11 საუკეთესო კატასტროფა ჟანრის ფილმი

11 საუკეთესო კატასტროფა ჟანრის ფილმი

22.03.2021 51 301
"დიფვოთერ ჰორიზონი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ნამდვილ ისტორიაზე დაფუძნებული ისტორია, რომელიც მოგვითხრობს "დიფვოთერ ჰორიზონზე " ნავთობის ჭაბურღილზე მომხდარ ტრაგედიაზე , რომელიც 2010 წლის აპრილში მოხდა.


"ცეცხლის ალში" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ფილმი მოგვითხრობს მეხანძრეებზე, ადამიანებზე რომლებიც სხვა დანარჩენთაგან სიმამაცით გამოირჩევიან. ისინი დაიღალავად ზრუნავენ ადამიანების გადარჩენაზე. ამისათვის ისინი ჯილდოებს არ ითხოვენ. ფილმის მოქმედება ხდება არიზონაში, ბოლო დროის ყველაზე მაშტაბური ხანძრის დროს. მეხანძრეები დაუღალავად იბრძვიან ხანძრის ლოკალიზებისათვის, მაგრამ სამწუხაროდ შინ დაბრუნებას ყველა ვერ შეძლებს.


"ზეგ" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
გაძლიერებულმა სათბურის ეფექტმა და გლობალურმა დათბობამ დედამიწაზე ახალი გამყინვარების პერიოდის დადგომა გამოიწვია. ინდოეთის ტერიტორია თოვლიანმა ქარბუქმა დაფარა. იაპონიაში სახლები სეტყვამ დაანგრია. ლოს-ანჟელესი ტორნადომ გაანადგურა. მანჰეტენის ცათამბჯენები ყინულით აღმოჩნდა დაფარული.


"იდეალური შტორმი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
1991 წლის ოქტომბერში მეტეოროლოგიურმა პირობებმა უძლიერესი ქარიშხლის წარმოშობა გამოიწვია. გემი, რომლის მგზავრებიც ხმალთევზაზე ნადირობდნენ, ქარიშხალში ხვდება.


"K-19" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ფილმის სიუჟეტი დაფუძნებულია რეალურ მოვლენებზე. ჩრდილოეთ ატლანტიკაში, ავარიულად დაზიანდა პირველი საბჭოთა წყალქვეშა ხომალდი K-19. ამ ავარიას შეიძლება გამოეწვია არა მარტო ეკოლოგიური კატასტროფა. ფილმი აჩვენებს კაპიტანის ალექსი ვოსტრიკოვის გმირობას. ეკიპაჟის წევრების მამაცობის წყალობით უბედურება თავიდან აცილებულ იქნა, მაგრამ თვით ეკიპაჟის უმრავლესობა რადიაციულ გამოსხივებას ემსხვერპლა.


"2012" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
დოქტორ ადრიან ჰელმსლი, საერთაშორისო გეოფიზიკური ჯგუფის წევრია, რომლის მიზანია მზეზე უპრეცედენტო აფეთქებების შედეგად დედამიწაზე რადიაციის ზეგავლენის შესწავლა. ადრიანი იგებს, რომ დედამიწის ბირთვი ხურდება. იგი ამერიკის პრეზიდენტს, თომას უილსონს აცნობებს, რომ დედამიწის ქერქი არასტაბილური ხდება და სათანადო მზადების გარეშე, რაც მსოფლიოს მოსახლეობის გარკვეული ნაწილის გადარჩენას ისახავს მიზნად, კაცობრიობა განწირულია. ამავდროულად, მწერალი ჯექსონ კერტისი იგივე ინფორმაციას წააწყდება. როდესაც გარდაუვალი კატაკლიზმებისაგან გადასარჩენად მსოფლიო ლიდერები ერთმანეთს "კიდობნების" მშენებლობაში ეჯიბრებიან, კერტისი ცდილობს თავისი ოჯახის გადასარჩენი გზა იპოვოს. პარალელურად, გაუგონარი სიძლიერის ვულკანური ამოფრქვევები და მიწისძვრები მთელს მსოფლიოს ქაოსში გახვევს.


"საუკეთესო დრო" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ფილმი მოგვითხრობს მაშველების შესახებ, რომლებიც საზარელ შტორმში გაემართებიან შუაზე გაგლეჯილ გემზე მყოფი ადამიანების გადასარჩენად.


"შეუძლებელი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ფილმის სიუჟეტი დაარსებულია რეალურ შემთხვევაზე, - ერთ ევროპულ ოჯახზე.ცოლ-ქმარმა სამ შვილთან ერთად გადაწყვიტა საშობაო დღესასწაულის ტაილანდის თბილ ადგილებში გატარება, რომელიც მათთვის საბედისწერო აღმოჩნდა.


"მოქცევის ტალღა" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
მენ-სიკი და იან-ჰე არ არიან დარწმუნებულები , რომ დაშორებით მირებულ იარებს გადაიტანენ, ამიტომ აგრძელებენ ერთად ყოფნას.rnფილმში ცუნამი წარმოადგენს კონფლიქტს ადამიანებს შორის. როგორც ცუნამი ტოვებს მის შემდეგ ნანგრევებს, ასევე ტოვებს კონფლიქტიც წყვილის ურთიერთობაზეც იარებს.


"არმაგედონი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ტეხასის შტატის ზომის ასტეროიდი პირდაპირ დედამიწისკენ მოემართება 22,000 მილი საათში სიჩქარით.ნასა-ს აღმასრულებელ დირექტორს დენ ტრუმენს მხოლოდ ერთი არჩევანი აქვს, გაგზავნოს ჯგუფი ასტეროიდის გასანადგურებლად. ჯგუფში შედის საუკეთესო სპეციალისტი ჰარი ს. სტემპერი. სტემპერი და მისი ბრიგადა უნდა დაეშვას ასტეროიდზე,გაბურღოს მისი ზედაპირი და მოათავსოს ატომური ასაფეთქებელი მექანიზმი.


"პოსეიდონი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე
ატლანტიკის ოკეანეში გემს უზარმაზარი ტალღა დაეცემა და საშინელი დრამა დატრიალდება. მგზავრები სიცოცხლის გადარჩენისთვის იბრძვიან.
10 შესანიშნავი ფილმი საშინელი დასასრულით
ქვემოთ ჩამოთვლილი ყველა ფილმი ძალიან საინტერესო ისტორიებს მოგვითხრობს და ახერხებს, მაყურებელი ეკრანზე მიაჯაჭვოს. თუმცა,
7 თანამედროვე რომანტიული კომედია სკოლის მოსწავლეების შესახებ
ვიოლეტისა და თეოდორის ამბავი, რომლებმაც ერთმანეთის ცხოვრება სამუდამოდ შეცვალეს. ისინი წარსულის ემოციური და ფიზიკური
10 საუკეთესო თანამედროვე კომედია დროის ხალისიანად გასატარებლად
ორი განსხვავებული კლასის წარმომადგენელი ქალი შეეცდება შური იძიოს მამაკაცზე, რომელმაც ორივე მათგანი მწარედ გააწბილა.
8 ექსტრემალური ფილმი, რომლებსაც პირველ პაემანზე (არ) უნდა უყუროთ
ახალგაზრდა ქალი უკვალოდ გაქრა ქორწილის მეხუთე წლისთავის აღსანიშნავ დღეს. საეჭვო ქცევის და ტყუილების გამო ყველას
12 საუკეთესო თანამედროვე მელოდრამა
როდესაც ერთმანეთზე სიგიჟემდე შეყვარებულ სკოლადამთავრებულებს, რაილისა და კრისს, ტრაგიკული ავტოავარია ერთმანეთს
კომენტარის დამატება
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება