ოცნებობენ თუ არა ანდროიდები შვილების ყოლაზე? - ყველაფერი რაც კი სერიალ

ოცნებობენ თუ არა ანდროიდები შვილების ყოლაზე? - ყველაფერი რაც კი სერიალ "მგლების მიერ აღზრდილის" შესახებ უნდა იცოდეთ

09.09.2020 150
რიდლი სკოტზე უკეთესად ვის შეუძლია საოცარი და ფანტასტიკური სამყაროების შექმნა? ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში ის დედამიწის ყველაზე საინტერესო ადგილებში იმყოფებოდა, როგორც რეალურებში, ასევე ფანტასტიკურებში. სწორედ სკოტმა გააცნო მსოფლიოს სისხლმოწყურებული "უცხო", არენაზე "ოსკაროსანი" "გლადიატორი" გამოიყვანა და მეთ დეიმონი მარსზე გაუშვა. ახლა ის ტელევიზიაზე გადაერთო და ონლაინ-სერვის HBO Max-ისთვის "მგლების მიერ აღზრდილი" შექმნა, რომელიც დიდი ალბათობით საკულტო სერიალის სტატუსს მოიპოვებს.



კლიმატის ცვლილებებმა და სამხედრო დაპირისპირებებმა გამოიწვია ის, რომ კაცობრიობა გადაშენების პირას აღმოჩნდა. ტოტალური განადგურებისკენ გადადგმული ბოლო ნაბიჯი ათეისტების და რელიგიური დაჯგუფება მითრაისტების დაპირისპირება გახდა. ახლა ადამიანების გადარჩენის და ცხოვრების ჩვეულ რიტმში დაბრუნების ერთადერთი საშუალება ანდროიდებია: მათ მნიშვნელოვანი მისია აკისრიათ - მათ შორეულ პლანეტა კეპლებ 22ბ-ზე ახალი საზოგადოება უნდა შექმნან. ორი რობოტი, "დედა" და "მამა" ექვს ემბრიონთან ერთად პლანეტაზე მიემგზავრებიან სადაც ადამიანს ფეხი ჯერ არ დაუდგამს. შეძლებენ კი მანქანები ადამიანური რასის ღირსეული შთამომავლების აღზრდას? თავდაპირველად ანდროიდებისთვის დიდ საფრთხეს თვითონ პლანეტა წარმოადგენს, რომელიც ერთი დიდი უდაბნოა. წლების შემდეგ კეპლერ 22ბ-ზე რელიგიური დაჯგუფების წარმომადგენლები ჩამოდიან, რომლებიც ახალი სამხედრო კონფლიქტით იმუქრებიან. ვინ გაიმარჯვებს დაპირისპირებაში - რობოტები, რომლებიც დაპროგრამებულები არიან შექმნან საუკეთესო საზოგადოება, თუ ადამიანები, რომლებსაც თვითგანადგურება ახასიათებთ, მაგრამ სიტუაციიდან გამომდინარე აზროვნება შეუძლიათ?..

ოცნებობენ თუ არა ანდროიდები შვილების ყოლაზე? - ყველაფერი რაც კი სერიალ "მგლების მიერ აღზრდილის" შესახებ უნდა იცოდეთ


"მგლების მიერ აღზრდილის" ავტორი აარონ გუზინოვსკია. როდესაც გუზინოვსკის იდეა რიდლი სკოტის ხელებში მოხვდა, მან ვერ გაუძლო და ფანტასტიკურ სამყაროზე მუშაობა უმალვე დაიწყო, რომელშიც ადამიანები და ანდროიდები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. საინტერესოა, რომ 1969 წლის შემდეგ სკოტმა პირველად გადაწყვიტა სატელევიზიო პროექტზე ემუშავა. მან სერიალის პირველი ორი ეპიზოდი გადაიღო და ამგვარად შექმნა ტონი, რომელიც შოუს არსებობამდე გაჰყვება. "მგლების მიერ აღზრდილის" ერთ-ერთი მთავარი თემა მშობლების შვილებზე ზრუნვაა და სკოტმა როგორც ღირსეულმა მშობელმა რეჟისორის სავარძელი თავის შვილ ლიუკს დაუთმო. რიდლის და ლიუკის გარდა სერიალზე ალექს გაბასი, სერჯიო მიმიკა-გეზანი და ჯეიმს ჰოუზი მუშაობდნენ.

"მგლების მიერ აღზრდილის" სამსახიობო შემადგენლობა საკმაოდ სოლიდურია. დედა-ანდროიდის როლზე ამანდა კოლინი აიყვანეს, რომელსაც ჯერჯერობით სერიოზული როლი არ ქონია, მაგრამ კრიტიკოსები ამბობენ, რომ დანიელი მსახიობისთვის სერიალი ისეთივე გარღვევა იქნება, როგორც სიგურნი უივერისთვის "უცხო". კოლინს რთული ურთულესი როლი შეხვდა, მაგრამ მისი "დედა" ყველას ფარავს სერიალში, რომელიც ერთ მომენტში მზრუნველი მშობელია, ხოლო მეორე მომენტში კი სიკვდილის სასტიკი მანქანა. "დედის" კომპანიონი "მამაა", რომელსაც აბუბაქარ სალიმა ("სტრაიკი") ასახიერებს. შოუს ავტორები აღიარებენ, რომ შთაგონების წყარო ედემში მყოფი ადამი და ევა გახდნენ. იმისთვის, რომ HBO Max-ის ხელმძღვანელობას გულის შეტევა არ დამართოდა სკოტმა პერსონაჟებს ლატექსის კოსტუმები ჩააცვა. ანდროიდებს დედამიწელი ფანატიკოსები უპირისპირდებიან და მათ შორის მაყურებლები "ვიკინგების" ვარსკვლავ ტრევის ფიმელს შეამჩნევენ, რომელიც ამჯერად არა ოდინს, არამედ მითრაისტების ღმერთს ეთაყვანება. მსახიობმა შესაძლებელია სარწმუნოება კი გამოიცვალა, მაგრამ ქარიზმა არსად გამქრალა. ეკრანზე მისი კომპანიონი ირლანდიელი მსახიობი ნიამ ალგარი გახდა.



გუზინოვსკი ხშირად სვამს კითხვას: რას ნიშნავს იყო კარგი მშობელი? ღირს კი საკუთარი შვილის ყველაფრისგან დაცვა თუ უნდა მივცეთ შეცდომის დაშვების უფლება? უნდა გადავცეთ შვილს ჩვენი შეხედულებები და რწმენა, თუ უნდა მივცეთ რელიგიის და ცხოვრებისეული შეხედულებების ამორჩევის უფლება? რა აკავშირებს მშობელს და შვილს ერთმანეთთან - ბიოლოგიური ნათესაობა თუ რაღაც უფრო დიდი? არ გეგონოთ, რომ "მგლების მიერ აღზრდილი" მშობელ-შვილების პრობლემების თანამედროვე ინტერპრეტაციას წარმოადგენს. პირიქით სერიალი ფოკუსს მუდმივად ცვლის: მშობლის ზრუნვა იცვლება რელიგიაზე საუბრებით, უცხო პლანეტის საფრთხეს უფრო სახიფათო მოვლენა ცვლის - რელიგიური ფანატიკოსების ჩამოსვლა. პასუხებს კი ფილოსოფიური მონოლოგებით კი არ მოისმენთ, არამედ გმირების მიერ გადადგმული ნაბიჯებით დაინახავთ.

ოცნებობენ თუ არა ანდროიდები შვილების ყოლაზე? - ყველაფერი რაც კი სერიალ "მგლების მიერ აღზრდილის" შესახებ უნდა იცოდეთ


"მგლების მიერ აღზრდილი" კარგად ხატავს ადამიანების და ანდროიდების დაპირისპირების იდეას. რიდლი სკოტის აზრით ადამიანები საკუთარ შეცდომებზე არ სწავლობენ, რის გამოც ისტორია მუდმივად მეორდება. ამიტომაც მის ახალ პროექტში სახიფათო მომავალი გარდაუვალია, ხოლო კაცობრიობა კი თვითგანადგურებისკენ მიისწრაფვის. პორტალ Decide-ის ჟურნალისტები თვლიან, რომ HBO Max-ის ახალი სერიალი ბოლო ათწლეულის ერთ-ერთი საუკეთესო საი-ფაის ჟანრის პროექტია, ხოლო ასეთი პროექტის გამოტოვება კი ცოდვაა. თქვენ თუ დაეთანხმებით პლანეტა კეპლერ 22ბ-ზე გაფრენას, მაშინ ალბათ დედამიწაზე დაბრუნება აღარ მოგინდებათ, რადგან ჯერ დაგაინტერესებთ თუ რა განსხვავებაა ადამიანსა და მანქანას შორის და რა მოხდება თუ ანდროიდები პროგრამირების ჩარჩოებს გასცდებიან. რიდლი სკოტი შეიძლება კი თვლის, რომ სახიფათო მომავალი ახლოსაა, მაგრამ მაყურებლებს "მგლების მიერ აღზრდილის" ყურებისას შეუძლიათ თვითგადარჩენის თეორიებზე იფიქრონ.
ოცნებობენ თუ არა ანდროიდები შვილების ყოლაზე? - ყველაფერი რაც კი სერიალ "მგლების მიერ აღზრდილის" შესახებ უნდა იცოდეთ
რიდლი სკოტის სერიალ
ინტერნეტში რიდლი სკოტის ფანტასტიკური ბოევიკის - "მგლების მიერ აღზრდილის" მეორე თრეილერი გამოქვეყნდა. სერიალის პრემიერა
HBO Max-ის YouTube-არხზე რიდლი სკოტის ფანტასტიკის ჟანრის სერიალის - "მგლების მიერ აღზრდილის" თრეილერი გამოვიდა.
რიდლი სკოტს
რიდლი სკოტმა თქვა, რომ მას სურვილი აქვს "უცხოს" კინოსამყარო გააფართოვოს და ახალ სიუჟეტურ ხაზებზე ფიქრობს. "უცხო:
სულ რაღაც სამი წლის "ლუციფერი" დახურვის პირას იყო, თუმცა Netflix-მა სერიალი შეიფარა და ორი სეზონი გამოუშვა, თუმცა ახლა
გასულ წელს ცნობილი გახდა, რომ სერვის HBO Max "მეგობრების" ახალ სპეციალურ ეპიზოდზე მუშაობს, რომელსაც "სცენარის გარეშე"
კომენტარის დამატება
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება