10 ფილმი საშინელ მეზობლებზე
30.07.2021
49 386
ყველა ჩვენგანს ერთი მეზობელი მაინც ჰყავს, რომელიც აღიზიანებს და ნერვებს უშლის. ქვემოთ ჩამოთვლილი ფილმების მთავარ გმირებს კი ნამდვილი ბრძოლა აქვთ გაჩაღებული თავიანთ მეზობლებთან. მოკლედ, გთავაზობთ 10 ფილმს საშინელ მეზობლებზე:
"საშობაო არდადეგები" - უყურეთ CROCONET.GE-ზე (1989)
გრისვოლდების ოჯახი შობისთვის ემზადება. თუმცა, მოულოდნელი სტუმრობა ყველაფერს ცვლის და საყვარელი დღესასწაული ნამდვილ კოშმარად იქცევა…
"სტრეპფორდელი ცოლები" - უყურეთ CROCONET.GE-ზე (2004)
მანჰეტენიდან პროვინციულ ქალაქ სტრეპფორდში გადასული წყვილი ხედავს, რომ მათ მეზობელ მამაკაცებს იდეალური ცოლები ჰყავთ. მერე კი აღმოაჩენენ, რომ სტრეპფორდელი ცოლები სულაც არ არიან ადამიანები…
"გარეუბანი" (1989)
გარეუბანში მცხოვრებ შუახნის კაცს ეჭვი უჩნდება, რომ მის ქუჩაზე გადმოსული ახალი ოჯახის წევრები მკვლელები და სატანური კულტის მიმდევრები არიან. ის მეზობელთან ერთად ცდილობს სიმართლის დადგენას.
"მეზობლები" - უყურეთ CROCONET.GE-ზე (2014)
ახალგაზრდა წყვილი ჩვილი ბავშვით ახალ სახლს ყიდულობს. მათ არ იციან, რომ მეზობლად გართობის მოყვარული სტუდენტი სახლობს, რომელიც ჩვეულ ცხოვრების წესზე უარის თქმას არ აპირებს.
"შიშის ღამე" (1985)
მოზარდი ბიჭი შეპყრობილი ხდება იმ აზრით, რომ მისი მეზობელი ვამპირია და ქალაქს ტანჯავს. ის შეყვარებულთან, მეგობართან და მსახიობთან ერთად ცდილობს სიმართლის დადგენას საშინელ მეზობელზე.
"პარანოია" - უყურეთ CROCONET.GE-ზე (2007)
თინეიჯერი ბიჭი, რომელსაც შინაპატიმრობა აქვს მისჯილი, დარწმუნებულია, რომ მისი მეზობელი სერიული მკვლელია. ის მის ინტენსიურ თვალთვალს იწყებს და მაყურებელიც დაძაბული ელის მოვლენათა განვითარებას.
"ეზოში გამავალი ფანჯარა" - უყურეთ CROCONET.GE-ზე (1954)
მას შემდეგ, რაც ფეხს მოიტეხს და უსაქმურობისგან ლამისაა გაგიჟდეს, ფილმის მთავარი გმირი მეზობლების თვალთვალს იწყებს. ის თავს ირწმუნებს, რომ ერთ-ერთ სახლში მკვლელობა მოხდა და მეგობარ ქალთან ერთად იწყებს საქმის გამოძიებას.
"სათამაშოების ისტორია" (1995)
ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ანიმაცია მოგვითხრობს სათამაშოების ცხოვრებაზე და დიდ დაპირისპირებაზე, რომელიც იწყება მას შემდეგ, რაც მათ ახალი სათამაშო დაემატებათ.
"როზმარის ჩვილი" (1968)
წყვილი საცხოვრებლად ახალ სახლში გადადის. უცნაური მოვლენები ქალის უჩვეულო დაორსულებით იწყება. როზმარი ხვდება, რომ ჩვილი დაუცველია საშიში მეზობლების გარემოცვაში.
"სახლი ქუჩის ბოლოს" (2012)
პატარა ქალაქის ერთ მშვენიერ სახლში საცხოვრებლად ახალგაზრდა ქალი გადმოდის. ის შეიტყობს საზარელ ისტორიას იქაურ ოჯახზე და ამ ამბით ძალიან ინტერესდება. მერე კი აღმოაჩენს, რომ ოჯახის ერთ-ერთი წევრი ცოცხალია და მეზობლად მდებარე სახლში ცხოვრობს…

რა იწვევს დევიანტურ ქცევას, დანაშაულს? ქვემოთ ჩამოთვლილ ფილმებში ადამიანის დაფარული მხარეები, ბოროტება და

ქვემოთ ჩამოთვლილი ფილმები თანამედროვე საზოგადოების სისუსტეებსა და მანკიერ მხარეებს ასახავს, აკრიტიკებს სოციალურ მოდელს

აქაც ის სიტუაციაა, რაც ფილმში “შეხვედრა მშობლებთან”, მაგრამ პირიქით: ბიჭს მოყავს საცოლე თავის დიდ, ემოციურ და მეგობრულ

ქვემოთ ჩამოთვლილი ყველა ფილმი ძალიან საინტერესო ისტორიებს მოგვითხრობს და ახერხებს, მაყურებელი ეკრანზე მიაჯაჭვოს. თუმცა,