12 მოკლე სერიალი, რომელსაც ერთ ამოსუნთქვაში უყურებთ

12 მოკლე სერიალი, რომელსაც ერთ ამოსუნთქვაში უყურებთ

18.11.2021 30 545
"წყეული სამყაროს დასასრული" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
17 წლის ჯეიმსი დარწმუნებულია, რომ ნამდვილი ფსიქოპატია და ამ სამყაროს არ ეკუთვნის. ჯეიმსი ემოციურად განცალკევებულია გარემოსაგან და ხშირად, ცივსისხლიანივით იქცევა. მას სიკვდილი აინტერესებს. ცხოველების დონეზე მან უკვე შეისწავლა იგი და ახლა გეგმავს, ადამიანებზე გადავიდეს. მას გეგმის რეალიზებისათვის უკვე ჰყავს კანდიდატი. ალისაც 17 წლისაა. იგი პოპულარულია მისი იმიჯისა და პრეტენზიული ხასიათის გამო. მისი პერსონაჟისადმი ინტერესის მიუხედავად, თავად გოგონა თვლის რომ ეგზისტენციალურ კრიზისს განიცდის. ყველაფერი იცვლება, როდესაც ის ჯეიმსს შეამჩნევს და მას მამამისის მოძებნაში დამხარებას სთხოვს. ვერ ხვდება, რომ ჯეიმსს მასთან დაკავშირებით, სრულიად სხვა გეგმები აქვს.


"პატრიკ მელროუზი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
პატრიკ მელროუზი - პლეიბოი, ალკოჰოლიკი და არისტოკრატი. მიუხედავად კარგი ფინანსური მდგომარეობისა, პატრიკის ცხოვრებას მარტივს ვერ ვუწოდებთ. მთელი ბავშვობა მას უწევდა მამის სასტიკი დამოკიდებულების ატანა, დედა კი თვლიდა, რომ არ უნდა ჩარეულიყო. მოზრდილმა პატრიკმა გადაწყვიტა სინათლეში გამოსულიყო, მაგრამ ამის ნაცვლად თვითგანადგურების გზას დაადგა.


"იგივე გრეისი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
გრეის მარკსის, ირნალდიელი ემიგრანტის ისტორია, რომელიც მისი დამსაქმებლის მკვლელობის გამო გაასამართლეს 1843 წელს. ქალი აცხადებს , რომ მას არ ახსოვს, როგორ ჩაიდინა დანაშაული. 10 წლის შემდეგ ექიმი საიმონ ჯორდონი ცდილობს დაეხმაროს მას წარსული მოვლენების გახსენებაში.


"პემბროკშირის მკვლელობები" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
პოლიციის ინსპექტორ-გამომძიებელი, 1980-იანი წლების გაუხსნელი მკვლელობის ორ საქმეს ხელახლა იძიებს. ჩატარებული სასამართლო ექსპერტიზით, ამ დანაშაულების კვალი ყაჩაღობების მთელ სერიასთან მიდის. სტივის გუნდმა მეტი მტკიცებულებები უნდა მოიპოვოს ვიდრე დამნაშავეს ციხიდან გამოუშვებენ.


"ნდობა" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ჟან პოლ გეტი ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანია მსოფლიოში. მას იმაზე მეტი ფული აქვს, ვიდრე შეუძლია დახარჯოს ადამიანმა რამდენიმე სიცოცხლის მანძილზე. მაგრამ ასეთი სიმდიდრე შრომის გარეშე არ ჩნდება , ამასთან ყოველთვის გამოჩნდება ვიღაც, ვისაც უნდა მიითვისოს გემრიელი ლუკმა.


"სუფთა დაფა" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ახალგაზრდა ქალი, სახელად მია, საავადმყოფოში იღვიძებს. მას ამნეზია აქვს. მასთან დეტექტივი მიდის და ეუბნება , რომ იგი ერთადერთია, ვინც ბოლოს ნახა გაუჩინარებული ტომას სპეკტრი. შესაბამისად, მია ერთადერთი მოწმე და მთავარი ეჭვმიტანილია. კლინიკიდან გამოსასვლელად მიას მეხსიერების დაბრუნება სჭირდება. რაც მეტაც დილობს დააკავშიროს მოვლენები, მით უფრო ნაკლებად ენდობა გარშემომყოფებს.


"ქვრივი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ჯორჯია უელსმა ყოველგვარი კავშირი გაწყვიტა თავის წარსულთან და უკვე სულ სხვა ქალია. თუმცა, როდესაც ტელევიზიით თავის ქმარს ნახავს, რომელიც, როგორც იუწყებიან, გარდაიცვალა, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ გაიგოს სიმართლე თავისი წარსულის შესახებ, რისთვისაც შორეულ კონგოში წასვლაც კი მოუწევს.


"გამოძიება" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
კოპენჰაგენის პოლიციის მკვლელობის განყოფილება, რომელსაც ხელმძღვანელობს იენს მიულერი, ცდილობს გაარკვიოს შვედი ჟურნალისტის კიმ უოლის მკვლელობა.


"ცხრა უცნობი ადამიანი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ელიტურ კურორტზე დიდი ქალაქის ცხრა მობინადრე ჩადის. ათი დღის განმავლობაში მკურნალობის პროცესს დირექტორი მაშა დააკვირდება, რომელსაც სურს, რომ თავისი პაციენტების სხეულს და გონებას ახალი სიცოცხლე შთაბეროს.


"ტყე" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
16 წლის ჯენიფერი საკუთარი სოფლიდან უჩინარდება. გამოძიებას ხელმძღვანელობს კაპიტანი გასპარდ დეკერი, გოგონასთვის კარგად ნაცნობ ადგილობრივ პოლიციელთან და მარტოსულ იდუმალ ქალთან ერთად.


"მე ვარ ღამე" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
თინეიჯერი გოგონა და ჟურნალისტი ერთმანეთს ხვდებიან საიდუმლოებების ქსელში, რომელიც 1950-იანი წლების ლოს ანჯელესიდან მოდის...


"ჩრდილოეთის წყლები" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
იან მაგუაერის ამავე სახელწოდების რომანზე დაფუძნებული დრამატული მისი-სერიალი, არმიის ყოფილი ქირურგის პატრიკ სამნერის შესახებ, რომელიც 1850-იანი წლების დასასრულს, არქტიკაში ვეშაპების ექსპედიციაში გემის ექიმად მოეწყობა.
10 ძალიან კარგი ახალი ფილმი, რომელიც შეიძლება გამოგრჩათ
სულისშემძვრელი და ემოციურად დატვირთული ისტორია ჰოლოკოსტგამოვლილი ბავშვებისა, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დიდ
ლილი ჯეიმსი და სებასტიან სტენი პამელა ანდერსონის და ტომი ლის როლებს შეასრულებენ
ლილი ჯეიმსი და სებასტიან სტენი სერიალ "პემი და ტომიში" მთავარ როლებს შეასრულებენ. ჯეიმსი პამელა ანდერსონს
კრის ევანსს
ინტერნეტში გავრცელდა ჭორები, რომ "კაპიტანი ამერიკას" ვარსკლავ კრის ევანსს და ლილი ჯეიმსს რომანი აქვთ, რომელსაც
პრემია "ემმი-2019"-ზე ტრიუმფის მიუხედავად სერიალ "ნაგავის" ავტორმა ფიბი უოლერ-ბრიჯმა დაადასტურა, რომ მეორე სეზონი
ABC Marvel-ის სუპერგმირის შესახებ სერიალის გადაღებას გეგმავს
"შილდის აგენტების" დასრულების შემდეგ ABC ახალი სუპერგმირული სერიალის გადაღებას გეგმავს - ახალი პროექტის შესახებ არხი
კომენტარის დამატება
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება