შემოგვიერთდით ჩვენს ახალ FACEBOOK გვერდზე
მოკითხვა ჯიმის დექსტერ მორგანისგან - ყველაფერი, რაც კი

მოკითხვა ჯიმის დექსტერ მორგანისგან - ყველაფერი, რაც კი "დექსტერი: ახალი სისხლის" შესახებ უნდა იცოდეთ

25.11.2021 167
პირველი, რასაც "დექსტერის" გაგრძელებიდან ვხედავთ არის ის, რომ ჩვენ აღარ ვიმყოფებით ენერგიულ, მზიან მაიამიში და შავ-ბნელი საქმეების სამყაროში აღარ მიგვაცილებს ჭკვიანი, თავდაჯერებლი და თვითკმაყოფილი მკვლელი. "დექსტერი: ახალი სისხლი" თავისი საკულტო წინაპრისგან სტრუქტურულად, ტონალურად და ატმოსფერულადაც კი განსხვავდება - ცხელი ბეი-ჰარბორიდან ჩვენ თოვლიან აირონ ლეიქში გადავდივართ, სადაც გარემო უფრო ბნელია, ხოლო მანიაკს კი ისეთ პერსონაჟს ვეღარ უწოდებ, რომელიც ყველაფერს აკონტროლებს. მისმა კოდექსმა არ იმოქმედა, მისი შურისძიება ტრაგიკულად დასრულდა, ის ახლა პასტორალურ პროვინციაში იმალება, რომ კვლავაც თავისუფალი იყოს. ეს ათი ეპიზოდი იქნება მცდელობა იმისა, რომ დექსტერმა თავისი წარსულის შეცდომები გამოასწოროს.
მოკითხვა ჯიმის დექსტერ მორგანისგან - ყველაფერი, რაც კი "დექსტერი: ახალი სისხლის" შესახებ უნდა იცოდეთ


მარადიულად ცივ აირონ ლეიქში ჩვენ ჯიმი ლინდსი გვეგებება - ერთი ჩვეულებრივი გამყიდველი, რომელიც მაღაზიაში მუშაობს და თავისუფალ დროს თევზაობას და ადგილობრივ პაბში ჯდომას უთმობს დროს. ის პაემნებზე ადგილობრივ შერიფთან, ენჯელა ბიშოპთან ერთად დადის და მეზობლებსაც კარგად უგებს. ერთი სიტყვით ჯიმი ყველას უგებს, მაგრამ უკვე ათი წელია რაც მასში ურჩხული - ყოფილი მედექსპერტი დექსტერ მორგანი იმალება, რომელიც ერთ დროს კრიმინალების განადგურებით იყო დაკავებული. შურისმაძიებლის ამ გზამ დექსტერი იმედგაცრუებამდე მიიყვანა, ხოლო ძველ დღეებს კი გარდაცვლილი დის, დებრას აჩრდილი აგონებს. დექსტერი შენელებული მოქმედების ბომბს გავს, რომელიც შეიძლება ნებისმიერ მომენტში აფეთქდეს და ეს ასეც ხდება, როდესაც ქალაქში მისი შვილი ჰარისონი ჩადის. წარსულის კარების გაღების შემდეგ დექსტერს ვეღარაფერი შეაჩერებს.

"დექსტერი" - "ექიმი ჰაუსის", "დაკარგულების", "24 საათის" და სხვების მსგავსად ტელევიზიის ოქროს ხანის ერთ-ერთი წევრი იყო. მართალია მთავარი გმირის დახასიათება შეიძლებოდა როგორც ცინიკურის, ასოციალურის, დისფუნქციონალურის, მაგრამ ამავდროულად ქარიზმატულის და ჭკვიანის. "დექსტერის" პირველი ოთხი სეზონი დღემდე ეტალონად ითვლება - სწორი გადმოცემა, ხმა კადრსმიღმა და დინამიური გადაღება. მანიაკიც კი თავისი მორალური ორიენტირებით არ გავდა ჰანიბალის იაფფასიან ასლს, არამედ უფრო ახლებურად გამოიყურებოდა. "დექსტერის" მემკვიდრეობა იმდენად ღირებული აღმოჩნდა, რომ თანამედროვე მანიაკები დღეს გვერდზე დგანან და დიდი მადლიერებით უყურებენ დექსტერს. ერთ-ერთ მემკვიდრედ შეიძლება ჯო გოლდბერგიც კი დავასახელოთ თრილერიდან "შენ", ისინი კრიმინალების უტილიზაციის გეგმითაც კი გვანან ერთმანეთს.

მოკითხვა ჯიმის დექსტერ მორგანისგან - ყველაფერი, რაც კი "დექსტერი: ახალი სისხლის" შესახებ უნდა იცოდეთ


ბოლო სეზონებში "დექსტერმა" გზიდან გადაუხვია - ამის მიზეზი ის იყო, რომ პროექტი შოურანერმა კლაიდ ფილიპსმა დატოვა. სერიალის დასასრული კი ერთ-ერთი ყველაზე ცუდ ფინალად ითვლებოდა. ეს "სამეფო კარის თამაშების" ეპიკურ კრახამდე გაგრძელდა. კლაიდ ფილიპსი პროექტის ერთგულ თაყვანისმცემლად დარჩა და ერთ მშვენიერ დღეს მას ტელეარხ Showtime-ის პრეზიდენტი გერი ლევინი დაუკავშირდა და სთხოვა, რომ ადამიანებზე მონადირის ისტორია გაეგრძელებინა.

ფილიპსის გარდა პროექტს სატიტულო როლის შემსრულებელი მაიკლ ს. ჰოლი დაუბრუნდა, რომლის ქარიზმა ზოგჯერ მანიაკის მხეცურ ნატურას საერთოდ გვავიწყებს. ჯენიფერ კარპენტერს მაყურებლები მოჩვენების როლში იხილავენ, რომელიც ძმას მოსვენების უფლებას არ აძლევს. სერიალის ახალ ნაწილში მონაწილეობა ჯემი ჩუნგმა, ჯულია ჯონსმა, ჯონი სექვოიამ, კლენსი ბრაუნმა და სხვებმა მიიღეს.

მოკითხვა ჯიმის დექსტერ მორგანისგან - ყველაფერი, რაც კი "დექსტერი: ახალი სისხლის" შესახებ უნდა იცოდეთ


რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთ ინტერვიუში კლაიდ ფილიპსს ჰკითხეს, თუ როგორ ფინალს ხედავდა დექსტერ მორგანისთვის. მისი თქმით ეს უნდა ყოფილიყო სიკვდილით დასჯის სცენა, რომლის მიხედვითაც მანიაკს სასიკვდილო ინექციას უკეთებენ, ხოლო ის კი მის მიერ მოკლულ ადამიანებს ხედავდა. საინტერესოა მოახერხებს თუ არა ფილიპსი თავისი სისხლიანი ჩანაფიქრის განხორციელებას..?
მოკითხვა ჯიმის დექსტერ მორგანისგან - ყველაფერი, რაც კი "დექსტერი: ახალი სისხლის" შესახებ უნდა იცოდეთ
Hulu-მ სერიალი
Hulu-მ სერიალი "ჰელსტრომები" პირველი სეზონის შემდეგ დახურა - ეს ჯეფ ლოების კურირებით შექმნილი Marvel-ის უკანასკნელი
ტელეარხმა AMC-მ "სჯობს დაურეკოთ სოლს" მეექვსე სეზონით გააახანგრძლივა, რომელიც სერიალისთვის ფინალური იქნება. მასში
სოფი ტერნერს აღარ სურს სანსა სტარკის როლის შესრულება
The Hollywood Reporter-თან საუბარში სანსა სტარკის როლის შემსრულებელმა სოფი ტერნერმა აღიარა, რომ აღარ სურს ამ პერსონაჟის
ცუდი დასასრულის მქონე პოპულარული სერიალები
სატელევიზიო სერიალების ფინალური სერიები ყოველთვის იწვევენ ადამიანებში ინტერესს, ისეთ ადამიანებშიც კი, რომლებსაც
კიანუ რივზმა ჯონ ვიკის ჰობი დაასახელა
ცნობილ დაქირავებულ მკვლელს ჯონ ვიკს ძალზედ ორიგინალური ჰობი აღმოაჩნდა. პერსონაჟის შესახებ კიანუ რივზმა გამოცემა
კომენტარის დამატება
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება