10 სასარგებლო ფილმი ურთიერთობების გასამყარებლად

10 სასარგებლო ფილმი ურთიერთობების გასამყარებლად

07.04.2021 18 970
"ქმრები და ცოლები"
დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს ორ ოჯახურ წყვილს - გეიბს და ჯუდის, ჯეკს და სალის. მოულოდნელად თავზარდამცემი ახალი ამბავია: ჯეკი და სალი ერთმანეთს შორდებიან! შოკმა გაიარა, ახლა მოქმედების დროა. თუმცა მათ ასაკს შემოდგომის პერიოდი დაუდგა, ყოველი მათგანი ცდილობს ბედნიერების გაფრენილ ჩიტს შეავლოს ხელი.


"სევდიანი ვალენტინი" - უყურე CROCONET.GE-ზე
დინი და სინდი სიყვარულში ბანაობდნენ, მაგრამ წლები გავიდა და მათ შორის გრძნობები ჩაქრა. ფილმში ეს პატარა დეტალებითაც კი არის გადმოცემული.


"მზის ჩასვლამდე" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ცხრა წელიწადი გავიდა მას შემდეგ, რაც ამერიკელმა სტუდენტმა, ჯესიმ მატარებელში მომხიბლავი ფრანგი გოგონა, სელინი გაიცნო და მასთან ერთად ერთი დაუვიწყარი დღე გაატარა ვენაში. ამ ხნის მანძილზე ორივე ბევრი რამ შეიცვალა და აი, ისინი კვლავ ხვდებიან ერთმანეთს.


"ვის ეშინია ვირჯინია ვულფის?"
ფეთხუმი, ვულგარული მარტას როლმა ელიზაბეტ თეილორს ამერიკული კინოაკადემიის მეორე პრემია მოუტანა, ასევე – ნიუ–იორკის კინოკრიტიკოსებმა და ბრიტანულმა კინოაკადემიამ ის საუკეთესო მსახიობად სცნო. რიჩარდ ბარტონი მისი ქმრის როლს ასრულებს, იგი ისტორიის პროფესორს ასრულებს, რომელსაც თავისივე ემოციები სტანჯავს.


"ისტორია ჩვენს შესახებ"
ბენი და ქეიტ ჯორდანები დაქორწინებული წყვილია, ისინი ერთად ცდილობენ გადალახონ თხუთმეტ წლიანი ცოლ-ქმრული ურთიერთობის კრიზისი.


"2 დღე პარიზში" - უყურე CROCONET.GE-ზე
ჯეკი მღელვარე, იპოჰონდრიკი ნიუ-იორკელია რომელიც მის თავისფლებისმოყვარე და მსუბუქი ხასიათის მქონე პარიზელ შეყვარებულთან მარიონთან ერთად დასასვენებლად ევროპაში ჩადის. მაგრამ როდესაც მათ მარიონის მშობლიურ ქალაქში 2 დღით გაჩერება მოუწევთ, ეს რომანტიული მოგზაურობა სხვა რაღაცას ემსგავსება, რადგან ჯეკი მარიონის სექსუალურ გარყვნილებას და მის უცნაურ ოჯახს აღმოაჩენს.


"უბის წიგნაკი" - უყურე CROCONET.GE-ზე
სიყვარულის ეპიკური ისტორია მოხუცი კაცის შესახებ, რომელიც ხმამაღლა უკითხავს დღიურს ალცჰეიმერით დაავადებულ ქალს. გაცრეცილი უბის წიგნაკიდან, მოხუცი კაცის სიტყვები აცოცხლებს ისტორიას წყვილისა, რომელიც მეორე მსოფლიო ომმა დააშორა და შემდეგ ისევ შეახვედრა ერთმანეთს.


"ხუთჯერ ორი" - უყურე CROCONET.GE-ზე
თანამედრვე წყვილის ისტორია: ჟილი და მარიონის, რომელიც ხუთ ეპიზოდშია ნაჩვენები: მათი განქორწინება, მათი სადილი მეგობრებთან ერთად, პირველი ბავშვის დაბადება, მათი ქორწილი და გაცნობა.


"სიყვარული მანძილზე" - უყურე CROCONET.GE-ზე
ბარში ლუდის სმისას და არაფრის შესახებ საუბრისას... მეორე დღეს საუზმისას ერინის უსაზღვრო მახვილგონივრობა და გულწრფელი უშუალობა გულგატეხლ გარეტს ხიბლავს. ვნება კვლავ იფეთქებს მასში და გრძნობა ორივე ახალგაზრდას წალეკავს მთელი ზაფხულის განმავლობაში, მაგრამ არავინ ელოდა რომანის გაგრძელებას, რადგან ერინი სახლში მიემგზავრება სან-ფრანცისკოში, ხლო გარეტი ნიუ-იორკში რჩება სამუშაოდ. თუმცა შეუჩერებელი მხიარულების ექვსი კვირა, იმხელა მნიშვნელობას იღებს, რომ ორივე უკვე დარწმუნებული არაა, სურთ თუ არა რომ ეს ყველაფერი დამთავრდეს.
10 საუკეთესო თანამედროვე კომედია დროის ხალისიანად გასატარებლად
ორი განსხვავებული კლასის წარმომადგენელი ქალი შეეცდება შური იძიოს მამაკაცზე, რომელმაც ორივე მათგანი მწარედ გააწბილა.
10 ფილმი სასიყვარულო მრავალკუთხედების შესახებ
ჯეკისა და ჰენკის ოჯახები დიდიხანია მეგობრობენ. ჯეკი და ჰენკი უნივერსიტეტში იკარგებიან , ცოლები კი ტერი და ედიტი სახლში
სასიამოვნოდ მოყოლილი ცხოვრებისეული ისტორიები - 10 ფილმი
ორი შუახნის კრიზისში მყოფი მეგობარი სამოგზაუროდ მიდის პატარა ქალაქში, რომელიც განთქმულია თავისი ღვინოებით.
ოლივია უაილდი და ჯეისონ სუდეიკისი ერთმანეთს დაშორდნენ
დასავლური პრესის ინფორმაციით მსახიობები ოლივია უაილდი და ჯეისონ სუდეიკისი ერთმანეთს შვიდწლიანი ურთიერთობების შემდეგ
10 მშვენიერი ფილმი იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ოჯახი
სანაპირო დაცვის დაქვრივებული ადმირალი შეხვდება თავისი ოცნების ქალს, რომელმაც ცოტა ხნის წინ ქმარი დაკარგა. ორ უკვე არც
კომენტარის დამატება
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება