შემოგვიერთდით ჩვენს ახალ FACEBOOK გვერდზე
15 ფილმი ძლიერი გრძნობების შესახებ

15 ფილმი ძლიერი გრძნობების შესახებ

22.11.2021 28 186
"სამოთხეს მოშორებით" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
კეტი დიასახლისია, ფრენკი წარმატებული ბიზნესმენი, მათ ბედნიერი ოჯახი აქვთ, სახლი ქალაქგარეთ, ძვირადღირებული ავტომობილი და ახალი ტელევიზორი - სიმდიდრის სიმბოლო გასული საუკუნის 50-იანებში, მაგრამ ყველაფერი მაშინ დაინგრევა, როდესაც კეტი თავის ქმარს სხვა კაცის მკლავებში დაინახავს. ფრენკი ფსიქოთერაპევტს მიმართავს დასახმარებლად, ხოლო კეტი კი სიმშვიდეს, შავკანიანი ბიჭის კომპანიაში პოულობს. ძლიერი რეტრომელოდრამა იმის შესახებ, რომ გულს ვერ უბრძანებ.


"დაბადება"
ანა ლამაზი ქვრივი ქალია, რომელიც საბოლოოდ გადაწყვეტს, ისევ დაუბრუნდეს ნორმალურ ცხოვრებას და გათხოვდეს. ანა შეხვდება 10 წლის ბიჭს, რომელიც განუცხადებს, რომ მისი ახალი საქმრო, აწგანსვენებული მისი ქმარია. ანას ისტორია აბსურდს ჰგავს, მაგრამ ვერაფრით იგდებს ბიჭის მონაყოლს თავიდან.


"ორი საყვარელი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
უცოლო მამაკაცის ლეონარდის მეზობლად, მომხიბვლელი მიშელი დაბინავდება. ახლა, მამაკაცს მოუწევს რთული არჩევანის გაკეთება ოჯახის მეგობრის, რომელიც მის მშობლებს უნდათ მასზე მიათხოვონ, და ლამაზი, მაგრამ ძალიან ცვალებადი ხასიათის მქონე მეზობელს შორის.


"ანონიმური რომანტიკოსები"
მორიდებული კონდიტერი ჟან–რენე და მისი ახალი მომხიბვლელი თანამშრომელი ანჟელიკა – იდეალურია წყვილია: ისინი ორივე გიჟდებიან შოკოლადზე, რომანტიკულ მუსიკაზე და პარიზულ საღამოებზე. მაგრამ ორივე – საშინლად მორცხვები არიან და ვერცერთი ვერ ბედავს გადადგას საპასუხისმგებლო ნაბიჯი და გრძნობებში გამოუტყდეს მეორეს.


"ჯინჯერი და როზა"
ლონდონი 1962 წელი, ორი თინეიჯერი გოგონა განუყრელი მეგობრები არიან. ისინი ერთმანეთს ყველაფერს უზიარებენ, მთელ დროს ერთად ატარებენ, მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად, მათ მეგობრობას საფრთხე დაემუქრება.


"რუბი სპარკსი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ახალგაზრდა, მაგრამ წარმატებული მწერალი განიცდის შემოქმედებით და სულიერ ტანჯვას. ახალი რომანი არ გამოდის, მუზა არ მოდის და საერთოდ, არც გოგონებთან ურთიერთობაში უმართლებს. იგი მთელს დარჩენილ ფანტაზიას მოიკრებს და წარმოსახვაში შექმნის გოგონას, რუბი სპაკს - ფრიადოსანს, ლამაზს, სპორტსმენს , ერთი სიტყვით იდეალურ გოგონას. ერთი კვირის შემდეგ იგი ზუსტად ესეთ გოგონას საკუთარ დივანზე აღმოაჩენს...


"მომნუსხველი წამი"
ყველასთვის მოულოდნელად სკოლის ყველაზე სიმპატიურ ბიჭს შეუყვარდება გოგონა, რომელიც არავის მოსწონს და დაცინვის ობიექტადაა ქცეული.


"უკანასკნელი წერილი შენი საყვარლისგან" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ჯოჯო მოიესის ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაცია, თანამედროვე ლონდონში მცხოვრები ახალგაზრდა ჟურნალისტი გოგონას ელის შესახებ, რომელიც ქალაქის არქივში საიდუმლო სასიყვარულო წერილების სერიას აღმოაჩენს. მათში ჯენიფერ სტირლინგის და ენტონი ო’ჰარას 1960-იანი წლების ძალიან რომანტიკული, მაგრამ აკრძალული ურთიერთობის ისტორიაა მოთხრობილი. ნახევარი საუკუნის წინ განვითარებულ მოვლენებში ჩაფლული, ელი მტკიცედ გადაწყვეტს ფარული რომანის საიდუმლოს ამოხსნას, თუ როგორ დამთავრდა მათი სიყვარულის ისტორია.


"მოგზაურობის დასასრული" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
იმის შემდეგ რაც გამოვიდა რომანი "უსასრულო ხუმრობა" (მოგვიანებით Time-ის აზრით XXI საუკუნის 100 საუკეთესო რომანის სიაში შესული ნაწარმოები) მწერალი დევიდ ფოსტერ უელსი გაემართება სამოგზაუროდ Rolling Stones-ის ჟურნალისტთან ერთად, ის მასზე წერს სტატიას...


"ისუნთქე" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
მისი მანერები, იუმორის გრძნობა და სიჯიუტე პირველივე შეხვედრისას მიიპყრობს დიანას ყურადღებას. დაქორწინების შემდეგ წყვილი სამოგზაუროდ მიდის, სადაც რობინი სასიკვდილოდ დაავადდება. ახლა მხოლოდ სიყვარულს შეუძლია მას მეორე სიცოცხლე აჩუქოს.


"ეს შეშლილი გული" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ლენის ერთადერთი საქმიანობა მეგობრებთან ერთად წვეულებების მოწყობაა. იმავე ქალაქში ცხოვრობს 15 წლის დევიდი, რომელიც სახლიდან არ გადის, მას დაბადებიდან გულის მანკი აქვს. ლენის მამა დაიღალა მისი უსაქმურობით, ამიტომ მას დევიდზე ზრუნვას დაავალებენ. მალე ისინი ერთმანეთისათვის შეუცვლელი მეგობრები გახდებიან.


"მხედარი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
როდეოს ამომავალი ვარსკვლავი და ნიჭიერი ცხენების მწვრთნელი, იძულებულია კარიერა მიატოვოს თავის სერიოზული ტრამვის გამო. მშობლიურ მხარეში, პაინ-რიჯში დაბრუნების შემდეგ , იგი ვერ ხედავს მისი წარსული ცხოვრების ვერანაირ ალტერნატივას. ბრედი გადაწყვეტს დაიწყოს ახალი ცხოვრება და შეიგრძნოს, როგორია იყოს ჩვეულებრივი ადამიანი ამერიკის გულში.


"როდანტეს ღამეები" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ორი უიღბლო ადამიანის ცხოვრება გადაიკვეთება, როდესაც სიყვარული მათ ცხოვრებას შეცვლის. ედრიენს ვერ გადაუწყვიტავს, დარჩეს თუ არა უიღბლო ქორწინებაში. მისი ცხოვრება კი მას შემდეგ იცვლება, რაც ჩრდილო კაროლინას სანაპირო ქალაქის სასტუმროში შეხვდება პოლს, ექიმს, რომელიც იქ თავის გაუცხოებულ ვაჟთან შესარიგებლად ჩადის.


"1993 წლის ზაფხული" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
დედის სიკვდილის შემდეგ 6 წლის ფრიდას ბიძასთან, ქალაქგარეთ გზავნიან საცხოვრებლად, მაგრამ პატარა გოგონას უჭირს დედის დავიწყება და ახალ ცხოვრებასთან შეგუება.


"ჰორიზონტთან ახლოს" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
მათი მოულოდნელი შეხვედრა ტაიტიზე გახდა დიდი სიყვარულის დასაწყისი. ახალგაზრდები სამოგზაუროდ მიდიან წყნარ ოკეანეში მდიდრული იახტით. ისინი ისტორიაში ყველაზე დიდ შტორმში მოხვდებიან. ამ წუთიდან არა მხოლოდ მათ მომავალს, არამედ მათ სიცოცხლესაც საფრთხე ემუქრება.
12 ფილმი სულიერად ძლიერი ქალების შესახებ
მოდის სამყარო ნამდვილად მშვენიერია, მაგრამ ის ისეთივე ლამაზია, როგორც სასტიკი. ერთი პატარა შეცდომა და ოლიმპოს მთიდან
10 ფილმი სასიყვარულო მრავალკუთხედების შესახებ
ჯეკისა და ჰენკის ოჯახები დიდიხანია მეგობრობენ. ჯეკი და ჰენკი უნივერსიტეტში იკარგებიან , ცოლები კი ტერი და ედიტი სახლში
როგორც ჩანს CW თავის პროექტებს იშვიათად, მაგრამ მაინც ხურავს - სერიალ "კეტი კინს" მეორე სეზონი არ ექნება. პროექტი
7 ფილმი, რომელიც ცხოვრების ხალისს დაგიბრუნებთ
7 ფილმი, რომელიც ცხოვრების ხალისს დაგიბრუნებთ
7 ფილმი, რომელიც ცხოვრების ხალისს დაგიბრუნებთ
22.05.20 მთავარი გვერდი / კოლექციები
სიუჟეტი მოგვითხრობს 70 წლის ბენ უიტეკერზე, რომელიც გადაწყვეტს, კვლავ დაუბრუნდეს სამუშაოს და გახდეს სტაჟიორი ჯულს
10 ფილმი ძლიერი გრძნობების შესახებ
რობერტ ქავენდიშს დიანას გულის მოგება დიდნის განმავლობაში სურდა და როგორც იქნა ოცნება აისრულა: მათ ერთმანეთი უყვართ,
კომენტარის დამატება
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება