საუკეთესო კომედიები ოჯახზე

საუკეთესო კომედიები ოჯახზე

26.03.2021 21 890
"თქვენში მამა რომელია?" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ისტორია 40 წლის ტყუპ ძმებზეა, რომლებიც ისე გაიზარდნენ, რომ ფიქრობდნენ, მამა მათ დაბადებამდე გარდაიცვალა. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, მათ გამუდმებით ატყუებდნენ. სინამდვილეში, ექსცენტრიულ დედას წარმოდგენაც არ აქვს ვინ არის მამა. ოუენ უილსონის და ედ ჰელმსის გმირები მამის საძებნელად მიდიან.


"მამიკოების დაბრუნება 2" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
მამის და მამინაცვალის შეჯიბრი გრძელდება. დასტი (მარკ უოლბერგი) და ბრედი (უილ ფარელი) გაერთიანდებიან, რომ ბავშვებს იდეალური შობა მოუწყონ. მათ როგორღაც მოახერხეს ნეიტრალიტეტის მიღწევა, მაგრამ არ გაუთვალისწინებიათ, რომ ამ დღესასწაულთან დაკავშირებით თავიანთ მამებსაც ჰქონდათ გეგმები. შობის დღესასწაული ნამდვილ ქაოსში გადაიზრდება. რეკომენდაციას, რა თქმა უნდა, ფილმის პირველ ნაწილსაც – “მამიკოს სახლი” ვუწევთ.


"ოჯახი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ოჯახის უფროსი მწერალია, მისი მეუღლე – დიასახლისი, მათი ორი შვილი კი სკოლის მოსწავლეები. რატომ გადავიდნენ ახალ სახლში შუა ღამეს, შემდეგ კი უბანში პატარა უსიამოვნებები დაიწყო? ვინ იფიქრებდა, რომ სინამდვილეში მისტერ ბლეიკი, რომელსაც რობერტ დე ნირო ასრულებს, ყოფილი მაფიოზია, რომელსაც მოწმეთა დაცვის პროგრამით მალავენ.


"ჯუნო" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ახალგაზრდა გოგონა, სახელად ჯუნო, აღმოაჩენს რომ ორსულადაა და ცდილობს პრობლემას თავად გაუმკლავდეს. ის მალე სწავლობს თუ როგორია იყო მოზრდილი.


"სტოუნების ოჯახი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
აქაც ის სიტუაციაა, რაც ფილმში “შეხვედრა მშობლებთან”, მაგრამ პირიქით: ბიჭს მოყავს საცოლე თავის დიდ, ემოციურ და მეგობრულ ოჯახთან გასაცნობად. თავშეკავებული და თავაზიანი საცოლე თავიდან ვერ მოახერხებს მოაწონოს ოჯახს თავი. ფილმში ისეთი ვარსკვლავები თამაშობენ, როგორებიც არიან სარა ჯესიკა პარკერი, რომელიც ოქროს გლობუსზე იყო ნომინირებული, დერმოტ მალრუნი, დაიან კიტონი, რეიჩელ მაკადამსი და სხვა.


"პატარა მის ბედნიერება" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ეს არის კომედია ოჯახის შესახებ, რომლის ექვსი წევრი ერთდროულად განიცდის სულიერ კრიზისს. კრიზისისგან თავის დასაღწევად, ისინი გადაწყვეტენ მანქანით გაემგზავრონ სილამაზის კონკურსზე "პატარა მის ბედნიერება", რომელშიც მათი ქალიშვილი იღებს მონაწილეობას.


"მოწიფული სიყვარული" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ეს კომედია პოლ რუდის და ლესლი მანის პერსონაჟების, ქორწინებაში მყოფი პიტის და დების წყვილზე მოგვითხრობს. მათ ორი შვილი ყავთ, რომლებიც ვერ იტანენ ერთმანეთს, ორივეს საქმე ცუდად მიდის, ისინი სახლის დაკარგვის პირას არიან და მათი ურთიერთობაც დანგრევის პირას არის.


"რატომ ის?" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ოჯახის უფროსი მისი ქალიშვილის მდიდარი შეყვარებულის წინააღმდეგია.


"ჩვენ მილერები ვართ" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ხანდახან ოჯახი – მხოლოდ ის ადამიანები არ არიან, რომლებიც ერთმანეთთან სისხლით ან იურიდიულად არიან დაკავშირებულები, არამედ ერთმანეთისთვის სრუილიად უცხო ადამიანები, რომლებიც ერთმანეთთან ჯერ პრობლემებმა დააკავშირა, შემდეგ კი რაღაც “ქიმიამ”.


"პატარა ფაკერები" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
10 წელი და 2 პატარა ფაკერი დასჭირდა გრეგს იმისათვის, რომ სიმამრ ჯეკს შეგუებოდა. თუმცა მას შემდეგ, რაც გრეგი ფარმაცევტულ კომპანიაში იწყებს მუშაობას, ჯეკის ეჭვები სიძის მიმართ ისევ ბრუნდება. ახლოვდება ტყუპების დღეობა და გრეგმა უნდა დაამტკიცოს ვინ არის მთავარი ოჯახში.
11 საუკეთესო კატასტროფა ჟანრის ფილმი
ფილმის სიუჟეტი დაარსებულია რეალურ შემთხვევაზე, - ერთ ევროპულ ოჯახზე.ცოლ-ქმარმა სამ შვილთან ერთად გადაწყვიტა საშობაო
7 თანამედროვე რომანტიული კომედია სკოლის მოსწავლეების შესახებ
ვიოლეტისა და თეოდორის ამბავი, რომლებმაც ერთმანეთის ცხოვრება სამუდამოდ შეცვალეს. ისინი წარსულის ემოციური და ფიზიკური
8 ექსტრემალური ფილმი, რომლებსაც პირველ პაემანზე (არ) უნდა უყუროთ
ახალგაზრდა ქალი უკვალოდ გაქრა ქორწილის მეხუთე წლისთავის აღსანიშნავ დღეს. საეჭვო ქცევის და ტყუილების გამო ყველას
ტომ კრუზი კეტი ჰოლმსის ქალიშვილის ბიოლოგიური მამა არ არის
ბოლო დროს 56 წლის ტომ კრუზის სახელი პრესაში არამხოლოდ კინოპრემიერების ან ახალი რომანების, არამედ იმის გამო ხვდება, რომ
ბრიტანელებმა თავიანთი საყვარელი კინომამები დაასახელეს
მიმდინარე კვირის ბოლოს ბევრ ქვეყანაში მამის დღე აღინიშნება. ბრიტანული პორტალის - LeicesterSquare-ის მფლობელები
კომენტარის დამატება
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება