შემოგვიერთდით ჩვენს ახალ FACEBOOK გვერდზე
ფილმები მათთვის, ვისაც ახალი წელი არ უყვარს

ფილმები მათთვის, ვისაც ახალი წელი არ უყვარს

22.12.2021 1 958
"ცუდი სანტა" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ყოველ ახალ წელს სანტა-კლაუსის ფორმაში გამოწყობილი ვილი სტოუკი მსხვილ სავაჭრო ცენტრებს ძარცვავს. ამჯერად მისი გეგმები შეცვალა ბავშვმა, რომელსაც სჯერა, რომ ვილი ნამდვილად სანტა კლაუსია.


"ცუდი სანტა 2" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ვილი სტოუკსის მორიგი ისტორია, რომელიც ადვილი ფულის შოვნის მიზნით სანტას ფორმას იცვამს. მაგრამ შობას სასწაულები ხდება. როგორი შობა იქნება წელს ვილისთვის?


"კერკეტი კაკალი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ნიუ-იორკელი პოლიციელი ჯონ მაკკეინი თავის ცოლთან, ჰოლისთან შეხვედრას ცდილობს. როგორც კი ის ჰოლის ოფისთან მივა, შენობას ტერორისტები დაეპატრონებიან და მძევლებს აიყვანენ. ახლა მაკკეინმა მარტოდმარტო უნდა შეძლოს დატყვევებული ხალხის გათავისუფლება და ტერორისტების დამარცხება.


"კრამპუსი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ისტორია დემონზე, რომელიც შობის დროს ეძებს ურჩ ბავშვებს, რომ დასაჯოს ისინი.


"კოშმარი შობის წინ"
31 ოქტომბერს ძველებური ხრიკებით ხალხის შეშინებებით დაღლილი, გამხდარი და მაღალი, ჰელოუინის მეფე ჯეკ სკილინგტონი სანტა კლაუსს იტაცებს და აპირებს რომ ბავშვებს საშობაოდ გამხმარი თავები და სხვა საშინელი საჩუქრები გაუგზავნოს. მაგრამ როდესაც შობა მოახლოვდება ჯეკის შეყვარებული სელი ამ საშინელი გეგმების ჩაშლას შეეცდება.


"გადარჩე შობას" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
დრიუ მარტოხელა ახალგაზრდაა, მას არავინ ჰყავს და როგორც წესი შობას მარტოობაში ატარებს, ერთხელაც ის გადაწყვეტს დაიქირაოს მთელი ოჯახი, რათა შობის დღესასწაულზე მარტო არ იყოს.


"შავი შობა"
ეს ფილმი 1974 წელს გადაღებული, იგივე სახელწოდების ფილმის რიმეიქია. უამრავი წლის წინ, ჯერ კიდევ ბავშვმა, ბილმა თავისი საკუთარი თვალებით დაუნახა, როგორ სასტიკად მოკლა მისმა დედამ მამა. შემდეგ კი ჩაკეტა ის სხვენზე, როგორც ერთადერთი მოწმე. როგორც ძაღლი. უამრავი წლით. მაგრამ ერთხელაც ბილიმ გაქცევა მოახერხა. შობის წინა ღამე. სკოლას სატელეფონო ზარებით ატერორებს ვიღცა, ემუქრება შემზარავი ხმით და ცოტა ხანში ერთი მეორეს მიყოლებით იღუპებიან სკოლის მოსწავლეები.


"8 ქალი"
ერთი მოკლული მამაკაცი და რვა ქალი - თითოეული მკვლელობის საკუთარი მოტივით. თოვლიანი ქარბუქის გამო ისინი მოკლულის სახლში არიან გამომწყვდეულები და მკვლელის გამოაშკარავებას ცდილობენ.


"ბრაზილია"
სემ ლოური - პაწაწინა ნაწილია, უზარმაზარი დაჟანგული ტოტალიტარული მომავლის სახელმწიფოს ბიუროკრატიულ მანქანაში. სემი სცდილობს უსიამოვნებაში არ გაეხვიოს, მაგრამ ერთხელაც მან საბუთში შეცდომა შენიშნა, რომელსაც შეეძლო უდანაშაულო ადამიანის დაპატიმრება გამოეწვია, გადაწყვეტს ამ შეცდომის გამოსწორებას.


"სანტა გასაყიდად" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ფილმი იმათთვისაა, ვინც ფიქრობს, რომ სანტა კლაუსი არ არსებობს. შორს, თოვლიანი შვედეთის მთებში, 486 მეტრის სიღრმეზე არქეოლოგებმა სანტა კლაუსი აღმოაჩინეს. ახლა დრო მოვიდა რომ ის მსოფლიოს გააცნონ
22 ნაკლებად ცნობილი საახალწლო ფილმი და ანიმაცია
როდესაც ბოროტი კრედი სანტას სათამაშოების ჩანთანს იპარავს, იგი ამსხვრევს შობის სულს და მშოფლიოს ბავშვები შობის შსახებ
საუკეთესო საახალწლო ანიმაციები
ამჯერად, შრეკი იდეალური დღესასწაულის მოწყობას აპირებს იმისთვის, რომ ფიონა და მშვენიერი ონავრები გააკვირვოს, მაგრამ მას
9 ყველაზე სანახაობრივი ფილმი ცათამბჯენების შესახებ
ამ ერთ მილიონ დოლარად გადაღებულმა თრილერმა მსოფლიო კინოგაქირავებაში ცხრაჯერ მეტის მოგროვება შეძლო. სიუჟეტის მიხედვით
10 ფილმი, რომელიც ახალი წლის დღეებს გაგიხალისებთ
ძალიან სასაცილო კომედია წინასაშობაო აურზაურზე. გრისვოლდების სახლში შობის დასახვედრად ემზადებიან. შობა კლარკ გრისვოლდისა
SNL-ის ახალ სერიაში სანტა-კლაუსმა ემინემს Playstation 5 აჩუქა
რამდენიმე კვირის წინ კომპანია Sony-მ ახალი თაობის კონსოლი Playstation 5 გამოუშვა, რომელზეც მოთხოვნა ისეთი დიდი იყო, რომ
კომენტარის დამატება
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება