15 საუკეთესო ფილმი მხატვრების შესახებ

15 საუკეთესო ფილმი მხატვრების შესახებ

02.12.2021 3 744
"ლუის უეინის ელექტრული ცხოვრება" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ბრიტანელი მხატვრის ლუის უეინის რეალური ისტორია, რომლის ნახატებმაც სამუდამოდ შეცვალეს საზოგადოების წარმოდგენა კატებზე. მოვლენები მე-19 საუკუნის ბოლოს ვითარდება და შთამაგონებელი, შეუმჩნეველი მთავარი გმირის წარმოუდგენელი თავგადასავალების შესახებ მოგვითხრობს.


"გასასვლელი სუვენირების მაღაზიიდან" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ბანსკი გრაფიტის მხატვარია, რომლის ნამუშევრების ნახვა ნიუ-ორლეანში შეიძლება ან პალესტინაში. სასამართლოს მხრიდან დევნის თავიდან ასაცილებლად ის ცდილობს ანონიმურობა შეინარჩუნოს და ახერხებს, რომ ფირზე არასოდეს აღიბეჭდოს."სუვენირების მაღაზიიდან გასასვლელი" მოგვითხრობს არაჩვეულებრივ ნამდვილ ამბავს, როგორ ცდილობს პატარა მაღაზიის ექსცენტრიული მფლობელი ბანსკის გამოჭერას.


"სიყვარულით ვინსენტი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ფილმი მოგვითხრობს ვინსენტ ვან გოგის ცხოვრებასა და მის იდუმალ გარდაცვალებაზე. ეს არის პირველი ანიმაციური ფილმი, რომლის შემქმნელებმაც გამოიყენეს ზეთის საღებავებით შესრულებული ნახატები მთელი ფილმის მანძილზე.


"ფიროსმანი"
ნიკალა მირზაანიდან ქალაქში მიემგზავრება და მატარებლის გამყოლად იწყებს მუშაობას. მუშაობისას მცირეოდენ ფულს დააგროვებს და მაღაზიას გახსნის. ნიკალა ღარიბ-ღატაკთა მიმართ ხელგაშლილია, ამიტომ იძულებული ხდება, მაღაზია დაკეტოს და დუქნების მოხატვით ირჩენს თავს. ერთ-ერთ დუქანში პროფესიონალი მხატვრები ნიკალას ნამუშევრებს ნახავენ და მოიხიბლებიან. ისინი ფიროსმანს მოძებნიან და მხატვართა შეკრებაზე მიიწვევენ. პროფესიონალები ნიკალას ხელოვნებას არ აღიარებენ და გაზეთში მის კარიკატურას გამოაქვეყნებენ. მარტოსული და ავადმყოფი ნიკალა სიღატაკეში, კიბის ქვეშ დაასრულებს სიცოცხლეს.


"მოდი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
თევზით მოვაჭრე ევერეტის და მოდის წარმოუდგენელი რეალური რომანის ისტორია, რომლის ხელები ავადმყოფობამ დაამახინჯა. მარტოხელა მამაკაცი მოდის ძალით და სინათლით მოხიბლულია და მას თავისი ნიჭის გამოვლინებაში ეხმარება, რომ ცნობილი მხატვარი გახდეს.


"ფრიდა" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ფრიდა კალო იყო 20 წლის, როდესაც ცოლად გაჰყვა მექსიკის ყველაზე ცნობილ მხატვარს დიეგო რივერას, არც ისე ახალგაზრდას, მდიდარს და გარყვნილს. გავა მხოლოდ რამოდენიმე წელიწადი, და ფრიდა პარიზს დაიპყრობს, როკფელერთან სკანდალზე კი ყველა ამერიკული გაზეთი დაწერს!


"მოდილიანი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ფილმი მოგვითხრობს ცნობილი იტალიელი მხატვრის ამადეო მოდილიანის ცხოვრების შესახებ.


"დიდი თვალები" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ცნობილი მხატვრის მარგარეტ კინის ისტორია, რომელსაც ფენომანალური წარმატება ხვდა წილად მეოცე საუკუნის 50-იან წლებში.


"კამილა კლოდელი, 1915" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ამბავი ფრანგ მოქანდაკე კამილა კლოდელზე, რომლიც შეპყრობილია იდეებით, რომ მისი მოშურნე — ისევე, როგორც მისი ყოფილი საყვარელი, ოგიუსტ როდენი —
დასდევენ მას, რამაც კამილას ოჯახი იძულებული გახადა გაეგზავნათ ის ფსიქიატრიულ კლინიკაში საფრანგეთის სამხრეთით.


"მარი კროერი"
მარი კროერი ევროპის უმშვენიერეს ქალბატონად ითვლებოდა, იგი იყო ცნობილი დანიელი მხატვრის კროერის მეუღლე.


"კლიმტი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ფილმში მოთხრობილია ცნობილი ავსტრიელი მხატვრის გუსტავ კლიმტის და ლია დე კასტროს ვნებიანი სიყვარულის ისტორია, მისი ბრძოლა ხელოვნების დამოუკიდებლობის, მისი ახლო მეგობრობა ცნობილ მხატვართან ეგონ შილესთან და მხატვარის პლატონიური ურთიერთობა ემილი ფლეგესთან.


"გოგონა მარგალიტის საყურით" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
გამოჩენილი ჰოლანდიელი მხატვრის იოჰანეს ვერმერის ყველაზე ცნობილი და იდუმალი ნახატის - "გოგონა მარგალიტის საყურით" შექმნის ისტორია.


"ფერფლის ნარჩენები"
ახალგზრდა სალვადორ დალის ცხოვრება, ფილმის შემქმნელი ლუის ბუნუელი და სცენარის ავტორი ფედერიკო გარსია ლორკა.


"რენუარი"
1915 წელი, კოტ დე აზური. პიერ აუგუსტ რენუარი განიცდის მეუღლის გარდაცვალებას, მისი ვაჟიშვილი ბრძოლაში დაიჭრა თავად კი უკვე ბერდება და არტრიტი აწუხებს. ასეთ რთულ ცხოვრებისეულ ეტაპზე მის ცხოვრებაში გამოჩნდება მისი ქალიშვილი ანდრე, რომელიც გაალამაზებს მის ცხოვრებას. ის გადასახლდება ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, სადაც მისი ვაჟიშვილი ჟანიც დაბრუნდება. ანდრე ხდება მუზა როგორც მამისთვის ისევე ძმისთვის.


"გოგენი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ბიოგრაფიული დრამა, რომელიც ეძღვნება ლეგენდარულ ფრანგ მხატვარს და მოქანდაკეს პოლ გოგენს. შემოქმედებითი და ფინანსური კრიზისის გამო და შთაგონების ძიებაში გოგენი პოლინეზიაში მიემგზავრება. იქ, იგი შეხვდება ახალგაზრდა ტაიტელ გოგონას, რომელიც შემდგომში მღელვარე ვნების და ხანგრძლივი ტანჯვის წყარო, მისი მუზა და მეუღლე გახდება. ვინც გოგენის შემოქმედებას აფასებს, მხატვრისა და მისი მუზის სასიყვარულო ისტორია არავის არ დატოვებს გულგრილს…
10 ფილმი, რომელიც ცხოვრების სიყვარულს გვასწავლის
ფილმი ”ევერესტი” ეფუძნება რეალურ მოვლენებს და მოგვითხრობს 1996 წლის ექსპედიციის შესახებ, როდესაც მთამსვლელების ორმა
7 თანამედროვე რომანტიული კომედია სკოლის მოსწავლეების შესახებ
ვიოლეტისა და თეოდორის ამბავი, რომლებმაც ერთმანეთის ცხოვრება სამუდამოდ შეცვალეს. ისინი წარსულის ემოციური და ფიზიკური
10 ფილმი მხატვრების და მათი ცხოვრების შესახებ
ჟილ ბურდოს ფილმი პიერ ოგიუსტ რენუარის უკანასკნელ წლებზე მოგვითხრობს კან-სიურ-მერიში პირველი მსოფლიო ომის პერიოდში.
სერიალი
ტელეარხმა Epix-მა სერიალ "პენიუორტის" კიდევ ერთი სეზონი დაუკვეთა, რომელიც ბრიუს უეინის მსახურთუფროსის ახალგაზრდობის
ტომ ჰენქსმა სუვენირების მაღაზია
"ოსკარის" ორგზის ლაურეატი მსახიობი ტომ ჰენქსი ჯიმი კიმელის შოუს ეწვია. ინტერაქტივის სახით კიმელმა ჰენქსს სუვენირების
კომენტარის დამატება
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება