10 ფილმი, რომელიც ახალი წლის დღეებს გაგიხალისებთ

10 ფილმი, რომელიც ახალი წლის დღეებს გაგიხალისებთ

23.12.2020 14 495
მოდის ახალი წელი…. წინასაახალწლო ფუსფუსით გადაღლილებს გაგვახალისებს და საზეიმო განწყობას კიდევ უფრო აგვიმაღლებს უკვე კლასიკად ქცეული ჰოლივუდური საშობაო კომედიები, რომლებმაც სადღესასწაულო განწყობასთან ერთად შესანიშნავი იუმორითაც დაამახსოვრა და შეაყვარა თავი მაყურებელს.

ამ კოლექციაში ყველასთვის საყვარელი საახალწლო-საშობაო კომედიებია თავმოყრილი. მათი კიდევ ერთხელ ნახვა სადღესასწაულო განწყობის გარანტია.

"გადარჩე შობას"
დრიუ მარტოხელა ახალგაზრდაა, მას არავინ ჰყავს და როგორც წესი შობას მარტოობაში ატარებს, ერთხელაც ის გადაწყვეტს დაიქირაოს მთელი ოჯახი, რათა შობის დღესასწაულზე მარტო არ იყოს.


"საშობაო საჩუქარი"
ჰოვარდ ლენგსტონი მატრასების კომპანიაში გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე მუშაობს. ერთხელ მან შვილს იმედი გაუცრუა, რადგან მისი კარატის წარმოდგენა გააცდინა. ამჯერად იგი შეპირებულია, რომ საშობაოდ საყვარელი სუპერგმირის, ტურბო-მენის სათამაშოს აჩუქებს. საუბედუროდ შობის წინა დღეს ჰოვარდი აღმოაჩენს, რომ ყველა ეს სათამაშო უკვე გაყიდულია. ამის გამო იგი იძულებული ხდება, მთელ ქალაქში ნებისმიერ ფასად მოძებნოს დაპირებული საჩუქარი.


"მღვდლის ცოლი"
ეს ფილმი 1947 წლის საშობაო კლასიკის, ეპისკოპოსის მეუღლის თანამედროვე რიმეიქს წარმოადგენს. პატარა ქალაქის მღვდლის ცოლს არ ულხინს – მისი ქორწინება დანგრევის პირასაა, ქმარი კი მხოლოდ სამსახურზე ფიქრობს. მაგრამ თავის ლოცვებზე პასუხად მან ნამდვილი საოცრება მიიღო: მხიარული და უდარდელი ანგელოზი, სახელად დადლი, ზეციდან ჩამოვიდა წყვილის შესარიგებლად. მაგრამ გადის ცოტა ხანი და დადლი მათი მთავარი პრობლემა გახდება.


"მეოჯახე"
ფილმი საშობაო სასწაულზე: საინვესტიციო ბანკირ ჯეკ კემპბელს სულ სხვა ცხოვრება ექნებოდა, კოლეჯის შეყვარებულთან ოჯახი რომ შეექმნა. ფერარის ნაცვლად მინივენით ივლიდა და ორ ხმაურიან ბავშთან ერთად ქალაქგარეთ იცხოვრებდა. მისი ცხოვრების ამ ვერსიას კემპბელს წინასაშობაოდ შემთხვევით შეხვედრილი უცნობი უჩვენებს, რის შემდეგაც იგი საკუთარ ცხოვრებას სულ სხვაგვარად შეაფასებს.


"ოთხი შობა"
მსუბუქი კომედია, რომელიც საახალწლო სახალისო განწყობას უხდება: ბრედი და კეიტი ცდილობენ, მშობლებთან ერთად შეხვდნენ შობას. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ორივეს მშობლები გაშორებულები არიან და მათ ერთ დღეში ოთხ ადგილას უნდა მოასწრონ მისვლა.


"როგორ მოიპარა გრინჩმა შობა"
ამ ფილმის გარეშე შობა და ახალი წელი ნამდვილად წარმოუდგენელია. ჯიმ კერი მართლაც შეუდარებელია ბუზღუნა და აუტანელი გრინჩის როლში, რომელიც შობას ვერ იტანს და მის მოპარვას გადაწყვეტს. ესაა ფილმი მათთვის, ვისაც ეს დღესასწაული ძალიან უყვარს, და მათთვისაც, ვინც გრინჩივით უყურებს შობა-ახალ წელს. ასე რომ, გრინჩებსაც და არაგრინჩებსაც, საახალწლოდ ძალიან გაგახალისებთ ეს ფილმი.


"გრინჩი"
ყველასათვის საყვარელი პერონაჟის - "გრინჩის" ანიმაციური ვერსია, სადაც ის კვლავ შეპყრობილია შობის ჩაშლის სურვილით, ამ დროს კი ჰუვილის მაცხოვრევლები თავიანთი ყოველწლიური წვეულებისთვის გრანდიოზულ სამზადიში არიან და წარმოდგენაც არ აქვთ, წინ რა ელოდებათ...


"საშობაო არდადეგები"
ძალიან სასაცილო კომედია წინასაშობაო აურზაურზე. გრისვოლდების სახლში შობის დასახვედრად ემზადებიან. შობა კლარკ გრისვოლდისა და მისი ოჯახისთვის ნამდვილი დღესასწაულია, მაგრამ სტუმრად მოსული ნათესავები სიმშვიდეს და მყუდროებას არღვევენ და ნამდვილი სტიქიური უბედურება იწყება.


"მარტო სახლში"
ამერიკული ოჯახი ჩიკაგოდან სამოგზაუროდ ევროპაში მიდის. სიჩქარეში დაბნეულ მშობლებს სახლში ერთ-ერთი შვილი რჩებათ. პატარა ბიჭუნა არ იბნევა და მშვენივრად ართმევს თავს მარტოობას, უფრო მეტიც, სახლში შემოპარულ ქურდებს სიცოცხლეს უმწარებს.


"სანტა კლაუსის საიდუმლო სამსახური"
ყველამ იცის, რომ საშობაოდ სანტა ყველა ბავშვს უტოვებს საჩუქარს, მაგრამ ვინ იცის, ამას რა ფასად ახერხებს? ეს ნამდვილი მაღალტექნოლოგიური პროცესია, თუმცა შეცდომები მაინც ხდება. მილიონობით ბავშვში სანტას ერთი გამორჩა და ეს შემთხვევა ვინმემ უნდა გამოასწოროს. ამ მისიას თავზე სანტას უმცროსი ვაჟი ართური იღებს, რომელმაც გამორჩენილი საჩუქარი გათენებამდე უნდა მიიტანოს ადგილზე.
Netflix-მა
საზამთრო დღესასწაულების აღსანიშნავად Netflix-მა "მხედვარის" პირველი სეზონის ვიდეორგოლი გადააკეთა და "საშობაო ისტორიად"
ფილმ
სტრიმინგ-სერვისმა Disney+-მა თავისი საშობაო კომედიის - "ფერია-ნათლიას" პირველი თრეილერი გამოაქვეყნა. ფილმი რა თქმა უნდა
კურტ რასელი
Netflix-მა საახალწლო კომედია "საშობაო ქრონიკების" მეორე ნაწილის თრეილერი გამოაქვეყნა, რომელშიც სანტას როლს კვლავ კურტ
კანადაში დონალდ ტრამპის კამეო ამოჭრეს
კანადურმა ტელეარხმა CBC-მ საშობაო კომედია "მარტო სახლში 2-ის" ჩვენება დაიწყო, თუმცა როგორც აღმოჩნდა ფილმი სრულად არაა
მელოდრამა
"მეჯვარეების" რეჟისორმა პოლ ფიგმა საახალწლო მელოდრამა "ბოლო შობას"-ის თრეილერი გამოაქვეყნა. მთავარი როლები ემილია
კომენტარის დამატება
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება