Marvel-ის და DC-ს გარეშე - კომიქსების მიხედვით გადაღებული 11 საუკეთესო ფილმი

Marvel-ის და DC-ს გარეშე - კომიქსების მიხედვით გადაღებული 11 საუკეთესო ფილმი

14.10.2021 6 351
"V - ნიშნავს ვენდეტას" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ტოტალიტარული ბრიტანეთის ფუტურისტული პეიზაჟის ფონზე, ფილმი მოგვითხრობს წყნარ ახალგაზრდა ქალზე, ივიზე, რომელიც საბედისწერო სიტუაცაში გადაარჩინა კაცმა, ცნობილმა როგორც "V". ეს არის შთამბეჭდავი ფიგურა შავი ლაბადით და მაღალი წვეტიანი შლაპით, რომლის ქვეშაც საინტერესო ნიღაბს ატარებს. შეუდარებლად ქარიზმატული და საბრძოლო ხელოვნებაში სპარტანულად გაწვრთნილი, ცბიერი "V" რევოლუციას გააჩაღებს, როცა მოუწოდებს თანამემამულეებს აღსდგნენ ტირანიისა და ჩაგვრის წინააღმდეგ.


"კინგსმანი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ვეტერან საიდუმლო აგენტს მოსწავლედ აჰყავს ახალგაზრდა ბიჭი. ის ცდილობს თავისი გამოცდილება გაუზიაროს მას და საიდუმლო ორგანიზაციის აგენტად აქციოს…


"თოვლისმჭრელი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
დედამიწა, ახლო მომავალი. ჩვიდმეტი წლის წინ დედამიწაზე მოხდა ტექნოგენური კატასტროფა. იქ სადაც ადრე ტყე იყო და ბაღებს აშენებდენ, ეხლა თოვლია და ყინულითაა დაფარული. სიცოცხლე მხოლოდ გიგანტურ მატარებელში გადარჩა, რომელიც გაუჩერებლად მოძრაობს ტრანსატლანტიკურ მაგისტრალზე. შემადგენლობის პირველ ვაგონებში ცხოვრობს მმართველი ელიტა, ხოლო ბოლოში უბრალო ხალხი. მატარებლის კუდში ცხოვრება კონცბანაკს მოგაგონებთ-ავადმყოფობა, სიღარიბე, უკანონობა. თუმცა სწორედ მათ შორის ვისაც ამცირებენ და შეურაცხყოფას აყენებენ გამოჩნდება ადამიანი, რომელსაც შეუძლია სამართლიანობის აღდგენა.


"ობლივიონი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
შესაძლებელია თუ არა გენატრებოდეს ადგილი, სადაც არასოდეს არ ყოფილხარ, გიყვარდეს და ოცნებობდე გოგონაზე, რომელიც არასოდეს გინახავს? კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მომავალში. ჩვენ უკვე ვეღარ ვეძახით დედამიწას ჩვენს სახლს, ჩვენ მოვიგეთ ომი, მაგრამ ვერ შევინარჩუნეთ პლანეტა.


"ყვავი"
კრიმინალების უმოწყალო ბანდის მიერ ახალგაზრდა როკ გიტარისტის ერიკ დრეივენისა და მისი საცოლის სასტიკი მკვლელობიდან ზუსტად ერთი წლის შემდეგ, დრეივენი, ჰიპნოტური ყვავის მეთვალყურეობის ქვეშ სამარიდან ბრუნდება,რათა შური იძიოს.


"ადამსების ოჯახი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ბრწყინვალე "შავი კომედია" კოლორიტულ ოჯახზე, რომლებიც არანაკლებ კოლორიტულ სახლში ბინადრობენ. ეს საშინელებათა ფილმი არანაირ შიშის გრძნობას არ გამოიწვევს. უსაზღვრო ფანტაზია, იუმორი, კრისტოფერ ლლოიდი ბიძია ფესტერის როლში შეუდარებელია! ფილმს დღემდე დიდი წარმატება აქვს.


"სკოტ პილიგრიმი მსოფლიოს წინააღმდეგ" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
სკოტ პილიგრიმმა თავისი ოცნების გოგონა იპოვნა. მაგრამ მის გზაზე ერთი პრობლემაა გადასალახი: გოგონასთან შესახვედრად, მან, მის შვიდ ყოფილ შეყვარებულს უნდა მოერიოს.


"ჰელბოი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
მეორე მსოფლიო ომის დასასრულს ნაცისტები შავი მაგიის გამოყენებით ჯოჯოხეთის დემონს გამოიძახებენ. რომელმაც მათი აზრით ომის მოგებაში უნდა დაეხმაროს. თუმცა ჰელბოი იზრდება და სიკეთეს უფრო ემსახურება, ვიდრე ბოროტებას.


"დაწყევლილი გზა" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
მაიკ სალივანი დაქირავებულ მკვლელად მუშაობს კრიმინალურ ავტორიტეტ ჯონ რუნისთან. ერთ-ერთი შეკვეთილი მკვლელობის მოწმე ხდება სალივანის უფროსი ვაჟი, რის გამოც მათი ლიკვიდაციის საკითხი დგება. სალივანი იძულებულია შვილის გადასარჩენად გაიქცეს და დაიმალოს.


"ნიღაბი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ბანკის მოხელე სტენლი იპკინსი უცნაურ ნიღაბს პოულობს, რომლის ზეგავლენითაც იგი ყოვლიშემძლე სუპერგმირად იქცევა.


"პერსეპოლისი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
1970-80 იანი წლები, ირანის უახლესი ისტორია, რომელიც თავისუფლების მოყვარული ქალის ბედისწერას უკავშირდება, რომელიც დასავლური როკ–მუსიკითაა გატაცებული და იძლებულია ქვეყანა დატოვოს.
ანა პოლიატოვას გამაოგნებელი სილამაზის უკან ერთი საიდუმლო იმალება რომელიც მას ძალასა და უნარს აძლევს - გახდეს მსოფლიოში
15 კარგი ფილმი ძარცვაზე
15 კარგი ფილმი ძარცვაზე
15 კარგი ფილმი ძარცვაზე
10.06.21 ჩვენ გირჩევთ
მარტინა სთავაზობს ტერის, ლონდონში, ბეიკერ სტრიტზე მდებარე ბანკზე თავდასხმას უხელმძღვანელოს. იგი უმიზნებს საცავს, სადაც
10 ევროპული ფილმი, რომელმაც ჰოლივუდურ კინოს აჯობა
აუცილებელი არ არის, რომ შენს პროდუქციას ჰოლივუდში ქმნიდე, ან თუნდაც “იქაური” იყო, რომ შენი ფილმი აღიარონ. არსებობენ
12 ნაკლებად ცნობილი თანამედროვე სერიალი, რომლებიც შეიძლება გამოგრჩენოდათ
მაიფენვი ტომასს ერთ წვიმიან დღეს ლონდონის მილენიუმის ხიდის მახლობლად გაეღვიძება - არ ახსოვს ვინ არის, წარმოდგენა არ
11 საუკეთესო კატასტროფა ჟანრის ფილმი
ფილმის სიუჟეტი დაარსებულია რეალურ შემთხვევაზე, - ერთ ევროპულ ოჯახზე.ცოლ-ქმარმა სამ შვილთან ერთად გადაწყვიტა საშობაო
კომენტარის დამატება
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება