12 საშინლად კლაუსტროფობიული ფილმი

12 საშინლად კლაუსტროფობიული ფილმი

29.09.2021 5 164
მიუხედავად იმისა, რომ ქვემოთ ჩამოთვლილი ფილმები სხვადასხვა ჟანრსა და პერიოდს მიეკუთვნება, მათი ყურებისას დისკომფორტს გრძნობთ და შემაწუხებელი განცდა გეუფლებათ. ესაა 12 საშინლად კლაუსტროფობიული ფილმი:

"კლოვერფილდის შესახვევი 10" - უყუროთ CROCONET.GE-ზე (2016)
ავტოავარიის შემდეგ ქალი ფხიზლდება და აღმოაჩენს, რომ უცნობ სახლშია, ორ მამაკაცთან ერთად. როდესაც კითხულობს, თუ რა მოხდა, ერთ-ერთი მათგანი ეუბნება, რომ მთელი სამყარო ბირთვული შეტევის შედეგად განადგურდა. ქალი პასუხების მიღებას იმ კლაუსტროფობიულ გარემოში ცდილობს, რომელიც ფილმის ყველა სცენაში იგრძნობა.


"შიშის ოთახი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე (2002)
განქორწინებული ქალი ქალიშვილთან ერთად ახალ სახლში გადადის ცხოვრების თავიდან დასაწყებად. თუმცა, ისინი სასიკვდილო თამაშში აღმოჩნდებიან ჩართულები და თავს შიშის ოთახს აფარებენ. დევიდ ფინჩერის ეს სურათი ამოსუნთქვის საშუალებას არ მოგცემთ.


"ცოცხლად დამარხული" - უყურეთ CROCONET.GE-ზე ​(2010)
ამერიკელი ჯარისკაცი, რომელიც ავღანეთში იბრძვის, ერთ-ერთი შეტაკებისას გონებას კარგავს და როდესაც ფხიზლდება, ხვდება, რომ დამარხულია…


"წყალქვეშა ნავი" (1981)
მეორე მსოფლიო ომი. ჩვენ თვალს ვადევნებთ გერმანული წყალქვეშა ნავის ისტორიას. მტრის ძალების მიერ ძლიერი დარტყმის შემდეგ ნავზე მყოფნი სიცოცხლისთვის იბრძვიან და ეს ბრძოლა საშინლად კლაუსტროფობიულ გარემოში მიმდინარეობს.


"ყველაფერი დაკარგულია" (2013)
კაცი სტიქიისას სრულიად მარტო აღმოჩნდება შუაგულ ოკეანეში. ნავი კი დატბორვას იწყებს… მიუხედავად იმისა, რომ დიალოგები არ არის, მაყურებელი დაძაბული გულშემატკივრობს გმირს თვითგადარჩენისთვის ბრძოლაში.


"ზიზღი" (1965)
ფილმი მაყურებელს დასაწყისიდანვე დისკომფორტს უქმნის, რადგან იმ ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ქალის სამყაროში გვამოგზაურებს, რომლის შიშებიცა და ფანტაზიებიც მატერიალიზდება.


"ტელეფონის ჯიხური" - უყურეთ CROCONET.GE-ზე (2002)
შუახნის კაცი ტელეფონის ჯიხურში ზარს უპასუხებს. მას უცნობი ხმა ეუბნება, რომ თუ ყურმილს დაკიდებს, მოკლავენ. პატარა წითელი ლაზერული შუქი იმის დასტურია, რომ კაცი მართლაც მიზანშია ამოღებული…


"გრავიტაცია" - უყურეთ CROCONET.GE-ზე (2013)
კოსმოსური მისია განწირული ბრძოლით მთავრდება. მთავარი გმირები ყველაფერს აკეთებენ, რათა როგორმე ცოცხლები გადარჩნენ. ალფონსო კუარონის კლაუსტროფობიულმა ფილმმა ვიზუალური ეფექტებისა და საუკეთესო რეჟისურისთვის ოსკარებიც დაიმსახურა.


"დაკარგული რეისი 93" (2006)
მგზავრების პანიკა, შიში, ბრძოლა… ფილმი ნამდვილ ამბავს ეფუძნება და გვიყვება 2001 წლის 11 სექტემბერს ტერორისტების მიერ გატაცებული თვითმფრინავის ისტორიას.


"მიზერი" (1990)
ავტოავარიის შემდეგ ცნობილი მწერალი თავისი ფანის სახლში იღვიძებს და მალევე ხვდება, რომ ქალი ფსიქიკურად დაავადებულია. ის მწერალს სადისტურად ექცევა და კაცსაც ყოველ სიტყვაში, ქმედებაში ბეწვის ხიდზე უწევს გავლა, რათა როგორმე ცოცხალი გადარჩეს. სისასტიკე და რაღაც საშინელის მუდმივი მოლოდინი მაყურებელში საშინელ დაძაბულობას იწვევს.


"გასაქცევი ოთახიდან" - უყურეთ CROCONET.GE-ზე (2019)
ექვსი ერთმანეთისთვის უცხო ადამიანი უკონტროლო ვითარებაში აღმოჩნდება. მათ მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ თავიანთი გონებრივი შესაძლებლობები რათა გადარჩნენ.


"მეანდრი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
საშინელებათა თრილერი, ახალგაზრდა გოგონას ლიზას შესახებ, რომელიც უცნობი მამაკაცის მანქანით მგზავრობის შემდეგ, მოულოდნელად ლითონის მილების ლაბირინთში გაიღვიძებს, რომლებიც სავსეა მომაკვდინებელი ხაფანგებით. მას მაჯაზე უკუთვლის საათი უკეთია, რომელიც ყოველ 8 წუთში მოსალოდნელ საფრთხეზე აფრთხილებს და არ აძლევს გაჩერების საშუალებას. იმისათვის, რომ საშინელი სიკვდილით არ მოკვდეს, ლიზამ ვიწრო და მოლიპულ მილებში მუდმივად უნდა იხოხოს, სადაც იგი ხაფანგში მოქცეულ კიდევ ერთ ადამიანს აღმოაჩენს. ახლა იმის გასარკვევად, თუ რატომ არის ის აქ და როგორ დააღწიოს თავი ამ ჯოჯოხეთს, მთავარ გმირს მისი გარდაცვლილი ქალიშვილის მოგონებების პირისპირ მოუწევს დადგომა.
10 ფილმი, რომელიც ყველა ქალმა 40 წლამდე უნდა ნახოს
ქალის სულიერი მდგომარეობა განქორწინების შემდეგ, ქალის ყოფა 1950-იანი წლების სექსისტურ საზოგადოებაში, აკრძალული რომანები
10 ფილმი საშინელ მეზობლებზე
ყველა ჩვენგანს ერთი მეზობელი მაინც ჰყავს, რომელიც აღიზიანებს და ნერვებს უშლის. ქვემოთ ჩამოთვლილი ფილმების მთავარ
10 შესანიშნავი ფილმი ფულსა და სიხარბეზე
კრიმინალური დრამა, სასპენსი, სათავგადასავლო, კომედია… ქვემოთ ჩამოთვლილი ფილმები სხვადასხვა ჟანრსა და პერიოდს
10 შესანიშნავი ფილმი საშინელი დასასრულით
ქვემოთ ჩამოთვლილი ყველა ფილმი ძალიან საინტერესო ისტორიებს მოგვითხრობს და ახერხებს, მაყურებელი ეკრანზე მიაჯაჭვოს. თუმცა,
10 შესანიშნავი ფილმი საშინელი დასასრულით
ძმის სიკვდილის შემდეგ, ახალგაზრდა ქალი მეგობართან ერთად სამოგზაუროდ წასვლას გადაწყვეტს. მოგზაურობისას ის გაიცნობს
კომენტარის დამატება
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება