"ჯონ ვიკის" მსგავსი 9 ფილმი, რომელშიც მთავარი გმირი ქალია

11.08.2021 23 344
"ფეთქებადი აგენტი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
აგენტი ლორეინ ბროტონი, მისი უდიდებულესობის საიდუმლო სადაზვერვო სამსახურში მუშაობს. ლორეინი მხოლოდ ჯაშუში არ არის: ის წარმოუდგენლად სექსუალურია, სახიფათოა და თავისი უნარების უნიკალურ შესაძლებლობებს შეუსრულებელი მისიების დროს იყენებს. ბერლინში, სადაც მას საიდუმლო დოსიის დასაბრუნებლად აგზავნიან, იძულებულია ჯაშშ დევიდ პერსივალთან გაერთიანდეს. მათ ერთად სასიკვდილო ჯაშუშური გზის გავლა მოუწევთ.


"ავა" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ავა დაუნდობელი მკვლელია, რომელიც ფარული და სადაზვერვო ოპერაციების ორგანიზაციისთვის მუშაობს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, და გაწაფულია ყველაზე უფრო გახმაურებულ მკვლელობებში. როდესაც ერთ-ერთი საქმე სახიფათოდ ჩავარდება, ავას საკუთარი თავის გადარჩენისთვის მოუწევს ბრძოლა.


"პიტნა" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
მგლოვიარე დედა თავისი ქმრისა და ქალიშვილის მკვლელობების შემდეგ მოხალისე გამომძიებლად გადაიქცევა. იგი არ ენდობა ხელისუფლებას და ცდილობს პირადი ძალებით, თავისებურად აღასრულოს მართლმსაჯულება.


"დენთის კოქტეილი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
იყო ქილერი - მარტივი და გასაართობი საქმეა, განსაკუთრებით კი სემისთვის, რომელსაც დედისგან ამის ნიჭი დაჰყვა, მაგრამ როდესაც გოგონა საკუთარ ბოსს უპირისპირდება, ის სასტიკი კრიმინალებისგან დაკომპლექტებული არმიის სამიზნე ხდება. საბედნიეროდ, დედამისი და მისი ყოფილი მეწყვილეები მზად არიან არაკეთილმოსურნეებს თავიანთი საფირმო "დენთის კოქტეილით" გაუმასპინძლდნენ.



"ბიძგი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ლინდის საკუთარი სიბრაზის მართვა უჭირს და ყოველთვის ეშინია გაბრაზების მომენტში ვინმე არ მოკლავს. საკუთარი თავის გასაკონტროლებლად ლინდი სპეციალურ ჟილეტს ატარებს, რომელიც მას დენს ურტყამს და ამშვიდებს, სანამ რაღაცას ჩაიდენს, მაგრამ შეყვარებულის სიკვდილსი შემდეგ ლინდი კონტროლის დავიწყებას მკვლელის ძებნას გადაწყვეტს.


"ქეითი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
სასტიკი დამნაშავე მოწამლეს და ახლა მას 24 საათზე ნაკლები დრო აქვს, რომ შური იძიოს. პროცესში ის მოულოდნელად ერთ-ერთ თავის მსხვერპლს დაუახლოვდება. ფილმის პრემიერა NETFLIX-ზე მომავალ თვეს შედგება.


"კოლომბიანა" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ახალგაზრდა ქალი, რომელიც მშობლების ამოხოცვას შეესწრება ბოგოტაში, დაქირავებული მკვლელი ხდება, ის ბიძამისთან მუშაობს და ყოველ დღე ახალ-ახალ დავალებებს იღებს, თავისუფალ დროს კი სასტიკ მკვლელობებშია ჩართული, რადგან ერთადერთი მიზანი ამოძრავებს-მისი მშობლების მკვლელის პოვნა და შურისძიება.


"წითელი ბეღურა" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
იძულებით დასრულებული კარიერის შემდეგ, ბალერინა დომინიკა ეგოროვა და დედამისი გაურკვეველი მომავლის წინ აღმოჩნდებიან. გმირი თანხმდება წავიდეს "ბეღურების სკოლაში" , სადაც ასწავლიან როგორ აქციონ ახალგაზრდებმა მათი სხეული და გონება საშიშ იარაღად. დიდი ხნის სადისტური სწავლების შემდეგ გოგონა ყველაზე საშიში ბეღურა ხდება საიდუმლო სამსახურის ისტორიაშია...


"ანა" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ანა პოლიატოვას გამაოგნებელი სილამაზის უკან ერთი საიდუმლო იმალება რომელიც მას ძალასა და უნარს აძლევს - გახდეს მსოფლიოში ყველაზე უფრო საშიში დაქირავებული მკვლელი.
12 ძლიერი ფილმი, რომელიც ნებისმიერ კინომანს მოხიბლავს
მთავარი გმირი, ედი პალმერი ციხიდან გამოდის და მშობლიურ ქალაქში ბრუნდება, სადაც მას ბებია ელოდება. ქალაქში ყველაფერი არც
10 საუკეთესო ფილმი წარმატების შესახებ
ფილმში აღწერილია ვირტუალურ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელის - Facebook-ის შექმნის ისტორია. ამ
12 ნაკლებად ცნობილი თანამედროვე სერიალი, რომლებიც შეიძლება გამოგრჩენოდათ
მაიფენვი ტომასს ერთ წვიმიან დღეს ლონდონის მილენიუმის ხიდის მახლობლად გაეღვიძება - არ ახსოვს ვინ არის, წარმოდგენა არ
ლორეინ ბროტონი შარლიზ ტერონის შესრულებით შესაძლოა ეკრანებზე დაბრუნდეს. "ფეთქებადი აგენტის" რეჟისორმა დევიდ ლითჩს "ჰობსი
ჰოლივუდი Warhammer 40.000-ის მიხედვით სერიალს გადაიღებს
რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი ფრენკ სპოტნიცი, რომელმაც "კაცი მაღალ კოშკშის" და "საიდუმლო მასალების" შექმნაში მიიღო
კომენტარის დამატება
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება