რომანტიკული ფილმები, რომლებშიც მსახიობების შესრულება გაფიქრებინებთ, რომ საქმე ნამდვილ შეყვარებულებთან გვაქვს

რომანტიკული ფილმები, რომლებშიც მსახიობების შესრულება გაფიქრებინებთ, რომ საქმე ნამდვილ შეყვარებულებთან გვაქვს

05.11.2021 68 784
სიყვარული მარადიული თემაა რეჟისორებისთვის. ჩვენ გვიკვირს, თუ როგორ ახერხებენ ისინი იდეალური ურთიერთობების ჩვენებას ყველაზე განსხვავებულ და ზოგჯერ, ძალიან რთულ სიტუაციებში. ასეთი ფილმების ნახვისას გიჩნდება სურვილი ამოისუნთქო და თქვა: "რა სამწუხაროა, რომ ცხოვრებაში ასე არ ხდება".

"P.S. მე შენ მიყვარხარ" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ახალგაზრდა ქვრივი ქალი აღმოაჩენს, რომ გარდაცვლილმა ქმარმა წერილები დაუტოვა და მათი საშუალებით მას ამ ტკივილის გადატანა და ახალი ცხოვრების დაწყება უნდა გაუადვილდეს. სამწუხაროდ, მხოლოდ ფილმებში ხდება, რომ საყვარელ ადამიანს ყველაფრის წინასწარ გათვლა და ინსტრუქციის მომზადება შეუძლია, თუ როგორ იცხოვრო მის გარეშე.


"უბის წიგნაკი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
სიყვარულის ეპიკური ისტორია მოხუცი კაცის შესახებ, რომელიც ხმამაღლა უკითხავს დღიურს ალცჰეიმერით დაავადებულ ქალს. გაცრეცილი უბის წიგნაკიდან, მოხუცი კაცის სიტყვები აცოცხლებს ისტორიას წყვილისა, რომელიც მეორე მსოფლიო ომმა დააშორა და შემდეგ ისევ შეახვედრა ერთმანეთს და მართალია, ომის გარდა ცხოვრებამ მათ მრავალი გამოცდა მოუმზადა, მაგრამ მთავარმა გმირებმა თავიანთ ბედნიერებაზე უარი არ თქვეს. ასეთი შემთხვევა რეალურ ცხოვრებაში იშვიათობაა.


"მონანიება" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ბავშვის ფანტაზიამ რამდენიმე ადმაიანის ცხოვრება დაანგრია, მაგრამ რა კარგად იწყებოდა ყველაფერი: თავბრუდამხვევი სიყვარულის გრძნობა, უძლიერესი ემოციები და უსაზღვრო ბედნიერება. ამ ფილმის ყურებისას ბევრ მაყურებელს დაავიწყდა, რომ ისინი მხოლოდ მსახიობები არიან და არა ნამდვილი შეყვარებულები.


"ბედის ვარსკვლავის ბრალია" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ავადმყოფობის სრული სირთულის მიუხედავად "ბედის ვარსკვლავის ბრალია"-ს ვარსკვლავებმა გარისკეს, რომ ბედნიერები ყოფილიყვნენ. მართალია, ასეთ სიტუაციაში ფინალი უკვე წინასწარ გადაწყვეტილია, მაგრამ დიდი გამბედაობაა საჭირო, რომ საკუთარ ცხოვრებაში ადამიანი შემოუშვა, როდესაც იცი, რომ ეს ზღაპარი არ დასრულდება სიტყვებით - "ცხოვრობდნენ ისინი დიდხანს და ბედნიერად".


"შადრევანი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ათასი წლის გავლით და სამი პარალელური ისტორიით, ეს არის ამბავი სიყვარულზე, სიკვდილზე, სულიერებაზე და ჩვენი არსებობის ამაოებაზე ამ ქვეყნად.


"შოკოლადი"
დედა და შვილი პატარა ფრანგულ ქალაქში ჩამოდიან და შოკოლადის მაღაზიას ხსნიან. მორალურად და რელიგიურად მკაცრ მაცხოვრებლებს ისინი არ მოსწონთ, რადგან ზედმეტად თავისუფლად აზროვნებენ და იქცევიან. ამ დროს ქალაქს ბოშების გემი მოადგება და ქალაქის მერის ცრურწმენა კრიზისს გამოიწვევს...


"ვანილის ცა" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
დევიდ ეიმსს ყველაფერი აქვს: სიმდიდრე, კარგი გარეგნობა და მშვენიერი ქალბატონი გვერდით. მაგრამ როდესაც იგი თავის ნამდვილ სიყვარულს სოფიასთან პოულობს, მისი სახე საშინლად დამახინჯდება ავტოსაგზაო შემთხვევის დროს და იგი კარგავს ყველაფერს, მაგრამ სიყვარულს ნიღბის ჩამოხსნა ნებისმიერს შეუძლია.


"ტკბილი ნოემბერი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ნელსონი არის კაცი, რომელმაც სარეკლამო აგენტობის კარიერას თავი შესწირა. ერთ დღეს, როდესაც მანქანის მართვის გამოცდაზე გადიოდა, მან სარა გაიცნო. ის ძალიან განსხვავდებოდა სხვა დანარჩენი ქალებისგან, ვისაც კი როდესმე შეხვედრია. ნელსონი აიძულებს სარას ტესტი გააცდინოს და მოგვიანებით, იმავე დღეს, სარა მას თვითონ მოძებნის. საბოლოოდ, ნელსონი საცხოვრებლად სარასთან გადავა და მთელ ნოემბრის თვეს მასთან გაატარებს, რაც მის ცხოვრებას სამუდამოდ შეცვლის.


"შენთან შეხვედრამდე" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ბნელ დროში ნათელი ადამიანები განსაკუთრებით კარგად ჩანან. ლუ უილის ცხოვრებაში ფოიერვერკივით მოულოდნელად ჩნდება - უცნაურ ტანსაცმელში და სამყაროზე თავისებური შეხედულებებით. ზოგჯერ ყველა ჩვენთაგანს გვსურს ასეთ ადამიანთან შეხვედრა, რომელიც შენ დაგიჯერებს და გაჩუქებს არამხოლოდ თავდაჯერებულობას, არამედ იმის გრძნობასაც, რომ ცხოვრება მშვენიერია.


"გაბედე და შემიყვარე" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
საუკეთესო მეგობრები ჯულიენი და სოფი ზრდასრულებიც განაგრძობენ მათი ბავშვობის თამაშს – ვინ უფრო საშიშ საქციელს ჩაიდენს. ეს თამაში მათ ეხმარებათ აარიდონ თავი იმ ფაქტს, რომ სინამდვილეში ერთმანეთისათვის არიან შექმნილები.


"ახალი დასაწყისი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ხელოვნება, ურთიერთობები, მეგობრობა და შანსი, რომ ყველაფერი თავიდან დაიწყო - უფრო იდეალური სცენარის მოფიქრება შეუძლებელია. "აი რა მიყვარს მუსიკაში - ყველაზე ბანალური სცენაც კი მოულოდნელად დიდებული აზრით ივსება".
10 ფილმი, რომელიც ყველა ქალმა 40 წლამდე უნდა ნახოს
ქალის სულიერი მდგომარეობა განქორწინების შემდეგ, ქალის ყოფა 1950-იანი წლების სექსისტურ საზოგადოებაში, აკრძალული რომანები
ცუდი გოგონები, პრინცესები და კალათბურთი: 2000-იანი წლების 7 საკულტო რომანტიკული კომედია
მას შემდეგ, რაც ახალგაზრდა ქალი უკვე 27-ჯერ იყო მეჯვარე, ის ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდება, რადგან საკუთარი დის გვერდით
10 სასარგებლო ფილმი ურთიერთობების გასამყარებლად
დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს ორ ოჯახურ წყვილს - გეიბს და ჯუდის, ჯეკს და სალის. მოულოდნელად თავზარდამცემი ახალი
10 შესანიშნავი ფილმი საშინელი დასასრულით
ქვემოთ ჩამოთვლილი ყველა ფილმი ძალიან საინტერესო ისტორიებს მოგვითხრობს და ახერხებს, მაყურებელი ეკრანზე მიაჯაჭვოს. თუმცა,
ძმებმა რუსოებმა ყოველთვის იცოდნენ, თუ როგორ უნდა დასრულდეს ტონი სტარკის ისტორია
"შურისმაძიებლები: დასასრულის" რეჟისორები Vanity Fair-ს გაესაუბრნენ, ისინი კარიერის და რკინის-კაცის ბედისწერის თემებრს
კომენტარის დამატება
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება