შემოდგომის რომანტიკით აღსავსე 10 ფილმი

შემოდგომის რომანტიკით აღსავსე 10 ფილმი

03.09.2021 39 397
"სახლი ტბის პირას" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
მომხიბვლელი ექიმი ყიდულობს უჩვეულო სახლს ტბის პირას, სახლის ძველი პატრონი მას სასიყვარულო წერილებს უგზავნის. მათ უნდა სცადონ ამ მისტიკური უჩვეულო ურთიერთობის ამოხსნა, სანამ გვიანი არ იქნება.


"სიამაყე და ცრურწმენა" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
მოქმედება ვიქტორიანულ ინგლისში ხდება. ხუთი დის გაწონასწორებული ცხოვრება თავდაყირა დგება, როდესაც მეზობლად ორი ახალგაზრდა ჯენტლმენი - მისტერ ბინგლი და მისტერ დარსი ჩამოდიან. ფილმი წარმოადგენს ჯეინ ოსტინის ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაციას.


"მედისონის ოლქის ხიდები"
რობერტ ჯეიმს უოლერის ნაწარმოების მიხედვით გადაღებული დრამა ორი არც ისე ახალგაზრდა ადამიანის სიყვარულის ისტორიას მოგვითხრობს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იტალიელი ფრანჩესკა მეუღლესთან ერთად აიოვაში ჩადის. ქალს ფოტორეპორტიორი - რობერტი შეუყვარდება. მერილ სტრიპმა ფილმში შესრულებული მთავარი როლისათვის ოსკარი დაიმსახურა.


"ბაღების ქვეყანა" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ენდრიუ მშობლიურ ქალაქში ბრუნდება. მას ნერვოზი აწუხებს, იგი მუდამ დეპრესიის საწინააღმდეგო წამლებს სვამს, მორჩილად მიჰყვება ცხოვრების დინებას და არ ცდილობს რაიმე შეცვალოს. მაგრამ მისი შინ დაბრუნება, დედის დაკრძალვაზე, იმედის ნაპერწკალს უსახავს, მშვენიერ სემთან შეხვედრა კი, მის გულს ახლებურად ააძგერებს.


"ერთხელ" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
დუბლინელი გიტარისტი,მომღერალი და კომპოზიტორი დღისით მამამისის მაღაზიაში მუშაობდა და თავს მტვერსასრუტების შეკეთებით ირჩენდა, ღამე კი დუბლინის ქუჩებში მღეროდა და უკრავდა. ჩეხი გოგო პიანინოზე უკრავდა და დღისით სხვადასხვა სამსახურებს იცვლიდა, ღამით კი დედას და ქალიშვილს უვლიდა.


"დიდი თევზი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
მომაკვდავი მამის სანახავად მშობლიურ ქალაქში ჩასული ფილმის გმირი ცდილობს უკეთ გაიცნოს საკუთარი მშობელი. ამ მიზნით მის მიერ შეგროვებულ ცნობებს მამის ცხოვრების შესახებ მოულოდნელ აღმოჩენამდე მიჰყავთ იგი.


"ჰანა და მისი დები"
სურათის სიუჟეტი სამი დის, სამი სრულიად განსხვავებული ინდივიდის ცხოვრებას ასახავს. მათი სასიყვარულო ისტორიების ეპიცენტრი კი, ერთ-ერთი მათგანის ოჯახში მადლიერების დღეს გამართული წვეულება აღმოჩნდება.


"ფავორიტი"
ნამდვილი ისტორია მომცრო ტანის დოღის ცხენისა,რომლის გამარჯვებებმა არა მარტო მისი გუნდის წევრების, არამედ სრულიად ერის სული აამაღლა.


"როდესაც ჰარი შეხვდა სალის"
ჰარი და სალი ერთმანეთს დაბადებიდან იცნობენ. ისინი ერთად სწავლობდნენ, დადიან ერთმანეთის დასახმარებლად სხვადასხვა რთული სიტუაციების დროს, ახლობელი ადამიანს ძებნაში ეხმარებიან ერთმანეთს. მაშინაც, როდესაც ცხოვრება მათ დააშორებს, ბედისწერა კვლავ შეახვედრებს. ისინი საუკეთესო მეგობრები არიან თითქოს ათასი წელია. ორივეს ტანჯავს ერთი და იგივე კითხვა: იქნებ მეგობრებზე მეტი უნდა გახდნენ ერმანეთისთვის?


"წარმოსახვითი სიყვარული" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ფრანსისი და მარი უახლოესი მეგობრები არიან. ერთხელ ისინი შეხვდებიან ნიკოლს - ახალგაზრდა სოფლელ ბიჭს, რომელიც ახალი ჩამოსულია ქალაქში. მათი ყოველი შეხვედრა მძიმდება რეალური და წარმოსახვითი ნიშნებით, და ორი მეგობარი ფანტაზიებით შეპყრობილი ხდება სახიფათო სასიყვარულო სამკუთხედის მსხვერპლი, რომელიც მათ მეგობრობას საფრთხეს უქმნის.
20 შესანიშნავი ფილმი შვებულების დღეებისთვის
ავა დაუნდობელი მკვლელია, რომელიც ფარული და სადაზვერვო ოპერაციების ორგანიზაციისთვის მუშაობს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, და
12 ძლიერი ფილმი, რომელიც ნებისმიერ კინომანს მოხიბლავს
მთავარი გმირი, ედი პალმერი ციხიდან გამოდის და მშობლიურ ქალაქში ბრუნდება, სადაც მას ბებია ელოდება. ქალაქში ყველაფერი არც
10 ფილმი მათთვის, ვისაც ძლიერი ემოციების არ ეშინია
ხანდახან განტვირთვისთვის მარტივი და სახალისო ფილმის ყურება გვინდა, ხანდახან კი – პირიქით, ადამიანურ ემოციებში ჩაფლობა
14 ფილმი, რომლებსაც წმინდა ვალენტინის დღეს საყვარელ ადამიანთან ერთად შეიძლება უყუროთ
ამელი მორიდებული და მორცხვი გოგონაა. მისი ცხოვრების ძირითადი მიზანი მის გარშემო მყოფი ადამიანებისთვის ბედნიერების
შემოდგომის რომანტიკით აღსავსე 10 ფილმი
საინტერესო ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ფილმის გმირმა ინტერნეტის საშუალებით გაიცნო, სინამდვილეში მისთვის საძულველი
კომენტარის დამატება
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება