11 ფილმი დროში მოგზაურობის შესახებ

11 ფილმი დროში მოგზაურობის შესახებ

20.08.2021 5 279
"ფრედერიკ ფიტცელის განათლება" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
შემთხვევითი შეხვედრა მამაკაცთან, რომელიც ახალგაზრდობაშივე მიივიწყეს, ფრედს მის წარსულში ამოგზაურებს პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით.


"უცხოპლანეტელების კოდი"
უცნობ სატელიტზე ნაპოვნი შეტყობინების გაშიფვრის შემდეგ, კრიპტოგრაფი ალექს ჯეიკობს გააცნობიერებს, რომ მასზე ერთდროულად დაიწყო ნადირობა ხელისუფლების სტრუქტურებმა და არამიწიერმა არსებებმა…


"უკან მომავალში" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ექსცენტრიული პროფესორი დროის მანქანას იგონებს და ახალგაზრდა მეგობართან ერთად ოცდაათი წლით უკან, წარსულში ბრუნდება.


"ტერმინატორი"
პოსტაპოკალიპტურ მომავალში, სუპერკომპიუტერები ტელეპორტით კიბორგ მკვლელს გამოგზავნიან, რომელიც "ტერმინატორის" სახელით არის ცნობილი. ტერმინატორის მიზანია გაანადგუროს სარა კონორი, რომლის შვილი მომავალში, 21-ე საუკუნეში, მექანიკური ჰეგემონიის წინააღმდეგ აჯანყებულ ადამიანთა ლიდერი იქნება. ამავე დროს, ერთ მებრძოლს ადამიანებიც აგზავნიან სარას დასაცავად. შეძლებს თუ არა იგი ამ ვირტუალური მკვლელი მანქანის შეჩერებას?


"მომავლის ზღვარი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ისტორია ვითარდება არც თუ ისე შორეულ მომავალში, როცა უცხოპლანეტელების რასა, რომლებსაც ეძახიან მიმიკებს, თავს ესხმება დედამიწას და ანადგურებს მილიონობით ადამიანს. დედამიწის არმია აერთიანებს ძალებს, რათა წინ აღუდგეს დაუნდობელ მოწინააღმდეგეს უკანასკნელ ბრძოლაში კაცობრიობის გადასარჩენად.


"დროის შესახებ" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ტიმს გაუმართლა, ის ახალგაზრდა, სიმპათიური და პერსპექტიული იურისტია... გარდა ამისა მას დროში შეუძლია მოგზაურობა. მას გოგონა მოეწონება, თუმცა მის მოხიბვლას ვერ ახერხებს, ამიტომაც გოგონას პირველ პაემანს რამდენჯერმე უნიშნავს.


"შუაღამე პარიზში" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
რომანტიკოსი მწერალი, რომელიც დარწმუნებულია, რომ 1920-იან წლებში უნდა ეცხოვრა, შეყვარებულთან ერთად პარიზში ჩამოდის და წარსულში ხვდება. ის იქ ჰემინგუეის, პიკასოს, ცოლ-ქმარ ფიცჯერალდებს და გერტრუდა სტაინს ხედავს და ხვდება, რომ სწორედ ამ დროებას მიეკუთვნება და იქ სამუდამოდ დარჩენა უნდა.


"თორმეტი მაიმუნი"
2035 წელს, დამნაშავე ჯეიმს ქოულის მეცნიერები ნებაყოფლობით წარსულში გაამგზავრებენ, რათა გაიგოს საიდან წარმოიშვა სასიკვდილო ვირუსი, რომელმაც წინა ათწლეულში თითქმის მთელი დედამიწის მოსახლეობა იმსხვერპლა. მაგრამ როდესაც ქოული 1996-ის ნაცვლად შემთხვევით 1990-ში მოხვდება დაიჭერენ და საგიჟეთში დაამწყვდევენ, სადაც იგი ფსიქიატრს, ვირუსების ცნობილი ექსპერტის შვილს შეხვდება.


"დეჟა ვუ" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ნიუ ორლეანში მომხდარი საშინელი აფეთქების შემდეგ კვალის დასაფარად მოყვანილია ფედერალური აგენტი დაგ კარლინი, რომელსაც სახელმწიფოს საიდუმლო ლაბორატორიაში წაიყვანენ , სადაც დროში მოგზაურობა და წარსულის შეცვლაა შესაძლებელი. დაეხმარება თუ არა ეს კარლინს წარსულის შეცვლაში?


"არ გაუშვა"
მას შემდეგ რაც მამაკაცის ოჯახი სრულად ამოხოცეს, ის იღებს ზარს, ერთ-ერთი გარდაცვლილი დისშვილისგან. იგი არ არის დარწმუნებული ცოცხალს ესაუბრება თუ გარდაცვლილის მოჩვენებას. ან იქნებ სულაც გიჟდება? თუმცა, როგორც აღმოჩნდა ის სრულ ჭკუაზეა...


"მარყუჟი"
ახლო მომავალში, სადაც შესაძლებელი გახდა დროში მოგზაურობა, ერთ-ერთი კორპორაცია იშორებს არასასურველ ადამიანებს და სპეციალურ პაკეტებში განთავსებულებს აგზავნის მათ წარსულში, მაგრამ ეს უკანონოდ ხდება. მიმღები მხარის მოვალეობაში კი შედის - მოკლას მსხვერპლი და მთლიანად ამოშალოს ისტორიიდან. ყველაფერი შესანიშნავად მიდის მანამ, სანამ მთავარი გმირი არ აღმოაჩენს, რომ მორიგი მსხვერპლი თავადაა გამოგზავნილი მომავლიდან.
10 ბრწყინვალე სერიალი დროში მოგზაურობაზე
დროში მოგზაურობა ერთ-ერთია იმ საკითხებს შორის, რომელიც ადამიანებს ძალიან იზიდავთ. თუ დროში მოგზაურობის შესაძლებლობას
T-800 შესაძლებელია გაბოროტდეს
ჰოლივუდს არ სურს T-800-ის ჯართში ჩაბარება: ბოლო 12 წლის განმავლობაში მაყურებლებმა "ტერმინატორის" სამი გადატვირთვა
10 საუკეთესო სამეცნიერო-ფანტასტიკის ჟანრის ფილმი, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ
“ვარსკვლავური გზის” მორიგი თავგადასავალი. დედამიწაზე დაბრუნების შემდეგ, ხომალდ “ენტერპრაიზის” გუნდი ამჩნევს, რომ მათი
ჯეიმს კემერონს
გამოცემა Deadline-თან საუბარში ორიგინალი "ტერმინატორის" რეჟისორმა ჯეიმს კემერონმა ფრენჩაიზის სამომავლო გეგმების შესახებ
ინტერნეტში რეჟისორ ტიმ მილერის და პროდიუსერ ჯეიმს კამერონის ახალი ფილმის - "ტერმინატორი: ბნელი ბედისწერას" პირველი
კომენტარის დამატება
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება