10 თანამედროვე ფსიქოლოგიური თრილერი, რომელიც ადრენალინს მოგიზღვავებთ

10 თანამედროვე ფსიქოლოგიური თრილერი, რომელიც ადრენალინს მოგიზღვავებთ

27.11.2020 1 473
"პროფესორი და შეშლილი" (2019)
სიუჟეტი მე-19 საუკუნის ინგლისში ვითარდება. ოქსფორდის პროფესორი ინგლისური ენის პირველ ლექსიკონს ადგენს. მისი დამხმარე კი ფსიქიატრიულის პაციენტია, რომელიც მკვლელობაში გახლდათ ბრალდებული…


"ამერიკელი ჯალათი" (2019)
უცნობი პირი ლაივში უჩვენებს ორ გატაცებულ ადამიანს, რომელთაგან ერთ-ერთის გასამართლებასა და მოკვლას იმავე დღეს გეგმავს. ამაზე საზარელი კი ისაა, რომ მაყურებლები მოსამართლისა და ნაფიცი მსაჯულების როლების მორგებას აპირებენ…


"სასტუმრო "მუმბაი"" (2019)
"პროფესორი და შეშლილის" მსგავსად, სასტუმრო “მუმბაიც” ნამდვილ ამბავს ეფუძნება და გვიყვება ტერორისტულ აქტზე, რომელიც 2008 წლის ნოემბერში მოხდა ინდოეთში. ტერორისტების მთავარი სამიზნე ყველაზე ძვირიანი და ერთი შეხედვით, უსაფრთხო სასტუმრო – სასახლე ტაჯ-მაჰალი გახდა.


"ჭექა-ქუხილის დროს" (2018)
ჭექა-ქუხილის დროს, თრილერთან ერთად, სამეცნიერო ფანტასტიკაცაა, ჩახლართული სიუჟეტით, პეპლის ეფექტითა და დროში მოგზაურობით. ყველაფერი კი ჭექა-ქუხილის დროს ხდება. 25 წლის შემდეგ შტორმი იმავე სიზუსტით მეორდება.


"შუშა" (2019)
დევიდ დანი თავისი სუპერძალების გამოყენებას გადაწყვეტს, რათა იპოვოს კევინი – ადამიანი მრავლობითი პიროვნების აშლილობით, რომელიც ერთ სხეულში 24 პიროვნებას ატარებს. მ. ნაით შიამალანის ამ სურათში მისივე ფილმების პერსონაჟებმა მოიყარეს თავი.


"გრეტა" (2018)
კლასიკური თრილერი – გოგონა საფულეს პოულობს და პატრონს უბრუნებს, რაც მათ დაახლოებას უწყობს ხელს. თუმცა, შუახნის ქალი სულაც არ აღმოჩნდება ის, ვინც თავიდან ჩანდა. რეალურად ის საშიში მანიაკია… მიუხედავად იმისა, რომ ფილმი კლიშეებითაა სავსე, მასში ნამდვილად არის თავსატეხები, რომელთა ამოხსნაც მარტივი სულაც არ არის.


"დამნაშავე" (2018)
პოლიციის ოფიცერი, რომელიც ჩამოაქვეითეს, ახლა განყოფილებაში შემოსულ ზარებს პასუხობს. ერთ-ერთი ზარის ავტორი აღმოჩნდება ქალი, რომელიც ყოფილმა ქმარმა მოიტაცა და მთავარ გმირს მინიშნებებით ატყობინებს თავის ამბავს. მათი საუბარი ფრთხილია, რათა გამტაცებელმა არაფერი იეჭვოს. ყველაფერი კი ერთ საღამოს, ერთ ოთახში ხდება.


"საოცრად ავი, შოკისმომგვრელად ბოროტი და საზარელი" (2019)
ფილმი ნამდვილ ამბავს ეფუძნება და მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი სერიული მკვლელის, ტედ ბანდის ისტორიას მოგვითხრობს. ბანდი ასზე მეტი ქალის მკვლელობაზე გახლდათ პასუხისმგებელი, თუმცა სასამართლომ მხოლოდ 30 შემთხვევის დამტკიცება შეძლო. საინტერესოა, რომ მკვლელი სასამართლო პროცესებზე საკუთარ თავს თავად იცავდა.


"მცველები" (2018)
ფილმი რეალურ ამბავს ეფუძნება და გვიყვება ისტორიას შოტლანდიის ერთ-ერთ კუნძულზე, შუქურის სამი მცველის უჩვეულო და იდუმალი გაუჩინარების შესახებ. რეჟისორი ფილმში საკუთარ მოსაზრებას გვთავაზობს, რეალური მიზეზი კი დღემდე უცნობია.


"შეურაცხადი" (2018)
სწორია, ბრმად ენდო წამლებს მენტალური დაავადების შემთხვევაში? რეალურად შეურაცხადია მთავარი გმირი თუ ექიმები არწმუნებენ მას ამაში? სტივენ სოდერბერგმა საოცრად შთამბეჭდავი სურათი გვაჩუქა, ისეთი თემებით, რომელზეც საზოგადოება არ საუბრობს.
მულტფილმ
გამოცემა Variety იტყობინება, რომ სელენა გომეზი "სასტუმრო ტრანსილვანია 4-ში" მიიღებს მონაწილეობას. ის პროდიუსერი იქნება
კრის ჰემსუორტი თორის როლთან გამომშვიდობებას არ გეგმავს
Elle Men-თან ინტერვიუში კრის ჰემსუორტმა დაადასტურა, რომ ახალი ნაწილის პრემიერის შემდეგ თორის როლთან გამომშვიდობებას არ
2019 წლის 10 გამორჩეული ფილმი
2019 წლის 10 გამორჩეული ფილმი
2019 წლის 10 გამორჩეული ფილმი
08.02.20 ჩვენ გირჩევთ
დრამა, თრილერი, კომედია, სამეცნიერო ფანტასტიკა… შუახნის კრიზისი, ნამდვილი სასწაული, ჭიდაობა, ადამიანის პირველი ნაბიჯი
ნატალი პორტმანმა
ნატალი პორტმანი "თორი 4-ში" ჯეინ ფოსტერის როლს კვლავ შეასრულებს, რომელსაც "თორი: სიყვარული და ქუხილი" ეწოდა.
სერიალი
Starz "ჯონ ვიკის" სპინ-ოფ სერიალის შექმნაზე, რომელსაც "სასტუმრო "კონტინენტალი"" ერქმევა უკვე მრავალი წელია მუშაობს,
კომენტარის დამატება
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება