12 ყველაზე საინტერესო ფილმი თაღლითების შესახებ

12 ყველაზე საინტერესო ფილმი თაღლითების შესახებ

16.12.2021 844
"ცუდი განათლება" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ფილმი მოგვითხრობს ისტორიაში თანხების გაფლანგვის ყველაზე უფრო დიდი სკანდალის შესახებ, ერთ საჯარო სკოლაში. ფილმში მთავარ როლს თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული მსახიობი, ჰიუ ჯეკმანი ასრულებს.


"ფოკუსი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
გამოცდილი თაღლითი მომხიბვლელ გოგონას მფარველობს. ყველაფერი მას შემდეგ რთულდება, როცა მათ ერთმანეთი უყვარდებათ და რომანტიკული ურთიერთობები ბიზნესისთვის ხელისშემშლელი ხდება.


"ქურდის იდენტიფიკაცია" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ფილმში ძირითადი მოქმედება ვითარდება გზაში. მთავარი პერსონაჟი ფინანსისტი, სენდი ბიგელოუ პიტერსონია, რომელიც იგებს რომ თაღლითი, სახელად დიანა პარავს მას ფულს საკრედიტო ბარათიდან. ის მიდის დიანას მოსაძებნად, თუმცა თაღლითი უკვე გარბის უამრავი მოტყუებული ადამიანისგან თავის დასაღწევად.


"ამერიკული აფერა" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ფილმი მოგვითხრობს თაღლითზე და მის პარტნიორზე, რომლებიც იძულებულები არიან ითანამშრომლონ ფედერალურ ბიუროსთან, რათა დაეხმარონ სხვა თაღლითების, ყაჩაღების და პოლიტიკოსების დაჭერაში.


"აბა დამიჭირე" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
მოხერხებული თაღლითი - ფრენკ აბიგაილ უმცროსი, თავს ასაღებს ექიმად, ადვოკატად და პილოტად და ყველაფერი ეს მანამ, სანამ 21 წლის გახდება. დოკუმენტების ოსტატურად გამყალბებელი, იგი ფედერალური ბიუროს აგენტ კარლ ჰენრატის ყურადღებას იპყრობს,რომელიც ფრენკის გისოსებს მიღმა მოთავსებას დაისახავს მიზნად.


"ტყუილების ოსტატი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ბერნი მედოფის ისტორია, რომელმაც უდიდესი ფინანსური პირამიდა ააშენა, რომელიც საინვესტიციო ფონდის სახელით შენიღბა. მას 150 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, მისი ფინანსური მოღვაწეობა კი მთელი ოჯახისათვის კატასტროფად იქცა.


"თაღლითები (ფულისმაძიებლები)" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ორი განსხვავებული კლასის წარმომადგენელი ქალი შეეცდება შური იძიოს მამაკაცზე, რომელმაც ორივე მათგანი მწარედ გააწბილა. მათი ტანდემი, გვთავაზობს სახალისო და ცხოვებისეულ თავგადასავალს.


"პარაზიტი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
კი-ტაკის ოჯახში ყველა უმუშევარი და ღარიბ-ღატაკია. სიტუაცია მაშინ იცვლება, როდესაც ერთ-ერთი მათგანი პარკების უმდიდრეს ოჯახში, დაიწყებს სამსახურს. შეეცდებიან რა მათი ცხოვრებისეული პრობლემები მოაგვარონ, თავად მოულოდნელად აღმოჩნდებიან უცნაურ ინციდენტში.


"ახლა მხედავ" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ფილმი მოგვითხრობს მსოფლიოს უდიდესი ილუზიონისტებისა და FBI-ს სპეციალური აგენტების კატა-თაგვობანას თამაშის ისტორიას, რომლებმაც პირდაპირ შოუს დროს გაძარცვეს, ამერიკის ყველაზე კარგად დაცული ბანკი.


"უოლ სტრიტის მგელი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ჯორდან ბელფორტის ბიოგრაფიის ეკრანიზაცია, ადამიანის, რომელმაც 1987 წელს დაარსა ნიუ-იორკის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბროკერული კომპანია, მაგრამ 10 წლის შემდეგ ის დაიჭირეს ფინანსური მაქინაციების გამო. ის გაუმკლავდა ალკოჰოლურ და ნარკოტიკულ დამოკიდებულებას, დაწერა ორი წიგნი და დღესდღეობით კითხულობს ლექციებს თუ როგორ მიაღწიო წარმატებას.


"რისკის ზღვარი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
თრილერი, რომელიც საინვესტიციო ბანკის წამყვანი ფიგურების გარშემო ვითარდება ფინანსური კრიზის დაწყების ადრეულ ეტაპზე, 24 საათის განმავლობაში.


"არბიტრაჟი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
გაკოტრების პირას მდგომი მაგნატი, ცდილობს რა სარფიანად გაყიდოს საკუთარი იმპერია, გაეხვევა უსიამოვნებაში და იძულებულია დახმარება არასასურველ პიროვნებას სთხოვოს
გენიოსების შესახებ გადაღებული ფილმები, რომლებიც თქვენს თავდაჯერებულობას გაზრდის
ის იყო ახალგაზრდა, მომხიბვლელი, ჭკვიანი და საოცრად ნიჭიერი. მან ნულიდან დაიწყო და შეძლო ცდუნების მსოფლიო იმპერიის
20 შესანიშნავი ფილმი შვებულების დღეებისთვის
ავა დაუნდობელი მკვლელია, რომელიც ფარული და სადაზვერვო ოპერაციების ორგანიზაციისთვის მუშაობს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, და
15 კარგი ფილმი ძარცვაზე
15 კარგი ფილმი ძარცვაზე
15 კარგი ფილმი ძარცვაზე
10.06.21 ჩვენ გირჩევთ
მარტინა სთავაზობს ტერის, ლონდონში, ბეიკერ სტრიტზე მდებარე ბანკზე თავდასხმას უხელმძღვანელოს. იგი უმიზნებს საცავს, სადაც
რაიან რეინოლდსი შეტევაზე გადადის. ჰიუ ჯეკმანმა "მთავარი გმირის" პოსტერი "გააუმჯობესა", რომელშიც მთავარ როლს რეინოლდსი
კომპანია MGM-მა "გამოუსწორებელი თაღლითების" პირველი თრეილერი გამოაქვეყნა, რომელიც 1988 წელს გამოსული სურათის რიმეიქია.
კომენტარის დამატება
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება