რა ჟანრის ფილმებს უნდა უყუროთ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

რა ჟანრის ფილმებს უნდა უყუროთ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

01.04.2021 394
რა ჟანრის ფილმებს უნდა უყუროთ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ცეცხლოვანი ნიშნები: ვერძი, ლომი, მშვილდოსანი
ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლები სენტიმენტალური ადამიანები არიან, რადგან სხვა ადამიანების პრობლემებს გულთან ახლოს ღებულობენ, ამიტომაც დრამატულმა კინომ მათზე შეიძლება დიდი გავლენა იქონიოს, მაგრამ პირველ რიგში ისინი ძალიან თავმოყვარეები არიან, ამიტომაც მოეწონებათ ისეთი ფილმები, რომელთა მთავარი გმირები გამოჩენილი ადამიანები არიან, რომლებმაც სოციუმის მწვერვალს მიაღწიეს, თუნდაც ფილმები სუპერგმირების შესახებ, რომლებსაც მთელი მსოფლიო აღმერთებს. მძაფრ-სიუჟეტიანი ბოევიკები მათი საყვარელი ჟანრი უნდა იყოს.

ვერძს ყველაფერი ახალი აინტერესებს, ამოუცნობი, გაურკვეველი - სამეცნიერო-ფანტასტიკის ჟანრის ფილმმა შეიძლება მათი ყურადღება დიდიხნით მიიქციოს.

ლომები სიამოვნებით უყურებენ ისეთ ფილმებს, რომლებშიც ფიგურირებენ ისეთი რაღაცეები, როგორებიცაა პრესტიჟი, ფული, დიდება და ავანტურიზმი.

მშვილდოსნებს, რომლებსაც გართობა უყვართ კომედიური ჟანრი მოეწონებათ, ოღონდ ისეთი კომეიდა, რომელიც მათ თვალსაწიერს გააფართოვებს, რაღაც ახალს მოუყვება, ისინი სათავგადასავლო ჟანრითაც ისიამოვნებენ.

რა ჟანრის ფილმებს უნდა უყუროთ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

წყლის ნიშნები: კირჩხიბი, მორიელი, თევზები
წყლის ნიშნები წარმოუდგენლად მგრძნობიარეები და ფსიქოლოგიურები არიან, ამიტომაც ისინი ყოველთვის მზად არიან გასაჭირში მყოფ ადამიანს უთანაგრძნონ. დრამები, ფსიქოლოგიური თრილერები, ფილმები, რომლებიც მარადიულ კითხვებს სვამენ - სიკვდილი, სიცოცხლე, სიყვარული მათ ნამდვილად მოეწონებათ.

კირჩხიბს ისტორია უყვარს, ამიტომაც ისტორიული სურათები მათ ნამდვილად მოეწონებათ. ფილმებით შვილებისა და მშობლების ურთიერთობების, ოჯახური პრობლემების და განსაკუთრებული ბავშვების შესახებ კირჩხიბებს ნამდილად ისიამოვნებენ. ამის გარდა მათ ბუნება და მისი მობინადრეები უყვართ, ამიტომაც ისტორიებით, რომლებშიც ცხოველების ერთგულება და მათ მიერ ადამიანის სიყვარულია გადმოცემული ნამდვილად ისიამოვნებენ.

მორიელები მგზნებარე ტემპერამენტით და ძლიერი ხასიათით გამოირჩევიან. მათ მოეწონებათ ფილმები, რომლებიც ვნების, რაღაცის განუყოფლად ფლობის სურვილის, ეჭვიანობის, სიყვარულის და სიკვდილის შესახებაა. როგორც ყველაფერი იდუმალის, მათ საკრარული მნიშვნელობის ფილმები აინტერესებთ. მორიელებს შეიძლება კრიმინალური და სამხედრო თემატიკაც დააინტერესოთ. მათ სარკაზმიც იზიდავთ, ამიტომაც შავი იუმორის მქონე კომედიებიც უნდა მოეწონოთ.

თევზები - იდეალისტები და ფანტაზიორები არიან და პატარა რაღაცაზეც კი ძალიან ღელავენ. ისინი ნერვიულობენ, რომ მათ შეიძლება ვერ გაუგონ, ამიტომაც თევზებს ცრემლიანი, დამაფიქრებელი ისტორიები, ბედნიერი დასასრულის მქონე მელოდრამები, რომანტიული კომედიები მოეწონებათ.

რა ჟანრის ფილმებს უნდა უყუროთ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ჰაერის ნიშნები: სასწორი, მერწყული და ტყუპები
ჰაერის ნიშნების წარმომადგენლებს მსოფლიოს შეცნობა ინტელექტის პრიზმის, ურთიერთობის და კონტაქტების დახმარებით მოსწონთ, თუმცა მათ თანაგრძნობა დიდად არ ახასიათებთ - უფრო შორიდან დაკვირვება მოსწონთ.

მათ არ მოსწონთ იმ ჟანრის ფილმები, რომლებზეც წყლის და ცეცხლის ნიშნები გიჟდებიან, მაგალითად არ უყვართ ღრმა ფსიქოლოგიური სიუჟეტის მქონე დრამები, რომლებიც ცრემლებს იწვევენ, თუმცა შეიძლება მოეწონოთ მსუბუქი და რთული, მაგრამ დინამიური და შემეცნებითი კინო, მათი ჟანრებია: არტ-ჰაუსი, ბიოგრაფიული ფილმები, კომედიები, თრილერები.

სასწორი სილამაზეს და ჰარმონიას აფასებს. დიდი სიამოვნებით უყურებს მშვენიერ ისტორიულ ფილმს, რომელშიც აქცენტი ესთეტიურ სილამაზეზეა გაკეთებული. სასწორს მსუბუქი კინო მოსწონს, მართლა სახალისო ხუმრობებით.

მერწყულის წარმომადგენლები ორიგინალის დაფასებით გამოირჩევიან. უცნაური კინო, არტ-ჰაუსი, ფილმი, რომელსაც რაღაც ორიგინალური და არასტანდარტული შემოაქვს.

ტყუპები ორი საათი ფილმს ვერ უყურებს, ამიტომაც კინო იმდენად დინამიური უნდა იყოს, რომ ამ დაუოკებელი ტემპერატმენტის მქონე ნიშანს შეესაბამებოდეს. ეს შეიძლება იყოს კომედია, ლიტერატურული ნაწარმოების ეკრანიზაცია, მძაფრ-სიუჟეტიანი ბოევიკი. მთავარია სიუჟეტური ხაზი იყოს დინამიური.

რა ჟანრის ფილმებს უნდა უყუროთ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

მიწის ნიშნები: თხის რქა, კურო და ქალწული
ეს ნიშნები ცხოვრებას რაციონალურად გამოყენების პრიზმით აღიქვამენ. ისინი ისეთ ფილმებს უყურებენ, რომლებიც მათთვის რაღაც სარგებლის მომტანები არიან. ისინი არც ფანტასტიკის ჟანრზე იტყვიან უარს, რადგან თვლიან, რომ ახალ გამოგონებებს და აღმოჩენებს ცხოვრების შეცვლა ძალიან მალე შეუძლიათ.

თხის რქას თავდასხმა ახასიათებს, აქტიურია, მოუთმენელია, მიზანდასახულია - მოეწონებათ ბოევიკები და ექშენი. დიდი ამბიციების გამო მათ ისეთი ფილმები დააინტერესებთ, რომელშიც ადამიანი თავისი შესაძლებლობების ზღვარს სცდება და მიზნის მისაღწევად მზად არის ყველაფერი გარისკოს. თხის რქამ შეიძლება სიამვონება პოლიტიკური თრილერითაც კი მიიღოს.

კუროს ყველაზე ობიექტურად შეუძლია შეფასება, ისინი ნამდვილად გემოვნებიანს, ლამაზს და ძვირფასს აფასებენ, ამიტომაც მათ შეიძლება დააინტერესოთ ფილმები, რომლებშიც მსახიობების, რეჟისორის, კოსტუმების და სიუჟეტის ობიექტურად შეფასება არის შესაძლებელი. შეიძლება მოეწონოთ ისტორიები დიდებული ფინანსისტების შესახებ, რომელშიც გმირი მარტივად მდიდრდება და ფუფუნებაში ცხოვრობს.

ქალწული - ინტელექტუალური ნიშანია. ძალიან მოსწონთ რთული და ჩახლართული დეტექტივები, ფანტასტიკა. ქალწულის ძირითადი დევიზია - მსახურობა, ამიტომაც ფილმები იმის შესახებ, რამაც შეიძლება მას ემსახუროს ნამდვილად მოეწონება. მას მეთოდიკა და ტექნიკა აქტიურად აინტერესებს, ამიტომაც შეიძლება დაინტერესდეს იმ ფილმით, რომელშიც რაღაც საქმის სრულყოფილად დაუფლება არის ნაჩვენები.
Disney-ს აქვს ისეთი ფილმები, რომელთა გამოშვება სტრიმინგ-სერვისზე არ შეიძლება, ამიტომაც სტუდიამ თავისი რამდენიმე
5 მიზეზი, რომ ფილმებს Croconet.Ge-ზე უყუროთ
2018 წელს შეიქმნა საიტი, რომლის შესახებაც წინასწარ არავინ არაფერი იცოდა, მოგვიანებით ეს საიტი განვითარდა და მასზე ბევრი
გილერმო დელ ტორო კომიქსების ეკრანიზაციას აღარ გეგმავს
პორტალ Entertainment Tonight-თან ინტერვიუში "ბლეიდი 2-ის" და "ჰელბოის" დილოგიის რეჟისორმა გილერმო დელ ტორომ აღნიშნა,
საუკეთესო ფილმები ქრისტეს შესახებ, რომლებსაც სააღდგომო დღეებში უნდა უყუროთ
წარმოგიდგენთ იესო ქრისტეს შესახებ გადაღებულ საუკეთესო ფილმებს, რომლებსაც სააღდგომო დღეებში აუცილებლად უნდა უყუროთ.
საუკეთესო ფილმები სიყვარულის შესახებ
მელოდრამები ან ფილმები სიყვარულის შესახებ ხშირად არ უყურებენ და ამის მიზეზი ალბათ ის არის, რომ სიყვარულის ისტორიამ
povozkinShife
#1 povozkinShife Guests 5 აპრილი 2021 15:09
Служба касательно развозка пассажиров по заранее арендованном автобусе от фирмы Повозкинь https://povozkin.ru/arenda-avtobusa предоставляет реализовывать поездки у любое место к любом промежуток, именно в данный момент клиент сможете рассчитать серьезное гулянку затем находиться точно у данной информации, что наша компания совершенно труда покатаем всех личных туристов. Кооператив Повозкинь совершает рейсы именно по окружности Москве также за городскими территорией в разумную оплату и из всеми содержанием непосредственно в микроавтобусе. Преимущественно к потенциальных пользователям для Вас у фирмы есть внушительный салон авто, где Вы можете выбрать комфортный https://povozkin.ru/ спецавтобус: большой автобус, маршрутка или легковые автомобиль и оплатить его на намеченную день. наша компания хорошо исполним тур коллектива, ваших коллег, школьников, друзей, студентов по необходимом численности у комфортных салонах авто также из Povozkin.Ru профессиональными водителями. Написать резерв автомобиля под вашего день возможно непосредственно на презентованном веб-страничке, наполнив анкету либо связавшись на наш номер сотового!
Jasonwrode
#2 Jasonwrode Guests 6 აპრილი 2021 13:19
прикона,позитттивчик


-----
купить кондиционер в киеве https://master-climat.com.ua/
კომენტარის დამატება
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება