10 კარგი სერიალი, რომელიც მეტ ყურადღებას იმსახურებს

10 კარგი სერიალი, რომელიც მეტ ყურადღებას იმსახურებს

15.09.2021 17 399
კარგი ფილმი თუ სერიალი ძირითადად ყოველთვის აღწევს ფართო მასებამდე. თუმცა, ზოგჯერ ისეც ხდება, რომ სურათი მოსალოდნელზე ნაკლებ გამოხმაურებას ჰპოვებს. სინემანია გთავაზობთ 5 შესანიშნავ სერიალს, რომელიც მეტ ყურადღებას იმსახურებს:

"დაცემა" (2013)
ერთი შეხედვით, ცივი და უემოციო დეტექტივი ქალი, რომელიც სტერეოტიპებს ამსხვრევს და სასტიკი დანაშაულების შემოქმედი სერიული მკვლელი, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში კარგი მამა და ქმარია. მათ ერთი საერთო აქვთ: ორივე რთული და კომპლექსური ადამიანია...


"სუნამო" (2018)
Netflix-ის 6-ეპიზოდიან მინი-სერიალში მკვლელი პატრიკ ზიუსკინდის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით მოქმედებს. ის პირველს – ახალგაზრდა ქალს კლავს და ეს მკვლელობა ყოფილ მეგობრებს კვლავ აკავშირებს ერთმანეთთან. ისინი საზარელ საიდუმლოებებს მალავენ. ამ საიდუმლოებების ამოხსნას კი ნერვული აშლილობის ზღვარზე მყოფი დეტექტივი ცდილობს.


"ჰანა" - უყურეთ CROCONET.GE-ზე (2019)
ვისაც სერიალი მკვლელობა გიყვართ, წინ დიდი სიურპრიზი გელით: მკვლელობის მთავარი დეტექტივები და მეგობრები – მირეი ინოსი და ჯოელ კინამანი ამ სერიალში ერთმანეთს მოსაკლავად დასდევენ. ამის მიზეზი კი 15 წლის ჰანაა – ტყეში გაზრდილი გოგონა, რომელსაც არასდროს ჰქონია კონტაქტი ცივილიზებულ სამყაროსთან.


"სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან" - უყურეთ CROCONET.GE-ზე (2021)
ქრონიკა მრავალწლიანი სიყვარულისა და არეულობისა, რომელიც აკავშირებს თანამედროვე ამერიკელ წყვილს, თვალყურს ადევნებს მათ ურთიერთობას თანმიმდევრულ ეტაპებზე: ქორწინება, ღალატი, განქორწინება და შემდგომი პარტნიორობა.


"არ მოკლა" - უყურეთ CROCONET.GE-ზე (2015)
ვალერია ფერო - ტურინის პოლიციის განყოფილების ინსპექტორია. ის თავის ერთგულ გუნდთან ერთად რთულ, ჩახლართულ და ზოგჯერ საშიშ დანაშაულებებს იძიებს. ქალი ყველა საქმეში მონდომებას, შრომას და სიმამაცეს აჩენს. ის ცდილობს მკვლელობების ნამდვილი მოტივი დაადგინოს და დამნაშავეები იპოვოს, მაშინაც კი როდესაც გეგონება, რომ პასუხები ზედაპირზეა. ამასთან ერთად მას წარსული აწუხებს - 17 წლის წინ, ვალერიას დედამ თავისი ქმარი მოკლა. ახლა ლუჩია ციხიდან გამოდის და ვალერიას კითხვა უჩნდება, თუ რა მოხდა იმ დღეს, როდესაც მისი ბედნიერი ოჯახი სამუდამოდ დაინგრა?


"პარიზის პოლიცია 1900" - უყურეთ CROCONET.GE-ზე (2021)
საფრანგეთი, 1899 წელი. მდინარე სენაში უცნობი ქალის გვამის პოვნამ ფრანგები ფეხზე დააყენა. ახალგაზრდა და ამბიციური გამომძიებელი კი ამ საქმის გამოძიებას ცდილობს.


"სასწაული" (2018)
მაფიის ბოსის დაკავებისას შემთხვევით აღმოაჩენენ ღვთისმშობლის ქანდაკებას, რომელსაც თვალებიდან სისხლი სდის. ქანდაკება გასაიდუმლოებულ ადგილას გადააქვთ და მის ამბავს მხოლოდ პრემიერ-მინისტრს ატყობინებენ. პრემიერი ათეისტია. ის ყველაფერს აკეთებს, რათა ამ ფაქტს მეცნიერული ახსნა მოუძებნოს, თუმცა, უწევს, აღიაროს, რომ ის, რაც ხდება, სასწაულია – სასწაული, რომელიც სერიალის ყველა გმირის ცხოვრებას ცვლის.


"ჯეთი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე (2020)
ციხიდან სულ ახლახანს გამოსული მსოფლიო მასშტაბის ქურდი დეიზი „ჯეთ“ კოვალსკი იძულებულია თავის ძველ საქმოიანობას დაუბრუნდეს, რაც საუკეთესოდ გამოსდის. ამას მას საშიში და ექსცენტრული კრიმინალები აიძულებენ, რომელთაც გადაწყვეტილი აქვთ მისი უნარები თაიანთი მიზნებისათის გამოიყენონ.


"ღია ზღვა" - უყურეთ CROCONET.GE-ზე (2019)
კრიმინალური ტრილერი, რომელიც მოგვითხრობს ორ დაზე, რომელთაც შემაშფოთებელი ოჯახური საიდუმლოებები გამოააშკარავეს მას შემდეგ, რაც გემზე, რომელიც ესპანეთიდან ბრაზილიაში 1940იან წლებში მოგზაურობდა, მთელი რიგი იდუმალებით მოცული მკვლელობები მოხდა.


"თეთრი ლოტოსი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
გაეცანით ექსკლუზიური ტროპიკული კურორტის მრავალფეროვანი სტუმრებისა და თანამშრომლების ცხოვრებას ერთი კვირის განმავლობაში და აღმოაჩენთ, რომ ერთი შეხედვით იდეალური მოგზაურები, სასტუმროს მხიარული თანამშრომლები და კურორტის იდილია მხოლოდ მოჩვენებითია და ყოველდღიურად ახალი შავბნელი დეტალი იჩენს თავს.
10 დეტექტიური სერიალი, რომელთა დასასრულს ვერ გამოიცნობთ
16 წლის ჯენიფერი საკუთარი სოფლიდან უჩინარდება. გამოძიებას ხელმძღვანელობს კაპიტანი გასპარდ დეკერი, გოგონასთვის კარგად
10 დეტექტიური მინი-სერიალი საღამოს სასიამოვნოდ გასატარებლად
ისტორია მარკის მშობლიურ ქალაქში დაბრუნებით იწყება. მისი ჩასვლა ორივე მშობლის იდუმალი სიკვდილით არის გამოწვეული. 30 წლის
Comic-Con 2019:
San Diego Comic-Con 2019-ზე DC-ს კომიქსების მიხედვით გადაღებული სერიალის - "ბეტვუმენის" პრემიერა გაიმართა. შოუმ
რამდენიმე კვირის წინ Netflix-მა სერიალ "ლუციფერის" ერთგულ თაყვანისმცემლებს ორი სიახლე მოუმზადა - ერთი კარგი და ერთი
Hulu-ზე Marvel-ის ორი ახალი სერიალი -
სტრიმინგ-სერვისმა Hulu Marvel-ის კომიქსების მიხედვით ორ სერიალს გადაიღებს - ერთი მრბოლელი მოჩვენების შესახებ იქნება,
კომენტარის დამატება
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება