13 ფილმი ჰელოუინისთვის

13 ფილმი ჰელოუინისთვის

28.10.2021 2 758
"ბოროტი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
საშინელებათა თრილერი, ახალგაზრდა ქალის მედისონის შესახებ, რომელიც ერთ ღამეს, თავის სიზმარში, ბოროტი არსების მიერ ჩადენილი სასტიკი მკვლელობის მოწმე გახდება. მაგრამ მეორე დილით შოკისმომგვრელი ხილვების შიშით პარალიზებული მთავარი გმირი ხვდება, რომ მსხვერპლი ნამდვილი ადამიანი იყო და მისი ღამის კოშმარები – სინამდვილეში სასტიკი რეალობაა, რომელიც მის წარსულს უკავშირდება…


"ქენდიმენი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ფილმი ჩიკაგოელი მანიაკის, ქენდიმენის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ადამიანებს ღამ-ღამობით სარკიდან ხოცავს. ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანი ჰელოუინის ღამისთვის.


"სისხლივით წითელი ცა" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ნადია რვა წლის შვილთან ერთად შტატებში მიფრინავს, სადაც მას იდუმალებით მოცული დაავადებისგან ინოვაციურ მკურნალობას სთავაზობენ. თვითმფრინავს ტერორისტები იტაცებენ და კურსს ცვლიან. ნადიას სხვა გამოსავალი აღარ რჩება, გარდა იმისა, რომ თავისი ნატურა წარმოაჩინოს და ბოროტმოქმედებს უჩვენებს, თუ რა შეუძლია გაბრაზებულ დედას.


"სიბნელეში მოსაყოლი საშინელი ისტორიები" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
თინეიჯერების ჯგუფი პირისპირ ხვდებიან თავიანთ შიშებს და იბრძვიან სიცოცხლის შესანარჩუნებლად. გილერმო დელ ტოროს ფილმი, რომელსაც აუცილებლად უნდა ჩაუსხდეთ ჰელოუნზე.


"ნახევარკუნძული" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ამ ფილმში მოქმედება მიმდინარეობს ოთხი წლის შემდეგ, იმ მოვლენებიდან, რაც ფილმში „ბუსანის მატარებელი“ მოხდა, რომელშიც ზომბების გამოჩნდნენ. კორეის ნახევარკუნძული გაჩანაგებულია. იუნგ სეოკს, ყოფილ ჯარისკაცს, რომელმაც მოახერხა საზღვარგარეთ გაქცევა, მისია დაეკისრება დაბრუნდეს და ... მოულოდნელად გადარჩენილებს შეხვდება.


"ტყის ციებ-ცხელება" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
კოლეჯის ხუთი კურსდამთავრებული მიემგზავრება მოშორებულ ტყის პატარა სახლში, იმისათვის, რომ დაისვენონ და გაერთონ. მაგრამ არდადეგების დროს, დასისხლიანებული უცნობის შემოჭრა ყველაფერს აფუჭებს.


"ალქაჯი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ახალი ინგლისი 1630 წელი. უილიამი და კატერინა ქრისტიანული ცხოვრებით ცხოვრობენ 5 შვილთან ერთად. როდესაც მათი ახალდაბადებული ბავშვი იღუპება, ოჯახი ორად იყოფა. ამ დროისთვის კი, ზებუნებრივი ძალებით დაჯილდოებული ეშმაკი ტყეში ბინადრობს.


"ტირილი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
უცნობი ჩადის პატარა სოფელში და მალევე, მისტიკური დაავადება ვრცელდება. პოლიციელი იძულებულია ამოხსნას საიდუმლო, რათა ქალიშვილი გადაარჩინოს.


სინისტერი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
მწერალი შემთხვევით ვიდეოჩანაწერებს იპოვის თავის ახალ სახლში, სადაც იგი ერთი წელია გადავიდა ოჯახთან ერთად. იგი, შემთხვევით ახდის ფარდას საიდუმლო მკვლელობას, სადაც დაახლოებით ერთი წლის წინ შემზარავი ტრაგედია დატრიალდა.


"ძიძა: მკვლელების დედოფალი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
მას შემდეგ, რაც ქოულმა სატანურ კულტზე გაიმარჯვა, რომელსაც მისი ძიძა ხელმძღვანელობდა, ორი წელი გავიდა და ახლა იგი სხვა კოშმარშია : ეს სკოლაა. წარსულის დემონებიც არსად წასულან - ჯოჯოხეთად უქციეს ცხოვრება.


"უჩინარი კაცი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
როდესაც სესილიას მოძალადე ყოფილი, თავს იკლავს და მას ქონებას უტოვებს, ქალი ფიქრობს, რომ სიკვდილი დადგმაა. როდესაც შემთხვევათა ჯაჭვი ლეტალურად გრძელდება, სესილიას მცდელობები დაანახოს სხვებს, რომ მასზე ნადირობენ, უშედეგოდ სრულდება.


"მიდსომარი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
დრამატული ჰორორი ახალგაზრდა წყვილის შესახებ, რომლებიც შვედეთში გამგაზავრებას გადაწყვეტენ მეგობრებთან ერთად. ისინი დასვენებას და იზოლირებულ სოფელში მცხოვრებ, ძველი მეგობრის მონახულებას აპირებენ, სადაც ლეგენდარული “მიდსომარის” ფესტივალი უნდა გაიმართოს – ზაფხულის ბუნიობასთან დაკავშირებული უჩვეულო ტრადიცია, რომელიც ცოტა ხნის წინ დაობლებულ, ახალგაზრდა მთავარ გმირში, შფოთვის და შიშის გრძნობას გამოიწვევს. მალე ცხადი გახდება, რომ ფესტივალი სინამდვილეში ადგილობრივი წარმართული ოკულტიზმის თავშესაფარია, რომელსაც უღმრთო კულტი, სწრაფადვე, სულ უფრო სასტიკ და სისხლიან რიტუალად გადააქცევს. ხოლო ახალგაზრდა გმირებს სიცოცხლისთვის, ჯოჯოხეთური ბრძოლა მოუწევთ.


"ჰელოუინი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ბოროტება კვლავ ბრუნდება, მისი შეჩერება შეუძლებელია. ლორის საბოლოო დაპირისპირება მაიქლ მაიერსთან, ნიღბიან არსებასთან, რომელსაც რამდენიმე ათეული წლის წინ, ჰელოუინის ღამეს, ბეწვზე გადაურჩა.
Marvel-ის და DC-ს გარეშე - კომიქსების მიხედვით გადაღებული 11 საუკეთესო ფილმი
ტოტალიტარული ბრიტანეთის ფუტურისტული პეიზაჟის ფონზე, ფილმი მოგვითხრობს წყნარ ახალგაზრდა ქალზე, ივიზე, რომელიც
ანა პოლიატოვას გამაოგნებელი სილამაზის უკან ერთი საიდუმლო იმალება რომელიც მას ძალასა და უნარს აძლევს - გახდეს მსოფლიოში
10 ფილმი, რომელშიც დიალოგებს გადამწყვეტი ადგილი უჭირავს
ფილმები, რომელშიც მსახიობებს საინტერესო, დამაფიქრებელი დიალოგები აქვთ, დიდად ფასობს. სწორად შერჩეული დიალოგები
სტუდია Paramount-მა "სიბნელეში მოსაყოლი საშინელი ისტორიების" გაგრძელებაზე მუშაობა დაიწყო, რომლის პირველი ნაწილი 2019
ჰორორი "ქენდიმენი" ამერიკულ კინოთეატრებში დაგეგმილზე რამდენიმე თვის დაგვიანებით გამოვა - 12 ივნისის ნაცვლად 25
კომენტარის დამატება
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება