2021 წლის ვიზუალურად ყველაზე ლამაზი ფილმები

2021 წლის ვიზუალურად ყველაზე ლამაზი ფილმები

25.08.2021 8 485
"კრუელა" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ფილმი ეგოისტი და ექსცენტრიული ბოროტმოქმედის, კრუელა დე ვილის ახალგაზრდობის შესახებ მოგვითხრობს, რომელსაც დალმატინელის ლეკვები საშინლად სძულდა და მათი ტყავისგან შეკერილ სამოსზე ოცნებობდა. თუმცა, ის ყოველთვის ასეთი არ იყო – 1970-იან წლებში მას ესტელა ერქვა, და ხულიგნებთან ერთად ლონდონის ქუჩებში ცხოვრობდა, სადაც ჩვენ დალმატინელების მიმართ ესტელას სიძულვილის წარმოშობის ნამდვილ მიზეზს ვიგებთ…


"მონსტრებზე მონადირე"
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ელიტარულ სამხედრო რაზმს, რომელსაც ლეიტენანტი არტემისი ხელმძღვანელობს, მოულოდნელი ქვიშის ქარიშხალი პორტალის საშუალებით, პარალელურ სამყაროში გადაიყვანს, რომელიც უზარმაზარი და შემზარავი ურჩხულების სახლია,. ისინი შეუვალნი არიან ჯარიკაცების საბრძოლო ცეცლის ძალის მიმართ. გადარჩენისთვის სასოწარკვეთილ ბრძოლაში რაზმი იდუმალ მონადირეს გადააწყდება, რომლის უნიკალური უნარები მას საშუალებას აძლევს ძლიერ არსებებს წინააღმდგობა გაუწიოს. ასეთი სერიოზული საფრთხის წინაშე მდგარი მამაცი მეომრები თავიანთ უნიკალურ შესაძლებლობებს აერთიანებენ, რათა დაიცვან პორტალი და არ დაუშვან მასში მონტრების შეღწევა.


"ველური ქონდარა" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
შეყვარებულები, რომელთაც ვარსკვლავები არ წყალობთ, თავიანთი ოჯახების დავაში აღმოაჩნდებიან ჩათრეულნი, რომელიც მიწის გამო აქვთ.


"ქალი-საოცრება: 1984" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
დიანას მოუწევს ბრძოლა კოლეგასა და ბიზნესმენთან, რომლის დაუცხრომელი მისწრაფება სიმდიდრისკენ მსოფლიოს განადგურების პირას მიიყვანს, მას შემდეგ, რაც უძველესი ხელოვნების ნიმუში, რომელიც სურვილებს ასრულებს, გაუჩინარდება...


"გოძილა კონგის წინააღმდეგ" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
მაშინ, როდესაც დედამიწის ზედაპირზე მონსტრები დააბიჯებენ, ადამიანების მომავავალი გოძილას და კონგის ბრძოლაში წყდება.


"სასიკვდილო ბრძოლა" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
კოულ იანგი – თანამედროვე შერეული ორთაბრძოლების ახალგაზრდა მებრძოლია, რომელიც ფულის გულისთვის წაგებას შეეგუა, არაფერი იცის თავისი მემკვიდრეობის და იმის შესახებ, თუ რატომ გააგზავნა მასზე სანადიროდ გარე სამყაროს იმპერეტორმა შანგ ცუნგიმ მისი საუკეთესო მებრძოლი, ძლევამოსილი კრიომანსერი საბ ზირო. ოჯახის უსაფრთხოებისთვის, კოული სპეცრაზმის მაიორის ჯექსონის, რომელსაც იგივე უცნაური დრაკონის ნიშანი აქვს, როგორც მას, რჩევით სონა ბლეიდის მოსაძებნად მიდის. მალე ის უხუცესი ღმერთისა და დედამიწის სამეფოს მფარველის, ლორდ რეიდენის ტაძარში აღმოჩნდება, რომელიც თავშესაფარს აძლევს მათ, ვინც ნიშანს ატარებს. აქ იანგი გამოცდილ მებრძოლებთნ ლიუ კანისთნ, კუნგ ლაოსთან და კანოსთნ ვარჯიშობს, რომლებიც სამყაროსთვის ბრძოლაში გარე სამყაროს მტრებთან დასაპირისპირებლად დედამიწის უდიდეს ჩემპიონებთან ერთად ემზადებიან. მაგრამ შეძლებს კოული საკუთარ თავში მისი სულის უზარმაზარი ძალის – არკანას დროულად გამოღვიძებას?


"მოხეტიალე ქაოსი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ახალგაზრდა ტოდი ჰიუტი დედამიწელების მიერ კოლონიზებულ შორეულ პლანეტაზე მდებარე ქალაქ პრენტისტაუნში ერთადერთი ბიჭია. კაცობრიობის გადარჩენის ახალი იმედის პლანეტაზე, კოლონისტები “ხმაურით” დაინფიცირდებიან, რის შედეგადაც ყველა ქალი უკვალოდ გაუჩინარდება, ხოლო გადარჩენილი მამაკაცები ერთმანეთის აზრების დანახვას და მოსმენას ისწავლიან. მოულოდნელად ტოდი სხვების აგრესიულ და საეჭვო აზრების ხმაურში მკაფიოდ არჩევს, რომ ქალაქის მაცხოვრებლები მისგან რაღაცას მალავენ – რაღაც იმდენად საშინელს, რომ ჰიუტი იძულებულია გაიქცეს. თუმცა, როგორ და სად უნდა გაიქცე, როცა შენს მდევრებს შენი ყოველი ფიქრი ესმით? დევნისგან თავის დაღწევისას გმირი უცნაურ არსებას შეხვდება – გოგონას, რომლის აზრებიც ტოდს არ ესმის. ვინ არის ის? რატომ არ გაანადგურა ვირუსმა? ახლა ჰიუტის ყველაფრის დავიწყება მოუწევს რათა გაარკვიოს ვინ არის სინმადვილეში.


"ლუკა" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
მოვლენები იტალიის რივიერაზე მდებარე ულამაზეს ზღვისპირა ქალაქში ვითარდება და პატარა ბიჭის სახელად ლუკას ამბავს მოგვითხრობს, რომელიც ნაყინით, მაკარონით და წყლის სკუტერით დაუვიწყარ ზაფხულს ატარებს. ლუკა ამ თავგადასავლებს თავის ახალშეძენილ საუკეთსო მეგობარს ალბერტოს უზიარებს, თუმცა მათი გართობის მიღმა ერთი დიდი საიდუმლო იმალება: ისინი სინამდვილეში ზღვის ურჩხულები არიან სხვა სამყაროდან და ოკეანის სირღმეებში ცხოვრობენ.


"დენთის კოქტეილი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
იყო ქილერი - მარტივი და გასაართობი საქმეა, განსაკუთრებით კი სემისთვის, რომელსაც დედისგან ამის ნიჭი დაჰყვა, მაგრამ როდესაც გოგონა საკუთარ ბოსს უპირისპირდება, ის სასტიკი კრიმინალებისგან დაკომპლექტებული არმიის სამიზნე ხდება. საბედნიეროდ, დედამისი და მისი ყოფილი მეწყვილეები მზად არიან არაკეთილმოსურნეებს თავიანთი საფირმო "დენთის კოქტეილით" გაუმასპინძლდნენ.


"კოსმოსური ჯემი 2"
ამერიკული კალათბურთის თანმედროვე ვარსკვლავი ლებრონ ჯეიმსი შვილთან ერთად ეპიკურ მოგზაურობას წამოიწყებს. ეს ვირტუალური თავგადასავალი, რომელსაც ორი სამყაროს გიჟური არევა გამოიწვევს – მოგვითხრობს, თუ რამდენად შორს არიან წამსვლელი მშობლები, რომ შვილებთან ურთიერთობა დაალაგონ. ლებრონი და მისი უმცროსი ვაჟი დომი, რომელიც ვიდეო თამაშების დეველოპერობაზე ოცნებობს, ბოროტი ხელოვნური ინტელექტის ციფრული სამყაროს ხაფანგში აღმოჩნდებიან. და ახლა იმისათვის, რომ შინ უსაფრთხოდ დაბრუნდნენ, ლებრონმა სრულიად არადისციპლინირებულ გუნდს უნდა უხელმძღვანელოს, და კალათბურთის უდიდესი ვარსკვლავების ციფრული ვერსიების წინააღმდეგ უნდა გაიმარჯვოს. სპორტსმენის ცხოვრებაში ეს ყველაზე რთული შეჯიბრია.


"რაია და უკანასკნელი დრაკონი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
დიდი ხნის წინ, კუმანდრას ფანტაზიის სამყაროში, ადამიანები და დრაკონები ერთად ცხოვრობდნენ ჰარმონიულად. როდესაც დრუუნის სახელით ცნობილი ბოროტი ურჩხულები დედამიწას ემუქრებოდნენ, დრაკონებმა თავი გასწირეს კაცობრიობის გადასარჩენად. ახლა, 500 წლის შემდეგ, იგივე მონსტრები დაბრუნდნენ და ყველაფერი ერთ მეომარზეა დამოკიდებული, რომელმაც უნდა მოძებნოს უკანასკნელი დრაკონი და იხსნას დედამიწა განადგურებისგან.
Disney-მ
Disney-მ "კრუელას" სადებიუტო თრეილერი გამოაქვეყნა. პროექტი "101 დალმატინელის" პრიკველს წარმოადგენს და კრუელა დე ვილის
სტუდია Disney-მ
სტუდია Disney-მ კრუელა დევილის სოლო-ფილმის გამოსვლის ზუსტი თარიღი დაასახელა. აშშ-ის კინოთეატრებში "კრუელა" 2021 წლის 28
10 დეკემბერს Disney Lucasfilm-ის, Marvel-ის და Pixar-ის ახალი პროექტების დააანონსებას გეგმავს
10 დეკემბერს Disney ინვესტორებისთვის ღონისძიების ჩატარებას გეგმავს, სადაც რამდენიმე ახალი პროექტის დააანონსებას გეგმავს.
ინტერნეტში თამაშ Monster Hunter-ის ეკრანიზაციის პირველი თრეილერი გამოქვეყნდა, რომლის რეჟისორი პოლ უ. ს. ანდერსონია
Disney-მ ემა სტოუნის
სტუდია Disney-ს ახალი პროექტი "კრუელა" 2021 წლის 28 მაისის ნაცვლად 2020 წლის 23 დეკემბერს გამოვა. პრემიერის გადადების
კომენტარის დამატება
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება