10 მძიმე ფილმი, რომელიც სჯობს, არ გამორთოთ

10 მძიმე ფილმი, რომელიც სჯობს, არ გამორთოთ

01.09.2021 69 639
ზოგიერთი ფილმი ჩვენში მძაფრ ემოციებს იწვევს და კომფორტის ზონიდან გამოსვლას გვაიძულებს. თუმცა, ხშირად ისინი საინტერესო გამოცდილებას გვაძლევენ და თვითრეფლექსიაში გვეხმარებიან. გთავაზობთ 10 მძიმე ფილმს, რომელიც სჯობს, არ გამორთოთ:

"ნახვამდის კრისტოფერ რობინ" - უყურეთ CROCONET.GE-ზე (2017)
ყველა ბავშვისთვის საყვარელი წიგნის – ვინი პუჰის ავტორის, არტურ მილნისა და მისი შვილის – კრისტოფერ რობინის ისტორია. მწერალმა წიგნების სერია სწორედ თავის პატარა ვაჟს მიუძღვნა.


"ბანდის ხელმძღვანელი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე (2017)
უდანაშაულო მამაკაცს შეცდომით სვამენ ციხეში. რაც დრო გადის, მას უფრო და უფრო მეტი სირთულის გავლა უწევს თავის დასაცავად. ის მონაწილეობს ჩხუბებში, ხდება მაფიის წევრი, ბოლოს კი – ბოსი. პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ კი მამაკაცი ხვდება, რომ ძალიან გაუჭირდება, ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს.


"სამახსოვრო მომენტი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე (2004)
ბევრი სირთულის გადალახვის შემდეგ ახალგაზრდა ქალს ნამდვილი სიყვარული ეწვევა და ქორწინდება. თუმცა, როგორც ჩანს, პრობლემებს დასასრული არ უჩანს. ქალს მეხსიერების დარღვევის დიაგნოზს უსვამენ, რაც მის მოგონებებს გაქრობით ემუქრება.


"უხილავი ბავშვები" - უყურეთ CROCONET.GE-ზე (2006)
ოდესღაც ყველანი ბავშვები ვიყავით, თუმცა, ბევრ ჩვენგანს ეს ხშირად ავიწყდება… ფილმი 7 მოკლე ისტორიას აერთიანებს – 7 ბავშვზე, რომელთაც უმძიმესი ცხოვრება აქვთ, ადამიანები კი ამას ვერ ამჩნევენ. მისი ყურებისას ცრემლების შეკავება გაგიჭირდებათ.


"პირადი ომი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე (2018)
ფილმი გვიყვება ომის კორესპონდენტზე, რომელიც მთელს მსოფლიოში მოგზაურობს და საფრთხისა და ომის საშინელების მიუხედავად, ყველაფერს აკეთებს, რათა სამყაროს სიმართლე გააგებინოს და სწრაფად მიაწოდოს ინფორმაცია. ფილმი რეალურ ისტორიას ეფუძნება და მარი კოლვინის ამბავს მოგვითხრობს.


"ძლიერი გული" - უყურეთ CROCONET.GE-ზე (2007)
ფილმი ნამდვილ ამბავს ეფუძნება და მოგვითხრობს ისტორიას ჟურნალისტზე, რომელიც ჟურნალისტური გამოძიებისას კავშირს აღმოაჩენს ალ-ქაიდასა და პაკისტანის სპეციალურ ძალებს შორის. ამის შემდეგ ის უჩინარდება. მისი ორსული მეუღლე კი ქმრის ძებნას იწყებს…


"გარდაცვლილნი" (2008)
ჩელოზე შემსრულებელს ორკესტრიდან დაითხოვენ და მან არ იცის, როგორ განაგრძოს ცხოვრება. იმისთვის, რომ ოჯახი არჩინოს, კაცი დამკრძალავ ბიუროში იწყებს მუშაობას, რასაც ყველას უმალავს. იაპონიაში ხომ ეს საქმე სირცხვილად ითვლება.


"შემდეგ შენ გამოჩნდი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე (2019)
კელვინი იპოქონდრიით იტანჯება და ამის გამო ცხოვრებისგან სიამოვნების მიღებას ვერ ახერხებს. სქაი კი პირიქით, საკუთარ სურვილებს მისდევს და კმაყოფილია. გოგონას ექსცენტრულობის მიუხედავად, ისინი ერთად იწყებენ ბრძოლას, რათა ოცნებები რეალობად აქციონ.


"6 ფუტის სიღრმეზე: მთის სასწაული" - უყურეთ CROCONET.GE-ზე (2017)
წარსულში ცნობილი ჰოკეისტი, რომელსაც კარიერისთვის თავის დანებება მოუწია, თავს სრიალით ირთობს. გაფრთხილების მიუხედავად, ის სასრიალოდ მიდის მთაში და გზას კარგავს. მის გარშემო მხოლოდ თოვლის უდაბნოა გადაჭიმული და კაცი თავგამეტებით იბრძვის, რათა როგორმე ცოცხალი გადარჩეს.


"აღმოჩენა" - უყურეთ CROCONET.GE-ზე (2017)
ტომას ჰარბორი აკეთებს სენსაციურ აღმოჩენას, რომ სიკვდილის შემდეგ ადამიანები თავიანთ ოცნებებში ხვდებიან. სამყარო მის აღმოჩენას ირწმუნებს და თვითმკვლელობათა რიცხვი კატასტროფულად იზრდება. თვითმკვლელობაზე იწყებენ საუბარს ტომასის ცოლი და შვილებიც, რის შემდეგაც კაცი ყველანაირად ცდილობს სიტუაციის გამოსწორებას.
10 ფილმი საშინელ მეზობლებზე
ყველა ჩვენგანს ერთი მეზობელი მაინც ჰყავს, რომელიც აღიზიანებს და ნერვებს უშლის. ქვემოთ ჩამოთვლილი ფილმების მთავარ
21-ე საუკუნის 10 ყველაზე ემოციური ფილმი
ხელოვნების ნებისმიერი ფორმის ერთ-ერთი ძირითადი ასპექტი ადამიანების დაფიქრებაა – არამხოლოდ გავერთოთ, არამედ ნანახის
10 ფსიქოლოგიური თრილერი, რომელიც ერთხელ მაინც უნდა ნახოთ
ეს ფილმი სასტიკი და ლმობიერია ერთდროულად, ის ბევრ დარტყმას აყენებს შაბლონურ აზროვნებას და საინტეროსოდ ავითარევს სიუჟეტს
10 ფილმი, რომ უკეთ გავუგოთ ჩვენს შვილებს
ვუნდერკინდის დაბადება ნამდვილად რთული მომენტია - ის მშობლის წინაშე მნიშვნელოვან კითხვას ბადებს: საშუალება მისცეს
ტელეარხმა AMC-მ "სჯობს დაურეკოთ სოლს" მეექვსე სეზონით გააახანგრძლივა, რომელიც სერიალისთვის ფინალური იქნება. მასში
კომენტარის დამატება
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება