ცუდი გოგონები, პრინცესები და კალათბურთი: 2000-იანი წლების 7 საკულტო რომანტიკული კომედია

ცუდი გოგონები, პრინცესები და კალათბურთი: 2000-იანი წლების 7 საკულტო რომანტიკული კომედია

06.05.2021 13 196
"კი, არა, ალბათ" - უყურეთ CROCONET.GE-ზე (2008)
როდესაც უილი ქალიშვილს მისი და დედამისის გაცნობის ისტორიას უყვება აღმოაჩენს, რომ წარსულის გადახედვა შესაძლოა სამომავლო შანსად გადაიქცეს. ფილმი ძალიან მოგვაგონებს სერიალ "როგორ შევხვდი დედათქვენს", მაგრამ რაიან რეინოლდსის კომედია 200 სერია არ გრძელდება და ბევრად უფრო ლამაზი და საინტერესო ფინალი აქვს.


"რაღაც, სიყვარულის მსგავსი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე (2005)
რეისზე ლოს-ანჯელესიდან ნიუ-იორკამდე, ოლივერი და ემილი მათი შეხვედრით მხოლოდ იმას ამტკიცებენ, რომ ერთმანეთს ვერ ეწყობიან. შემდეგი შვიდი წლის განმავლობაში ისინი ერთმანეთს შიგადაშიგ შემთხვევით ხვდებიან, ნაცნობობიდან მეგობრობაში გადადიან, მეგობრობიდან კი ... სიყვარულში?


"ჯუნო" - უყურეთ CROCONET.GE-ზე (2007)
ახალგაზრდა გოგონა, სახელად ჯუნო, აღმოაჩენს რომ ორსულადაა და ცდილობს პრობლემას თავად გაუმკლავდეს. ის მალე სწავლობს თუ როგორია იყო მოზრდილი. "ჯუნო" ერთის მხრივ ძალიან უბრალო სიუჟეტის მქონე კინოა, ხოლო მეორეს მხრივ კი ძალზედ მელანქოლიურია და სწორედ ამ ორმაგ ნატურაში იმალება მთელი მისი მშვენიერება.


"პრინცესას დღიურები" (2001)
15 წლის მია სან-ფრანცისკოში ჩვეულებრივი ამერიკული ცხოვრებით ცხოვრობს. მამის გარდაცვალების შემდეგ გოგონა შეიტყობს , რომ მისი მამა ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის პრინცი იყო, ის კი სამოფო ტახტის ერთადერთი მემკვიდრეა. ახლა მია ნამდვილი პრინცესა უნდა გახდეს, ისწავლოს ეტიკეტი და სამეფო მანერები.


"სიყვარული და კალათბურთი" (2000)
მონიკა და კვინსი ერთმანეთს ბავშვობიდან იცნობენ, ისინი ტოლები არიან. 11 წლის ასაკში კვინსი გაოგნებული იყო იმით, რომ გოგოს ბიჭებზე უკეთესად შეეძლო კალათბურთის თამაში. მაგრამ დრო გავიდა და ბავშვები გაიზარდნენ. მეგობრობის სანაცვლოდ მათ სხვა გრძნობა ეწვიათ – სიყვარული. თუმცა სამწუხაროდ ეს დიდხანს არ გაგრძელდა. კვინსი, ოცნებობდა მამასავით NBA ცნობილი მოთამაშე გამხდარიყო. ამის გამო ის მიატოვებს მონიკას და პროფესიონალურ სპორტს გაყვება. მაგრამ ცხოვრებაში ყოველთვის შეიძლება შეცდომების გამოსწორება?


"27 ქორწინება" - უყურეთ CROCONET.GE-ზე (2008)
მას შემდეგ, რაც ახალგაზრდა ქალი უკვე 27-ჯერ იყო მეჯვარე, ის ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდება, რადგან საკუთარი დის გვერდით მოუწევს დგომა, რომელიც ცოლად იმ მამაკაცს მიყვება, რომელიც მას მალულად უყვარს.


"რეალური დენი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე (2007)
დენი მარტოხელა მამაა, რომელმაც თავისი სიცოცხლე სამ ქალიშვილს შესწირა. ერთ მშვენიერ დღეს, ის წიგნების მაღაზიაში მარის გაიცნობს, რომლის გამოჩენის შემდეგაც მისი ცხოვრება კარდინალურად იცვლება. მაგრამ სიხარული ცოტა ნაადრევია, რადგან აღმოჩნდება, რომ მარი მისი ძმის საცოლეა.
საუკეთესო კომედიები ოჯახზე
აქაც ის სიტუაციაა, რაც ფილმში “შეხვედრა მშობლებთან”, მაგრამ პირიქით: ბიჭს მოყავს საცოლე თავის დიდ, ემოციურ და მეგობრულ
10 შესანიშნავი ფილმი საშინელი დასასრულით
ქვემოთ ჩამოთვლილი ყველა ფილმი ძალიან საინტერესო ისტორიებს მოგვითხრობს და ახერხებს, მაყურებელი ეკრანზე მიაჯაჭვოს. თუმცა,
7 თანამედროვე რომანტიული კომედია სკოლის მოსწავლეების შესახებ
ვიოლეტისა და თეოდორის ამბავი, რომლებმაც ერთმანეთის ცხოვრება სამუდამოდ შეცვალეს. ისინი წარსულის ემოციური და ფიზიკური
10 საუკეთესო თანამედროვე კომედია დროის ხალისიანად გასატარებლად
ორი განსხვავებული კლასის წარმომადგენელი ქალი შეეცდება შური იძიოს მამაკაცზე, რომელმაც ორივე მათგანი მწარედ გააწბილა.
10 ფილმი სიყვარულის დაბადების შესახებ
ფილმში მოთხრობილია ცნობილი ავსტრიელი მხატვრის გუსტავ კლიმტის და ლია დე კასტროს ვნებიანი სიყვარულის ისტორია, მისი ბრძოლა
კომენტარის დამატება
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება