძნებული დრამატული მისი-სერიალი, არმიის ყოფილი ქირურგის პატრიკ სამნერის შესახებ, რომელიც 1850-იანი წლების დასასრულს არქტიკაში ვეშაპების ექსპედიციაში გემის ექიმად მოეწყობა


"ვანდავიჟენი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
სერიალი არის ორი სტილის - კლასიკური სიტუაციური კომედიისა და მარველის კინოსამყაროს (MCU) - ნაზავია, რომელშიც ვანდა მაქსიმოვი და ვიჟენი - ორი ზებუნებრივი ძალის მქონე არსება, რომლებიც წყნარი ცხოვრებით ცხოვრობს, დაფიქრდება, რომ ყველაფერი ისე არ არის, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.


"დროის ბორბალი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
სერიალის სიუჟეტი ერთ სოფელში მცხოვრები მეგობრების შესახებ გვიყვება, რომლებიც იძულებულები არიან ბოროტი ძალის - "ბნელის" მსახურებს გაექცნენ. გზაში მათ მაგიური ორდენის, აიზ სედაის წარმომადგენლები, მორეინი და ლანი ეხმარებიან. გმირებს ორდენის ციხესიმაგრემდე მიღწევა სურთ, თუმცა ფაქტი არაა, რომ მათ იქ მიიღებენ.


"სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ქრონიკა მრავალწლიანი სიყვარულისა და არეულობისა, რომელიც აკავშირებს თანამედროვე ამერიკელ წყვილს, თვალყურს ადევნებს მათ ურთიერთობას თანმიმდევრულ ეტაპებზე: ქორწინება, ღალატი, განქორწინება და შემდგომი პარტნიორობა.


"DOTA: დრაკონის სისხლი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
დიდებულმა რაინდმა დრაკონმა დევიონმა საკუთარი ცხოვრება მსოფლიოს პრობლემებთან ბრძოლას მიუძღვნა. ძლევამოსილ უხუცეს ელდვურმთან და კეთილშობილ პრინცესა მირანასთან შეხვედრის შემდეგ, რომელსაც თავისი საიდუმლო მისია აქვს, დევიონი იმაზე უფრო მასშტაბური მოვლენების ეპიცენტრში აღმოჩნდება, ვიდრე მას წარმოუდგენია.


"ჯინი და ჯორჯია" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
15 წლის ჯინი ხშირად უფრო მოზრდილად და მოწიფულად გრძნობს თავს, ვიდრე მისი დედა, რომელიც თავისი ბრწყინვალე და ენერგიული ბუნებით მუდამ ყურადღების ცენტრშია. მაშინ როდესაც ოჯახი შეცვლილ ქალაქსა და სახლში ადაპტირდება, ჯორჯიას წარსულის საიდუმლოებები საფრთხეს უქმნის ახალი ცხოვრების დაწყებას.


"ქორისთვალა" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ქორისთვალა პენსიაზე გასასვლელად მზად არის, მაგრამ ჯერ თავისი შემცვლელი უნდა იპოვოს, ამიტომაც ახალი ქორისთვალას - ქეით ბიშოპის წვრთნას იწყებს. ბარტონმა ქეითს უნდა ასწავლოს, რომ სუპერგმირად ყოფნა სუპერშესაძლებლობების გარეშე და ადამიანების გადარჩენა მარტივი საქმე არ არის.


"ჯოჯოხეთი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
არამიწიერი არსებები ღვთიურ განაჩენს აღასრულებენ და ცოდვილებს ჯოჯოხეთში ისტუმრებენ. ღვთაებრივი სამართლიანობის იდეაზე კი ახალი რელიგიური ჯგუფი იქმნება, რომელიც სიტუაციის თავისებურად გამოყენებას ცდილობს.


"მეირი ისთთაუნიდან" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
მეირ შენი - დეტექტივი ქალი პენსილვანიის პატარა ქალაქიდან, რომელიც ადგილობრივ მკვლელობას იძიებს, სანამ მისი პირადი ცხოვრება ინგრევა.


"ფალკონი და ზამთრის ჯარისკაცი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
სემ უილსონი ახალი კაპიტანი ამერიკას კოსტუმს მოირგებს და შეეცდება სტივ როჯერსის მიერ მასზე დაკისრებულ მისიას გაუმკლავდეს. ბაკი თავის მხრივ მზადაა კვლავ გახდეს საზოგადოების ნაწილი და უფრო ახლოს გაიცნოს ყველაფერი, რასაც თანამედროვე სამყარო სთავაზობს.


"ჰალსტონი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ამერიკელი დიზაინერის, როი ჰოლსტონის აღზევების და დაცემის ისტორია. პირველად ჰოლსტონი პოპულარული 1961 წელს გახდა, როდესაც ჟაკლინ კენედიმ თავისი მეუღლის ინაუგურაციაზე მისი დიზაინით შექმნილი შლაპა დაიხურა. 1960-იანი წლების ბოლოს ჰოლსტონი ტანსაცმლის დიზაინის შექმნით დაკავდა, რამაც 1970-იანი წლების ქალურ მოდაზე დიდი გავლენა იქონია.


"ლოკი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
მას შემდეგ რაც ლოკიმ ტესერაქტი მოიპარა ის იდუმალებით მოცულ ორგანიზაცია "დროის განზომილებების სამართველოში" მოხვდა. გმირი დროში მოგზაურობს და ისტორიას ცვლის.


"ლიზის ისტორია" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
საშინელება, რომელიც ცნობილ მწერალ სკოტ ლენდონს თან დაჰყვებოდა... საშინელება, რომელიც მის მეუღლეს ლიზის მემკვიდრეობით ერგო. როგორ დაიღუპა მისი მეუღლე? როგორ ცხოვრობდა? კოშმარის რომელ ლაბირინთებში ღებულობდა შთაგონებას? რომელ ძალებთან დადო მან იდუმალებით მოცული, საშიში კავშირი? ლიზი კვლავ და კვლავ ცდილობს ამ კითხვებს პასუხი გასცეს, მაგრამ ის მხოლოდ კოშმარის ქსელებში იხლართება...


"სიყვარულის ძიებაში" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
სერიალის სიუჟეტი ლინდას შესახებ მოგვითხრობს, რომელიც იდეალური მეორე ნახევარის ძიებაშია, მაგრამ ეს იმაზე გაცილებით ძნელია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს!


"ცხრა უცნობი ადამიანი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ელიტურ კურორტზე დიდი ქალაქის ცხრა მობინადრე ჩადის. ათი დღის განმავლობაში მკურნალობის პროცესს დირექტორი მაშა დააკვირდება, რომელსაც სურს, რომ თავისი პაციენტების სხეულში და გონებაში ახალი სიცოცხლე შთაბეროს.


"დამლაგებელი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
დრამატული კომედია, ახალგაზრდა მარტოხელა-დედის ალექსისი და მისი გამძლეობის, დამქანცველი შრომისა და დედობრივი სიყვარულის ძალის შესახებ, რომელიც იძულებულია მინამალური ანაზღაურებით საოჯახო საქმეები შეასრულოს


"მხოლოდ შენობაში მომხდარი მკვლელობები" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
უცხო ადამიანები, რომლებიც ნამდვილი კრიმინალით არიან შეპყრობილნი, უეცრად თავად ამოჰყოფენ თავს დანაშაულში.
დღევანდელ მსიოფლიოში დისტანციური მუშაობის და ტელეკონფერენციების სრულიად ახალ სივრცეში ინტეგრაციის გამო, კოსტიუმირება და
ჩრდილოეთ კორეაში კაცს
Radio Free Asia-ს ინფორმაციით კაცი, რომელმაც ჩრდილოეთ კორეაში Netflix-ის "კალმარის თამაში" კონტრაბანდულად გაავრცელა
ნახეთ ვიდეო, როგორ იღებდნენ წლის მთავარ ჰიტს -
ჰიტად ქცევის შემდეგ მხოლოდ დროის საკითხი იყო, რომ სტრიმინგ-სერვისი Netflix-ი "კალმარის თამაშის" დამატებით მასალებს
"ჩუმი ადგილის" დილოგიის ავტორებმა მოულოდნელად კომპიუტერული თამაში დააანონსეს, რომელშიც მოვლენები ფილმების სამყაროში
დუეინ ჯონსონმა თავის Instagram-ში ფილმ "შავი ადამის" გამოსვლის თარიღი გამოაცხადა, რომელშიც ის მთავარ როლს ასრულებს.
კომენტარის დამატება
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება