10  მსუბუქი სერიალი დროის კარგად გასატარებლად

10 მსუბუქი სერიალი დროის კარგად გასატარებლად

26.08.2021 56 990
"თანამედროვე სიყვარული" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
IMDb: 8.0
New York Times -ის სვეტის მიხედვით გადაღებული სერიალი, რომელიც იკვლევს ურთიერთობებს, სიყვარულსა და ადამიანურ კავშირებს. სერიალში მთავარ როლებს ჰოლივუდის ისეთი ვარსკვლავები ასრულებენ, როგორები არიან ენ ჰეტეუეი, სოფია ბუტელა, ოლივია კუკი და ა.შ.


"ამერიკული ოჯახი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
IMDb: 8.5
ჯეი პრიჩეტმა თავისი არაჩვეულებრივი კოლუმბიელი გლორია მაშინ გაიცნო, როდესაც წვეულებაზე, ეს უკანასკნელი, ბიკინში ჩაცმული, კოქტეილს აწვდიდა. ახლა ჯეი და გლორია შეუღლებულები არიან, და ჯეი ყველანაირად ცდილობს ახალგაზრდა ცოლს და მის შვილს არ ჩამორჩეს. კლერ დენფის ოჯახშიც არაა ყველაფერი დალაგებული. მისი ქმარი არაჩვეულებრივია, მაგრამ ის თვლის, რომ ბავშვებისთვის არის, რითიც მათ უხერხულ მდგომარეობაშიც აგდებს. ჯეის შვილი მიჩელი და მისი პარტნიორი კამერონი ვიეტნამელ გოგონას ლილის იშვილებენ.


"ჯენტლმენი ჯეკი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
IMDb: 8.2
მოქმედება 1832 წელს, ინგლისში, დასავლეთ იორკშირში მიმდინარეობს. ფილმი ეფუძნება ნამდვილ ამბავს და ენი ლისტერის კოდირებულ ჩანაწერებს. სერიები მოგვითხრობს მის მცდელობაზე გააცოცხლოს მემკვიდრეობით მიღებული სახლი - შიბდენ ჰოლი. ამ ეტაპისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი ლისტერის გეგმაში ისაა, რომ როგორმე საკუთარი ოჯახი გადაარჩინოს, ამისთვის კი, ცოლი უნდა მოიყვანოს.


"სუსნია" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
IMDb: 8.3
ათი წლის წინ გამანადგურებელმა კატაკლიზმმა სამყაროში ქაოსი და ადამიანი-ჰიბრიდების იდუმალი გამოჩენა გამოიწვია, სადაც ბავშვები ნახევრად ადამიანი-ნახევრად ცხოველები დაიბადებიან, რაც მსოფლიოს სრულიად შეცვლის. ჰიბრიდების მიერ დაცულ თავის იზოლირებულ ტყის სახლში ათი წელი უსაფრთხოდ ცხოვრების შემდეგ, ნახევრად ადამიანი-ნახევრად ირემი მოზარდი ბიჭი გასი მშობლიური ტყიდან გასვლას გადაწყვეტს და პოსტაპოკალიპტიკურ პირობებში აღმოჩნდება. ის მთელი ძალებით ცდილობს გაერკვეს თუ რა მოხდა პლანეტაზე. სხვა ჰიბრიდებთან და ადამიანებთან ერთად იგი პასუხის ძებნას იწყებს და მოულოდნელად მაშტაბური შეთქმულების შესახებ სიმართლეს გამოავლენს, რაც ეჭვქვეშ აყენებს მის არსებობას.


"ჩიზპიკის ნაპირები" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
IMDb: 7.7
სერიალი «Chesapeake Shores» ერთ-ერთი იმათგანია ვინც მაღლა სწევს და მუქ ფერებში წარმოგვიდგენს თემას სახელად - "პირადი ბედნიერება". სიუჟეტი დაფუძნებულია სახელგანთქმული ამერიკელი მწერლის შერლი ვუდსის რომანების მიხედვით.


"სასიყვარულო ცხოვრება" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
IMDb: 7.4
ანა კედრიკი მონაწილეობს რომანტიკულ კომედიურ სერიალში, რომელიც გვიყვება სიყვარულის ისტორიას - პირველი სიყვარულიდან დაწყებული და მყარი, მტკიცე სიყვარულით დამთავრებული. გვიჩვენებს, თუ როგორ გვეხმარებიან ადამიანები, ვისაც ცხოვრების მანძილზე ვხვდებით, ვიყოთ ისეთები, როგორებიც ვართ და საბოლოოდ, როგორ ვირჩევთ ცხოვრების მეგზურს.


"სექსი/ცხოვრება" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
IMDb: 5.5
"სექსი/ცხოვრება" ბი-ბი ისტონის მემუარების - "44 თავი 4 კაცის შესახებ"-ის ადაპტაციაა. მთავარი გმირი ბილია - ერთგული ცოლი და კეთილსინდისიერი დედა, რომელსაც ცოლ-ქმრულ ცხოვრებაში ვნება და ცეცხლი არ ჰყოფნის. გმირს თავისი გიჟური ახალგაზრდობა ენატრება და თავის ეროტიულ მოგონებებს დღიურში იწერს, რომელსაც შემდეგ მისი მეუღლე კუპერი პოულობს.


"ლუპენი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
IMDb: 7.4
ქურდი, ბავშვობაში ნაჩუქარი წიგნის გმირის, ვირტუოზი ჯენტლმენი ქურდის, არსენ ლუპენის სახელით ბრუნდება, რომელიც ახლა წიგნს შთაგონების წყაროდ იყენებს, და მამის სიკვდილის გამო შურისძიებას ცდილობს.


"შელდონის ბავშვობა" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
IMDb: 7.4
1989 წელია, ვეცნობით ცხრა წლის შელდონ კუპერს, საყვარელ პერსონაჟს „დიდი აფეთქების თეორიიდან“. კომენტატორ ჯიმ პარსონსთან ერთად, ვმოგზაურობთ გენიოსის ადრეულ ბავშვობაში, რომელსაც ვერავინ უგებს - ვერც ოჯახის წევრები, ვერც კლასელები და ვერც მეზობლები.


"ემილი პარიზში" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
IMDb: 7.4
ფრანგული მარკეტინგული კომპანია სამუშაოდ იყვანს ახალგაზრდა ამერიკელ გოგონას, რომ გაუზიაროს მათ ამერიკული ხედვა და დაეხმაროს კომპანიას თვალსაწიერის გაფართოებაში.
ნახეთ: როგორები იქნებოდნენ ჰოლივუდის ვარსკვლავები წონაში, რომ მოიმატონ
მსახიობებმა პოპულარობა, რომ არ დაკარგონ აუცილებელია მუდმივად ფორმაში იყვნენ, რადგან გადაღებები ძალიან დამღლელია, ხოლო
საუკეთესო კომედიები ოჯახზე
აქაც ის სიტუაციაა, რაც ფილმში “შეხვედრა მშობლებთან”, მაგრამ პირიქით: ბიჭს მოყავს საცოლე თავის დიდ, ემოციურ და მეგობრულ
10 კომედიური სერიალი, რომელიც განწყობას აგიმაღლებთ
სამყაროში, სადაც სუპერგმირები თავიანთი სახელისა და ცნობადობის ბნელი მხრეებისკენ უფრო იხრებიან, ფილმის ყურადღების
სერიალ
Amazon Prime-მა სერიალ "თანამედროვე სიყვარულის" ოფიციალური თრეილერი გაავრცელა, რომელშიც მთავარ როლებს ენ ჰეტევეი და
სერიალ
ინტერნეტში სერიალ-ანტოლოგია "თანამედროვე სიყვარულის" თიზერი გავრცელდა, რომელშიც მთავარ როლებს ჰოლივუდელი მსახიობები
კომენტარის დამატება
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება