სასიამოვნოდ მოყოლილი ცხოვრებისეული ისტორიები - 10 ფილმი

სასიამოვნოდ მოყოლილი ცხოვრებისეული ისტორიები - 10 ფილმი

20.11.2020 271
"შენი სახელი დამიძახე" (2017)
17 წლის მოზარდი ზაფხულს მშობლებთან და მეგობრებთან ერთად, კითხვაში, დაკვრასა და გართობაში ატარებს. მერე კი ამერიკიდან მამამისის სიმპათიური კოლეგა ჩამოდის და ბიჭს თავს პირველი სიყვარული ატყდება.


"მზის ჩასვლამდე" (2004)
მათ ერთმანეთი ცხრა წლის წინ, შემთხვევით გაიცნეს მატარებელში, ერთად ერთი ღამე გაატარეს, მერე კი თავიანთი გზებით წავიდნენ. ამ ცხრა წლის განმავლობაში ორივეს ცხოვრებაში ბევრი რამ მოხდა და აი, ისინი კვლავ შემთხვევით შეხვდნენ ერთმანეთს…


"საყვარელი ფრენსისი" (2013)
ფრენსისი მართლა ისეთი საყვარელია, რომ შეუძლებელია, არ მოგხიბლოთ. ის არ მუშაობს, ცეკვავს და მეგობარ სოფიასთან ერთად ცხოვრობს. ფრენსისს საკუთარი ცხოვრება ძალიან მოსწონს. მერე კი, სოფია სხვა ბინაში გადადის, რაც მისი იმედგაცრუებების მხოლოდ დასაწყისია. მუდმივი მარცხის მიუხედავად, ფრენსისი არ ნებდება, არ ტყდება და უბრალოდ იღებს იმას, რაც ხდება.


"კარგი წელიწადი" (2006)
მდიდარი, საქმიანი მამაკაცი ბიძისგან მემკვიდრეობით პროვანსში მდებარე სახლსა და ვენახს იღებს. ეს ის ადგილია, სადაც მან ბავშვობის ბედნიერი დღეები გაატარა. კაცი გადაწყვეტს, მამული განაახლოს და გაყიდოს. თუმცა ბავშვობის სახლში დაბრუნება მოულოდნელად რადიკალურად ცვლის მის ცხოვრებას.


"მარგო ქორწილში" (2007)
ამ ფილმის ყველა გმირი ნერვული აშლილობის ზღვარზეა. მთავარი პერსონაჟი – მარგო შვილთან ერთად მშობლიურ სახლში ჩადის, რათა თავისი დიდი ხნის უნახავი დის ქორწილს დაესწროს. ჩასვლისთანავე აშკარა ხდება, რომ დებს წარსულიდან დაძაბული ურთიერთობა მოჰყვებათ. პრეტენზიული მარგო, რომელიც, ფაქტობრივად, ყველას შენიშვნებს აძლევს და სხვების ფსიქიკურ მდგომარეობაზე საუბრობს, პირველ რიგში, თავადაა მძიმედ ფსიქოლოგიურად.


"ქალბატონი ამერიკა" (2015)
კოლეჯში ჩაბარების შემდეგ ფილმის მთავარ გმირს დაძაბული პერიოდი ეწყება, რადგან მისთვის ყველაფერი ახალია – გარემო, ქალაქი, ადამიანები… ადაპტაციაში კი ეხმარება ათი წლით უფროსი გოგო, რომელთანაც ერთადერთი საერთო აქვს – მათი მშობლები ქორწინდებიან.


"გრინბერგი" (2010)
გრინბერგმა ფსიქიატრიული კლინიკა ახლახანს დატოვა და დროებით განმარტოებით ცხოვრდება ძმასთან, რომლის ოჯახიც ვიეტნამში დასასვენებლად წავიდა. კაცი ძველ ნაცნობებთან ურთირეთობის აღდგენას ცდილობს. ცდილობს, რაიმეთი სიამოვნება მიიღოს, თუმცა, ეს ნაკლებად გამოსდის. სამაგიეროდ, გამოსდის ძმისშვილების ძიძასთან ურთიერთობა, გოგოსთან, რომელიც სხვებს სულაც არ ჰგავს.


"ზაფხულის ზღაპარი" (1996)
მორცხვი მათემატიკოსი სტუდენტი მოუთმენლად ელის, როდის ჩამოვა მასთან შეყვარებული, რათა საზაფხულო არდადეგები ერთად გაატარონ. გოგონა ჩამოსვლას გადადებს და ბიჭი ძალიან ბუნებრივად იწყებს ურთიერთობას სხვა გოგოსთან, რომელიც იქ გაიცნო. მერე კი მისი შეყვარებულიც ჩამოდის და მთავარი გმირი საკუთარ გრძნობებში გარკვევას ცდილობს.


"გზის განაპირა" (2004)
ორი შუახნის კრიზისში მყოფი მეგობარი სამოგზაუროდ მიდის პატარა ქალაქში, რომელიც განთქმულია თავისი ღვინოებით. მოგზაურობისას მათ საინტერესო თავგადასავლები გადახდებათ, რაც მეგობრებს საკუთარი შეხედულებების გადაფასებას აიძულებს.


"სამერის 500 დღე" (2009)
ყველას თუ არა, უმეტესობა ჩვენგანისთვის მაინც კარგადაა ნაცნობი ოცნებების მსხვრევაც და სიყვარულში იმედგაცრუებაც. სწორედ ეს ორი თემაა გაშლილი მარკ უების ფილმში და რაც მთავარია – ძალიან რეალისტურად, ყოველგვარი შელამაზების გარეშე.
ლილი ჯეიმსი და მეთ სმიტი ერთმანეთს დაშორდნენ
ლილი ჯეიმსი და მეთ სმიტი ერთმანეთს დაშორდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ ჟურნალი The Sun ავრცელებს. გამოცემის მონაცემებით
10 ფილმი ძლიერი ქალების შესახებ
გოგონა მოიტაცეს მაშინ როცა იყო მოზარდი. მას მერე ის ცხოვრობს პატარა ოთახში თავის ვაჟიშვილთან ერთად. პატარა ბიჭს ამ
10 ფილმი, რომელიც ზაფხულის მოსვლას კიდევ უფრო გაგიხალისებთ
ოთხი თინეიჯერი მეგობარი ტრაგიკული ინცინდენტისას ადამიანს იმსხვერპლავს. ისინი გვამს იშორებენ და ფიცს დებენ, რომ ამის
10 ფილმი, რომლებიც შეყვარებულებმა აუცილებლად ერთად უნდა ნახონ
სანაპირო დაცვის ადმირალი ფრენკ ბერდსლი მეუღლის სიკვდილის შემდეგ ახალ ლონდონში გადადის საცხოვრებლად, სადაც თავის ახალ
11 ფილმი სიყვარულის შესახებ, რომლებშიც ცრემლებს ვერ ნახავთ
ეს არის გულისამაჩუყებელი სიყვარულის ისტორია მოკრივე ალის და უსინათლო გოგონა ჰაზალის შესახებ. მათი გზები მოულოდნელად
კომენტარის დამატება
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება