12 ძლიერი ფილმი, რომელიც ნებისმიერ კინომანს მოხიბლავს

12 ძლიერი ფილმი, რომელიც ნებისმიერ კინომანს მოხიბლავს

22.06.2021 135 193
"პალმერი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
IMDb: 7.3
მთავარი გმირი, ედი პალმერი ციხიდან გამოდის და მშობლიურ ქალაქში ბრუნდება, სადაც მას ბებია ელოდება. ქალაქში ყველაფერი არც თუ ისე კარგადაა: ყოფილი მარგინალი მეგობრები, უიმედობა და მოწყენილობა. პალმერის მეზობლად ერთი ბიჭუნა ცხოვრობს, რომლის დედა არც თუ ისე პატიოსანი ქალია. ის ერთადერთი ადამიანია, რომელსაც მასზე ზრუნვა შეუძლია.


"სული" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
IMDb: 8.1
მუსიკოსი, რომელმაც მუსიკისადმი ყოველგვარი ვნება დაკარგა, ტრანსპორტირდება საკუთარი სხეულიდან, რათა განიწმინდოს და იპოვოს გზა საკუთარ თავთან დასაბრუნებლად.


"პინგვინი ბლუმი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
IMDb: 6.8
კამერონ ბლუმის ამავე სახელწოდების ბესტსელერზე დაფუძნებული დრამა, რომელიც ახალგაზრდა დედის სემ ბლუმის შესახებ ნამდვილ ამბავს მოგვითხრობს. მისი სამყარო შოკისმომგვრელი და თითქმის სასიკვდილო უბედური შემთხვევის შემდეგ თავდაყირა დგება, რაც მთავარი გმირის პარალიზებით სრულდება და ღრმა დეპრესიაში აგდებს. იმ დროს, როცა სემის მეუღლე, მათი სამი პატარა ვაჟი და მისი დედა მთელი ძალებით ცდილობენ ახალ მდგომარეობას შეეგუონ, მოულოდნელად მათ სამყაროში დაჭრილი კაჭკაჭის სახით ახალი მოკავშირე გამოჩნდება, რომელსაც ისინი პინგვინს დაარქმევენ… ფრინველის გამოჩენას ბლუმების ოჯახში დიდი ხნის ნანატრი სიხარული მოაქვს, რომელიც საბოლოოდ მნიშვნელოვნად შეცვლის სემის ცხოვრებასაც.


"დაცემა"
IMDb: 6.4
უკვე ღრმა ასაკში მყოფი კაცი თავის ვაჟთან გადადის საცხოვრებლად, რომელსაც ბედნიერი ცხოვრება აქვს: საყვარელი მამაკაცი, ქალიშვილი და კარგი სამუშაო. მოხუცის სახლში გამოჩენამ, რომელიც თავისი წესებით ცხოვრებას მიეჩვია შეიძლება კონფლიქტი გამოიწვიოს.


"ეშმაკი დეტალებშია" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
IMDb: 6.3
დეკი, კალიფორნიის კერნის ოლქის შერიფის მოადგილე, ლოს ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის მოხერხებულ დეტექტივ ბაქსტერთან ერთად სერიული მკვლელის დაჭერას ცდილობს. დეკიმ გამოცდილებით იცის, რომ ეშმაკი დეტალებშია, და არც ცდება, მაგრამ მისი სურვილი წესებს გვერდი აუაროს ბაქსტერს სულისშემძვრელ დილემამდე მიიყვანს. ამასობაში, დეკისაც მოუწევს თავის წარსულის ბნელ საიდუმლოებასთან შერკინება.


"ტოგო" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
IMDb: 8.2
გუნარ კაასენი გახლდათ პირველი, 1925 წლის, დიფტერიის შრატის ნომში ჩამოსატან რბოლაში, რომელმაც 1925 წლის 3 თებერვალს ნომიდან 600-ზე მეტი მილის დაშორებით, ნენანადან ჩამოიტანა დიფტერიის შრატი ალასკაში.ეს იყო მარხილის ძაღლებისაგან შემდგარი რამოდენიმე ჯგუფის ერთობლივი რბოლა, რომლებმაც 1085 კმ დაფარეს 5 დღეში. რბოლის ყველაზე გრძელი და სახიფათო მონაკვეთი 146 კმ გაიარა ლეონარდ სეპალამ თავისი მარხილის მეწინავე ძაღლით, "ციმბირული ჰასკი" სახელად ტოგო.


"მსოფლიოს ახალი ამბები" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
IMDb: 6.9
დაქვრივებული სამოქალაქო ომის ვეტერანი თანახმაა გოგონა, რომელიც კიოვას ტომმა წლების წინ წაიყვანა თავის დეიდასა და ბიძას დაუბრუნოს, მისივე ნების საწინააღმდეგოდ. ისინი ასობით მილს გაივლიან და სერიოზულ საფრთხეებსაც გადაეყრებიან, ეძენებ რა ადგილს, რომელიც ორივეს შეუძლია სახლად მიიჩნიოს.


"გათხრები" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
IMDb: 7.1
რეალურ მოვლენებზე დაფუძნებული დრამა ქვრივის, ედიტის შესახებ გვიყვება, რომელსაც გათხრებისთვის არქეოლოგს ქირაობს. ედიტი ვარაუდობს, რომ მიწისქვეშ ნამდვილი განძია დამარხული, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი უფრო სერიოზულადაა. ამავდროულად ინგლისი მეორე მსოფლიო ომში ერთვება.


"მამა" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
IMDb: 7.9
მამაკაცი შედის ასაკში და ქალიშვილისგან ყოველგვარ დახმარებაზე უარს ამბობს. შეეცდება რა ცვალებადი გარემოებების არსს ჩასწვდეს, საყვარელ ადამიანებშიც ეჭვი შეეპარება, თავის თავშიც და არსებულ რეალობაშიც.


"იუდა და "შავი მესია“" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
IMDb: 7.5
ილინოისის „შავი პანტერების პარტიის“ თავმჯდომარის, ფრედ ჰამპტონის ისტორია, და გამოძიების ფედერალური ბიუროს ინფორმანტის - უილიამ ო’ნილის მიერ მისი საბედისწერო ღალატი.


"მისი სახლი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
IMDb: 6.4
სამხრეთ სუდანის საომარი ტეროტორიებიდან ლტოლვილთა წყვილი გამოაღწევს. ისინი ცდილობენ ახალი ცხოვრება ინგლისის ერთ-ერთ ქალაქში დაიწყონ.


"მავრიტანელი"
IMDb: 7.4
ფილმი გუანტანამოელი პატიმრის შესახებ, რომელსაც ბრალს საშინელი ტერაქტის მოწყობაში სდებენ. კინოსურათი რეალურ მოვლენებს ეფუძნება და აღწერილია ადამიანის ისტორია, რომელიც ექვსი წელი ციხეში ბრალდების წაყენების გარეშე იჯდა.
10 შესანიშნავი ფილმი საშინელი დასასრულით
ქვემოთ ჩამოთვლილი ყველა ფილმი ძალიან საინტერესო ისტორიებს მოგვითხრობს და ახერხებს, მაყურებელი ეკრანზე მიაჯაჭვოს. თუმცა,
დრამა
სტრიმინგ-სერვისმა Apple-მა ფილმ "პალმერის" სადებიუტო თრეილერი გამოაქვეყნა. მასში მთავარ როლს ჯასტინ ტიმბერლეიქი
ნაომი უოთსის ახალი ფილმის -
ინტერნეტში ავსტრალიური დრამა "პინგვინი ბლუმის" პირველი თრეილერი გამოქვეყნდა, რომელშიც მთავარ როლს ნაომი უოტსი ასრულებს.
კეტი პერი და ორლანდო ბლუმი მშობლები გახდნენ
მომღერალი კეტი პერი დედა პირველად გახდა. მან ორლანდო ბლუმისგან გოგონა გააჩინა. მშობლებმა გოგონას დეიზი დავ ბლუმი
ჯასტინ ტიმბერლეიკი კინოში ბრუნდება
მომღერალი და მსახიობი ჯასტინ ტიმბერლეიკი დიდ ეკრანზე დრამა "პალმერით" გეგმავს. ფილმის რეჟისორი ფიშერ სტივენსი იქნება.
კომენტარის დამატება
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება