14 ფილმი მათთვის, ვისაც ცოტა ხნით ყველაფრის დავიწყება სურს

14 ფილმი მათთვის, ვისაც ცოტა ხნით ყველაფრის დავიწყება სურს

18.10.2021 80 118
"მომხიბლავი პრინცი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ჟან-მარკი მარტოხელაა და ძალიან საქმიანია, ის ისეთი დაკავებულია, რომ კინაღამ ქალიშვილის ქორწილი დაავიწყდა, მაგრამ მას თავისი პატარა გოგონა უყვარს, ამიტომაც ცდილობს ყველაფერი სწრაფად მოაგვაროს და ქორწილს მიუსწროს.


"ყველაფერი ხვალ იწყება" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ფილმის მთავარი გმირი – უდარდელი, უპასუხისმგებლო და მექალთანე სამუელი, რომლის ცხოვრება ერთ მშვენიერ დღეს რადიკალურად შეიცვლება, როდესაც მისი ერთ-ერთ ყოფილი საყვარელი ქრისტინე, მას ჩანთას და მის პატარა ქალიშვილს დაუტოვებს.


"ნადირობა ველურებზე" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
რიკი ბეიკერი ქალაქელი ხულიგანია. სოციალურმა სამსახურმა იგი საცხოვრებლად ერთადერთ ახლობელ ნათესავთან, ბელასთან, და მის ქმართან გადაიყვანა. ბელას სიკვდილის შემდეგ, რიკი ტყეში გაიქცა, ბელას ქმარი ჰეკი მას დაედევნება. სოციალური სამსახურის თანამშრომელი პოლა დარწმუნებულია რომ რიჯი ჰეკმა მოიტაცა და მათზე ძებნას გამოცხადებს.


"კვალდაკვალ" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
პატიოსანი პოლიციელის ახლო ნათესვი მოხვდება დანაშაულებრივი სინდიკატის ხელში. იმისთვის, რომ გადაარჩინოს ახლო ნათესავი პოლიციელმა უნდა დაიჭიროს მოლაყბე ამერიკელი მოთამაშე და მისი დახმარებით მიაკვლიოს გოგონას კვალს.


"ჰოლოგრამა მეფისთვის" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ალან კლეი ცხოვრების აზრს ოჯახში და სამუშაოში ხედავდა, მაგრამ ერთხელ მის იდეალურ ცხოვრებაში ბზარი გაჩნდა. ალანს თავზე უამრავი პრობლემა აყრია და ერთ-ერთი მათგანი ქალიშვილის სწავლის გადასახადია. ის საუდის არაბეთში გიჟური იდეით მიემგზავრება და სანამ მეფესთან შეხვედრას ელოდება, მანამდე მის ცხოვრებაში ახალი, საკმაოდ საინტერესო ადამიანები ჩნდებიან. ფილმი დაფუძნებულია დეივ ეგერის ნოველაზე.


"ძაღლური ცხოვრება" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ძაღლი მიემგზავრება რათ გაიგოს მისი ცხოვრების მიზანი. იგი გამოიცვლის რამოდენიმე პატრონს და გადახდება განსხვავებული ისტორიები.


"ფლორენს ფოსტერ ჯენკინსი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ამბავი ნიუ-იორკში მცხოვრებ ფლორენს ფოსტერ ჯენკინზეა, რომელსაც სურდა გამხდარიყო ოპერის მომღერალი მიუხედავად იმისა, რომ საშინელი ხმა ჰქონდა.


"100 მეტრი"
ცხოვრობდა ერთი ადამიანი, რომელსაც ექიმებმა გაფანტული სკლეროზის დიაგნოზი დაუსვეს, რის გამოც ის 100 მეტრის გავლასაც ვეღარ ახერხებდა, თუმცა ჩვენი გმირი არ დანებდა და მიზნად დაისახა, რომ ასობით კილომეტრი გაევლო. ეს რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული კომედიური დრამა გვასწავლის, რომ არასოდეს არ უნდა დავნებდეთ და საკუთარი თავისთვისა და ახლობლებისთვის უნდა ვიბრძოლოთ.


"აფეთქება წარსულიდან"
ადამ უებერმა 35 წელი მშობლებთან ერთად ბომბსაფარში გაატარა. გულუბრყვილო და სპეტაკი, ის პირველად მოხვდება ხალხში ხმაურიან 90-იანი წლების ლოს-ანჯელესში! მან უნდა იშოვოს საკვები ოჯახისათვის და არა-მუტანტი ცოლი, საკუთარი თავისთვის.


"ვეფხვის თეორია"
ფილმი 60 წლის მამაკაცის, იანოს ისტორიას გვიყვება, რომელიც ცხოვრების აზრს ეძებს. ის გადაწყვეტს სამოგზაუროდ წავიდეს და მთელი ცხოვრების სანუკვარი ოცნება აიხდინოს.


"ასფალტი"
ეს ისტორია კეთილი ქალის და კოსმონავტის შესახებ აღსავსეა თბილი და სახალისო სცენებით. გმირებზე დაკვირვებისას კვლავ ხვდები, რომ ცხოვრება არც თუ ისე სასტიკია, როდესაც გვერდით ისეთი ადამიანი გყავს, რომელსაც შენი ესმის.


"გრანდიოზული აფერა" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
მოგესალმებით სამოთხეში, სადაც სრულდება ყველა სურვილი! პატარა ულამაზესი ქალაქი ზღვასთან. მოსახლეობა სულ რაღაც 120 გიჟი. მათ ნამდვილად სჭირდებათ კარგი ექიმი.


"მშვენიერი ფანტასტიკა" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ახალგაზრდა ქალი, რომელიც საბავშვო მწერლობაზე ოცნებობს, დაუმეგობრდება ჭირვეულ მდიდარ მოხუც ქალს.


"პეპლის ხე"
მარტოხელა მამას და ვაჟს ახალი მეზობელი ქალი, ბურლესკის დედოფალი ეველინი შეუყვარდებათ.
11 სატირული ფილმი თანამედროვე საზოგადოების შესახებ
სოციალურ მედიაში რუბრიკის წამყვანი და ავტორი ფემკე ანონიმური მესიჯებსა და მოკვლის მუქარის მესიჯებს იღებს. ერთ დღესაც
10 ფილმი, რომელიც ცხოვრების სიყვარულს გვასწავლის
ფილმი ”ევერესტი” ეფუძნება რეალურ მოვლენებს და მოგვითხრობს 1996 წლის ექსპედიციის შესახებ, როდესაც მთამსვლელების ორმა
ცუდი გოგონები, პრინცესები და კალათბურთი: 2000-იანი წლების 7 საკულტო რომანტიკული კომედია
მას შემდეგ, რაც ახალგაზრდა ქალი უკვე 27-ჯერ იყო მეჯვარე, ის ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდება, რადგან საკუთარი დის გვერდით
10 ფილმი, რომ უკეთ გავუგოთ ჩვენს შვილებს
ვუნდერკინდის დაბადება ნამდვილად რთული მომენტია - ის მშობლის წინაშე მნიშვნელოვან კითხვას ბადებს: საშუალება მისცეს
15 თანამედროვე ფილმი მათთვის, ვინც ფიქრობს, რომ უკვე ყველაფერი ნახა
ქალთა დახურული პანსიონის ყოველდღიურობა თავდაყირა დადგა, როცა ერთ-ერთმა აღსაზრდელმა ტყეში დაჭრილი კაპრალი იპოვა.
კომენტარის დამატება
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება