12 ნაკლებად ცნობილი თანამედროვე სერიალი, რომლებიც შეიძლება გამოგრჩენოდათ

12 ნაკლებად ცნობილი თანამედროვე სერიალი, რომლებიც შეიძლება გამოგრჩენოდათ

30.03.2021 14 990
"მაროკოული მაფია" - უყურეთ CROCONET.GE-ზე (2018)
სერიები სამი საუკეთესო მეგობრის რომანოს, პენსილის და პოუპის შესახებ. მატ ერთად აქციეს წვრილმანი ხულიგნობა დიდ დანაშაულად. სანამ ამას გაიაზრებდნენ ისინი უკვე აკონტროლებდნენ კოკაინის მთელ ბაზარს ამსტერდამში. ეჭვიანობის გამო, მეგობრების ჯგუფი იშლება, რაც მათ ერთმანეთთან აპირისპირებს.


"სიცოცხლისთვის" - უყურეთ CROCONET.GE-ზე (2020)
პატიმარი იურისტის როლს ირგებს, რათა თავიდან აიცილოს სამუდამო პატიმრობა იმ დანაშაულისთვის, რომელიც არ ჩაუდენია.


"ზევსის სისხლი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე (2020)
ანტიკურ საბერძნეთში მცხოვრები ჰერონი გაიგებს, რომ ის სინამდვილეში ზევსის შვილია და მისი დანიშნულება დედამიწის დემონებისგან გადარჩენაა.


"თეირანი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე (2020)
ისრაელის დაზვერვის “მოსადის” კომპიუტერული ჰაკერი-აგენტი თამარ რაბინია ყველაზე მტრული და სახიფათო ქალაქის თეირანის ცენტრში თავის პირველ საშიშ მისიას ასრულებს, რომელიც ასევე მისი დაბადების ადგილია. მისი ამოცანაა – ირანული ბირთვული რეაქტორის მწყობრიდან გამოყვანა, რომელსაც არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთის, არამედ მთელს მსოფლიო წესრიგზე აქვს გავლენა. როდესაც მოსადის საიდუმლო მისია კრახს განიცდის, მთავარი გმირი თეირანში ირიყება, სადაც ის თავიდან აღმოაჩენს თავის ირანულ ფესვებს და დემოკრატიის მომხრე აქტივისტს გაიცნობს. მაგრამ თავისი მისიის შესახებ თვითანალიზს კიდევ უფრო დიდ წინააღმდეგობამდე მიჰყავს. ყველაფერთან ერთად დაძაბულობა იზრდება, რადგან ირანის ხელისუფლება მთელი ძალებით ცდილობს მის პოვნას.


"გაუქმება" - უყურეთ CROCONET.GE-ზე (2019)
28 წლის ალმა სან ანტონიოში, ტეხასში ცხოვრობს. როდესაც ავტოავარიაში სიკვდილს ძლივს გადაურჩება, აღმოაჩენს, რომ დროსთან მიმართებით სხვანაირი კაშირი ჩამოუყალიბდა. ავითარებს რა თავის ახალ უნარებს, ალმა პასუხს ეძებს კითვხაზე თუ როგორ დაიღუპა მამამისი.


"მის თვალებს მიღმა" - უყურეთ CROCONET.GE-ზე (2021)
არტოხელა დედა ლუიზა ბარში უცნობ სიმპათიურ მამაკაცს სახელად დევიდს გაიცნობს, მოგვიანებით ის გაიგებს, რომ დევიდი მისი უფროსია, მაგრამ ლუიზას მასთან ურთიერთობის გაწყვეტა არ შეუძლია, ამიტომაც უმეგობრდება დევიდის მეუღლეს. ნელ-ნელა ლუიზა ხვდება, რომ მეუღლეები რაღაც საშინელ საიდუმლოს მალავენ.


"ვალერია" - უყურეთ CROCONET.GE-ზე (2021)
რომანტიკული დრამა, ახალგაზრდა მწერლის, სახელად ვალერიას შესახებ, რომელიც შემოქმედებით და ოჯახურ კრიზისში იმყოფება. ამ მძიმე მდგომარეობიდან გამოსავალის ძებნის მცდელობისას, მთავარი გმირი თავის სამ საუკეთესო მეგობართან: კარმენთან, ლოლასთან და ნერასთან ერთად სამოგზაუროდ მიდის, სადაც ისინი მის მხარდაჭერას ცდილობენ. ეს არის ამბავი სასიყვარულო ემოციებზე და მეგობრობაზე, ეჭვიანობასა და ღალატზე, სიყვარულის ნაკლებობაზე, დარდსა და მომავალის იმედზე.


"დოლარი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე (2018)
პატარა ამერიკული ქალაქი 2007-2009 წლის ეკონომიკური კრიზისის შემდგომ ნელ-ნელა იუმჯობესებს მდგომარეობას. დოლარმა მრავალ ხელში გაიარა და გააერთიანა ერთმანეთისთვის უცნობი შოკისმომგვრელ მკვლელობაში მონაწილე ადამიანები.


"ჭადრაკის ფიგურა" - უყურეთ CROCONET.GE-ზე (2019)
მაიფენვი ტომასს ერთ წვიმიან დღეს ლონდონის მილენიუმის ხიდის მახლობლად გაეღვიძება - არ ახსოვს ვინ არის, წარმოდგენა არ აქვს რატომაა ამდენი რეზინისხელთათმნიანი ადამიანის გვამი მიმოფანტული მის ირგვლივ. როდესაც გაიგებს, რომ იგი ერთერთი მაღალჩინოსანი ყოფილა „ჩექგაი“-ში, რომელიც ბრიტანეთის უკანასკნელი საიდუმლო სამსახურია პარანორმალური უნარების ადამიანებისათვის, მოუწევს ამ სააგენტოს სახიფათო და რთულ სამყაროში „იმოძრავოს“, რათა გაიგოს ვინ წარუშალა მეხსიერება - და რატომაა იგი სამიზნე.


"პერი მეისონი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე (2020)
მოვლენები 1932 წელს ლოს-ანჟელესში ვითარდება. სიუჟეტის ცენტრში, ამერიკელი დეტექტიური ჟანრის კლასიკოსის ერლ სტენლი გარდნერის რომანების გმირი, ადვოკატი პერი მეისონია. მაშინ როდესაც შეერთებული შტატები დიდი დეპრესიის შემდეგ ძალებს იკრებს, ლოს ანჟელესში აღმავლობის ხანაა. ქალაქი იზრდება და ვითარდება, რასთან ერთადაც იზრდება გატაცებული ბავშვების რიცხვი. პერი მეისონი გამოძიებას იწყებს, სადაც დამნაშავის დევნა ქალაქის საიდუმლოებების გამოვლენის და საკუთარი ცოდვების გამოსყიდვის შესაძლებლობა ხდება.


"ყველაზე მაღალი ხმა" - უყურეთ CROCONET.GE-ზე (2019)
სერიალი დაფუძნებულია გაბრიელ შერმანის ბესტსელერზე - „ყველაზე მაღალი ხმა ოთახში“. ტელევიზიის აღმასრულებელი დირექტორისა და მედია კონსულტანტის, როჯერ აილისის ცხოვრება ბევრისათვის ძალიან საინტერესო თემად რჩება მედიის სამყაროზე მისი მუდმივი გავლენის გამო. განსაკუთღებული ყურადღების ცენტრშია ბოლო ათწლეული, როდესაც აილისი რესპუბლიკური პარტიის დე ფაქტო ლიდერი გახდა. რამაც მისი ცხოვრების ბევრი მოვლენა განაპირობა, მათ შორის მსოფლიო ლიდერებთან ურთიერთობების გამოცდილება, რამაც ხელი შეუწყო მის პოლიტიკურ კარიერას, ასევე ბრალდებები სექსუალური შევიწროების შესახებ და ამ ბრალდებების მოგვარება, რამაც მისი „ფოქს ნიუსის“ ბატონობაც დაასრულა.


"პატარა კოცონები" - უყურეთ CROCONET.GE-ზე (2020)
ფილმი მოგვითხრობს რიჩარდსონების იდეალური ოჯახის წევრების ბედ-იღბალზე, მათ უცნაურ დედასა და დაზე, რომელთაც თავიანთი ცხოვრება თავდაყირა დააყენეს. ფილმი სელესტ ენ ჯის 2017 წლის ბესტსელერის მიხედვითაა გადაღებული, რომელშიც დიდი საიდუმლოებები, ხელოვნების არსი, პიროვნულობა და სასტიკი დედობრივი მიჯაჭვულობა ერთმანეთშია გადახლართული.
საუკეთესო კომედიები ოჯახზე
აქაც ის სიტუაციაა, რაც ფილმში “შეხვედრა მშობლებთან”, მაგრამ პირიქით: ბიჭს მოყავს საცოლე თავის დიდ, ემოციურ და მეგობრულ
11 საუკეთესო კატასტროფა ჟანრის ფილმი
ფილმის სიუჟეტი დაარსებულია რეალურ შემთხვევაზე, - ერთ ევროპულ ოჯახზე.ცოლ-ქმარმა სამ შვილთან ერთად გადაწყვიტა საშობაო
7 თანამედროვე რომანტიული კომედია სკოლის მოსწავლეების შესახებ
ვიოლეტისა და თეოდორის ამბავი, რომლებმაც ერთმანეთის ცხოვრება სამუდამოდ შეცვალეს. ისინი წარსულის ემოციური და ფიზიკური
8 ექსტრემალური ფილმი, რომლებსაც პირველ პაემანზე (არ) უნდა უყუროთ
ახალგაზრდა ქალი უკვალოდ გაქრა ქორწილის მეხუთე წლისთავის აღსანიშნავ დღეს. საეჭვო ქცევის და ტყუილების გამო ყველას
Netflix-მა განაცხადა, რომ სტუდია Powerhouse Animation-ის ანიმაციური პროექტი "ზევსის სისხლი" მეორე სეზონით დაბრუნდება.
კომენტარის დამატება
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება