პანდემიის პერიოდის ბლოკბასტერების შემოსავლები და რა მიზეზით შეიძლება გადადონ Eternals

პანდემიის პერიოდის ბლოკბასტერების შემოსავლები და რა მიზეზით შეიძლება გადადონ Eternals

06.09.2021 1 513
კინოინდუსტრია მე-20 საუკუნის დასაწყისიდან საკმაოდ მომგებიანი ბიზნესი გახდა. სხვადასხვა კინოსტუდიები საუკეთესო პროდუქტის შექმნაში ერთმანეთს ეჯიბრებიან და ჯანმრთელი კონკურენციის პირობებში იქმენა პროდუქტი, რომელშიც მაყურებლი თანხას არ იშურებს. აქვე აღსანიშნავია, რომ მსგავსი ფილმების გადაღება წარმოუდგენლად დიდ თანხებს უკავშირდება. ზოგიერთი ფილმისისათვის გამოყოფილი თანხები, მარტივად სცდება ასობით მილიონ დოლარს, მაგალითად ჯეიმს კამერონის სახელგანთქმული ბლოკბატერის „Avatar“-ის შექმნა 240 მილიონი აშშ დოლარი დაჯდა, ამას რა თქმა უნდა მარკეტინგისა და რეკლამირების თანხები არ ემატება, რადგან ფილმისათვის უკანასკნელი სხვა სახის ხარჯს წარმოადგენს.

თანამედროვე სამყაროში განსაკუთრებულად ძვირი ჯდება ბლოკბასტერების გადაღება, რომლებიც ათასობით ადამიანის მონაწილეობას, სხვადასხვა ქვეყნებში გადაღებას, დეკორაციების აგებასა და რა თქმა უნდა რეალისტური CGI ეფექტების შექმნას მოითხოვს. ყოველივე ეს თავისთავად ფილმის ბიუჯეტს მხოლოდ ზრდის. როგორც უკვე ვახსენეთ, ფილმის ბიუჯეტში მარკეტინგისა და რეკლამირების თანხები არ მოიაზრება, რადგან გადამღები სტუდი(ებ)ისთვის უკანასკნელი სხვა სახის ხარს წარმოადგენს. ეხლა წარმოიდგინეთ, თუ როგორ იზრდება ხარჯი სტუდიისათვის, როდესაც ფილმის პრემიერა გაურკვეველი ვადით იდება. მიმდინარე ეტაპზე, მსოფლიოში არსებული პანდემიის გამო სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა სახის შეზღუდვები მოქმედებს, ზოგიერთ ქვეყანაში კინოთეატრები დაკეტილია, ზოგშიც კი დასწრებაზე შეზღუდვებია დაწესებული, თუმცა მთავარ ფაქტორად მაინც მაყურებელები რჩებიან, რომელებიც მიუხედავად იმისა, რომ მოწყურებულნი არიან დიდ ეკრანებს მაქსიმალურად იკავებენ თავს გარეთ გასვლისაგან და შინ რჩებიან. ახალ ფილმებს კი სხვადსხვა სტრიმინგ პლათფორმებზე უყურებენ. აქვე აღსანიშნავია, რომ Warner.Bros და Disney საკუთარ გამომწერებს ახალი პროდუქტების პრემიერებს კინოთეატრების პარალელურად „შვილობილ“ სტრიმინგ პლათფორმებზეც, HBOmax-სა და Disney+ -ზე დამატებითი საფასურის სანაცვლოდ თავაზობდნენ.

პანდემიის პერიოდის ბლოკბასტერების შემოსავლები და რა მიზეზით შეიძლება გადადონ Eternals

გასული წლის სექტემბერში, დიდი იმედები კრისტოფერ ნოლანის TeNeT-ზე მყარდებოდა, რომელსაც წესით პანდემიურ პერიოდში მაყურებელი კინოთეატრებში წასვლაში უნდა დაერწმუნებინა. 200 მილიონიანმა ფილმმა შტატებში დღევანდელ დღემდე მხოლოდ და მხოლოდ 58 მილიონი აშშ დოლარი მოაგრივა, რაც თავისთავად კატასტროფა კინოსტუდიისათვის. ფილმს მსოფლიომ შედარებით უშველა და 305 მილიონი დამატებით, მოუტანა, თუმცა თუ გავიხსენებთ ფილმის ბიუჯეტეს, არაერთ თარიღის ცვლილებას და ამასთან ერთად მარკეტინგულ ხარჯებს, შეიძლება ითქვას, რომ პანდემიამ ნოლანის ფილმს აჯობა.

ასევე გაუგებრობაში მოჰყვა დისნეის ცოცხალი შესრულების 170 მილიონიანი მულანი, მას პანდემიის დახმარება არ დასჭირვებია, რადგან ბლოკბასტერი, როგორც კრიტიკოსთა, ასევე მაყურებელთა აზრით საშინელება აღმოჩნდა. ხსენებულს დაუმატოთ პანდემიის გამო გამოწვეული გადადებები და მსოფლიოს მასშტაბით მიღებული სულ რაღაც 66 მილიონი და თამამად ვიტყვით, რომ დისნეის წლევანდელ ანგარიშში მხოლოდ ამ ერთი ფილმიდან დაახლოებით 200 მილიონი დააკლდება.

პანდემიის პერიოდის ბლოკბასტერების შემოსავლები და რა მიზეზით შეიძლება გადადონ Eternals

ახლა კი გადავხედოთ შედარებით ახალ პრემიერებს. 180 მილიონიან Black Widow-ზე დისნეი საკამოდ დიდ იმედებს ამყარებდა, თუმცა იმედები არ გამართლდა, ფილმმა მსოფლიოს მასშტაით მხოლოდ და მხოლოდ 369 მილიონი აშშ დოლარის მოგროვება შეძლო, საიდანაც 180 ლოკალური (შტატები) შემოსავალია. ერთი შეხედვით ფილმს წესით 180 მილიონამდე შემოსავალი უნდა მიეღო, თუმცა ეს მოსაზრება მცდარია. მწარმოებელი კინოსტუდია კინოთეატრებიდან შემოსული თანხის მხოლოდ ნახევარს იღებს, ხოლო ზოგიერთი ქვეყანის კინოთეატრებიდან, მაგალითად როგორიც არის ჩინეთი (რომელიც შტატების შემდგომ ერთ-ერთ ყველაზე პრიორიტეტულ ბაზრად მიიჩნევა) მხოლოდ და მხოლო 25%. ასევე ამ ყველაფერს თუ დაუმატებთ, მარკეტინგულ ხარჯებსა და არაერთ გადადებას მივხვდებით, რომ ფილმს მაქსიმუმ საკუთარი ბიუჯეტი დაეფარა, ისიც საუკეთესო შემთხვევაში.

ანალოგიური ბედი ეწია ჯეიმს განის 185 მილიონიან The Suicide Squad-ს, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურად ყველას მოეწონა, მათ შორის კრიტიკოსებსაც, მსოფლიოს მასშტაბით მხოლოდ და მხოლოდ 141 მილიონის შემოსავალი მიიღო, რაც რა თქმა უნდა კატასტროფა „Warner.Bros“-თვის.

პანდემიის პერიოდის ბლოკბასტერების შემოსავლები და რა მიზეზით შეიძლება გადადონ Eternals

ახლა კი ჩნდება ლოგიკური შეკითხვა ღირს თუ არა საერთოდ ხსენებულ პერიოდში მსგავსი მსხვილბიუჯეტიანი ფილმების პრემიერები. მსგავსი თავსატკივარი აწუხებს დისნეისაც, რომელმაც განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ Shang-Chi and the Legend of the Ten Rings-ის შემოსავლები არადამაკმაყოფილებელი იქნება, Eternals და სხვა შედარებით ახლოს მყოფი ბლოკბასტერები განუსაზღვრელი ვადით გადაიწევს. აქვე უნდა ითქვას, რომ მარველის საბრძოლო ხელოვნების შესახებ ახალ ფილმს პირველ კვირას მხოლოდ და მხოლოდ 55 მილიონს უწინასწარმეტყველებენ, რაც „Black Widow“-თან შედარებით 25 მილიონით ნაკლებია. აქვე თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ შავ ქვრივს გაცილებით დიდი აუდიტორია ჰყავს ვიდრე ახალ ბლოკბასტერს (მარტივი მიზეზის გამო, იოჰანსონის გმირს უკვე 10 წელზე მეტია ვიცნობთ და მას საკუთარი უზარმაზარი ფანბაზა ჰყავს, ხოლო Shang Chi, ჯერ-ჯერობით ახალი პერსონაჟია, რომელსაც არავინ იცნობს და მარკეტინგულადაც თუ შევხედავთ, ძირითადად აზიური ბაზრისათვის არის გადაღებული) მარტივი მისახვედრი იქნება, რომ მარველის ღმერთებისა და ნახევრადღმერთების ბატალიებს კიდევ ერთი დიდი თარიღის ცვლილება მოუწევს. ასევე, დიდხანს იფიქრა სონიმ თუ ცოტა მიხვდა, რომ მსგავს გაუგებრობაში მონაწილეობა არ სურდა და 180 მილიონიანი „Venom: Let There Be Carnage“, რომლის პრემიერაც ოქტომბერში უნდა შემდგარიყო მომავალი წლის იანვრის თვემდე გადაიწია.

მიუხედავად იმისა, რომ კინოსტუდიებმა საკუთარ შვილობილ სტრიმინგ პლათფორმებთან ერთად სხვადასხვა სახის საშუალებებს მიმართეს იმისათვის, რომ მათი წარმოების ფილმები მომგებიანი ყოფილიყო (ჯერ-ჯერობით საუბარია მხოლოდ მსხვილბიუჯეტიან ბლოკბასტერებზე) პანდემიურ პერიოდში გამოსავალი მაინც ვერ იპოვეს. ჯერ-ჯერობით ერთადერთი, რაც ნამდვილად ამართლებს და სხვადასხვა სტუდიებს არსებობის საშუალებას აძლევს, არის ექსკლუზიური TV შოუები, რომლებმაც დიდ ეკრანებთან შედარებით, პირიქით მაქსიმალურად დიდი აუდიტორია შემოიკრიბა. შესაბამისად მომავალი რამოდენიმე წლის განმავლობაში ძირითადი აქცენი შესაძლოა მსხვილბიუჯეტიან სერიალებზე გაკეთდეს, რისი მაგალითებიც უკვე არაერთი გაგვაჩნია. სხვა, როდემდე გაგრძელდება მსგავსი კინემატოგრაფიული ვარდნა სამწუხაროდ არავინ იცის, არადა 2021-ს 2020-ის შემდგომი ანაბიოზიდან გამოსვლის პერიოდს უწინასწარმეტყველეგბდნენ.
Netflix-ის ხელმძღვანელების შემოსავლები 2021 წელს 34 მილიონ დოლარს გადააჭარბებს
მედიის ინფორმაციით სტრიმინგ-სერვის Netflix-ის თითოეული ხელმძღვანელის შემოსავლები 2021 წელს 34 მილიონ დოლარს
კრისტოფერ ნოლანის ახალი ფილმის საქართველოში გამოსვლის სავარაუდო თარიღი გახდა ცნობილი
Warner Bros.-მა გამოაცხადა, რომ კრისტოფერ ნოლანის ახალი ფილმის - TENET-ის პრემიერა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში
Disney-მ თავისი ფილმების გადაღებები კორონავირუსის გამო შეწყვიტა
The Hollywood Reporter წერს, რომ Disney-მ კორონავირუსის ეპიდემიის ფონზე გაზაფხულის ბლოკბასტერების პრემიერების თარიღის
Disney ქორისთვალას შესახებ მინი-სერიალს გადაიღებს
როგორც იცით Disney თავისი სტრიმინგ-სერვისის - Disney+-ის გასაშვებად ემზადება, ამიტომაც საინტერესო კონტენტის შესაქმნელად
Paramount
კინოკომპანია Paramount Pictures ფილმ "მსოფლიო ომი Z-ს" მეორე ნაწილს აღარ გამოუშვებს, რომელიც რეჟისორ დევიდ ფინჩერს უნდა
Madeleine
#1 Madeleine Guests 7 სექტემბერი 2021 03:17
Wonderful goods from you, man. I've be mindful your stuff
prior to and you're simply extremely great. I actually like what you've received right here, really like
what you're saying and the way in which wherein you say it.

You're making it entertaining and you continue to take care of to keep it smart.
I cant wait to read much more from you. This is really a great web
site.

my web-site ... 유흥알바사이트
კომენტარის დამატება
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება