10 კომედიური სერიალი, რომელიც განწყობას აგიმაღლებთ

10 კომედიური სერიალი, რომელიც განწყობას აგიმაღლებთ

03.08.2020 1 288
"ბიჭები"
სამყაროში, სადაც სუპერგმირები თავიანთი სახელისა და ცნობადობის ბნელი მხრეებისკენ უფრო იხრებიან, ფილმის ყურადღების ცენტრშია სამოქალქო აქტივისტების ჯგუფი, რომლებიც გადაწყვეტენ კორუმპირებული სუპერგმირები დაამარცხონ ერთი რიგითი მუშა- გოგონასა დახმარებითა და სიბინძურესთან ბრძოლის სურვილით.


"ამერიკული ოჯახი"
ჯეი პრიჩეტმა თავისი არაჩვეულებრივი კოლუმბიელი გლორია მაშინ გაიცნო, როდესაც წვეულებაზე, ეს უკანასკნელი, ბიკინში ჩაცმული, კოქტეილს აწვდიდა. ახლა ჯეი და გლორია შეუღლებულები არიან, და ჯეი ყველანაირად ცდილობს ახალგაზრდა ცოლს და მის შვილს არ ჩამორჩეს. კლერ დენფის ოჯახშიც არაა ყველაფერი დალაგებული. მისი ქმარი არაჩვეულებრივია, მაგრამ ის თვლის, რომ ბავშვებისთვის არის, რითიც მათ უხერხულ მდგომარეობაშიც აგდებს. ჯეის შვილი მიჩელი და მისი პარტნიორი კამერონი ვიეტნამელ გოგონას ლილის იშვილებენ.


"დიადი"
მეთვრამეტე საუკუნის ავსტრიაში მცხოვრები დიდგვაროვანი ქალი იძულებულია არჩევანი საკუთარ პირად ბედნიერებასა და რუსეთის მომავალს შორის გააკეთოს, როდესაც ცოლად იმპერატორს მიჰყვება.


"რიკი და მორტი"
ერთი ჩვეულებრივი ბიჭის მორტის და მისი ბაბუის რიკის თავგადასავალი, ბაბუა ლოთია, მაგრამ ამასთანავე გენიალური გამომგონებელიცაა.


"რანჩო"
თავდაჯერებული მაგრამ წარუმატებელი ფეხბურთელი, ხანმოკლე საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ მშობლიურ კოლორადოში ბრუნდება ოჯახური ბიზნესის სამართავად.


"სექსუალური განათლება"
ოტისი - მორიდებული და უკონტაქტო მოზარდი-ვაჟიშვილი, რომელიც დედასთან ერთად ცხორობს - სექს-თერაპევტთან. გაერთიანდა რა თანაკლასელ მეივთან, ოტისი ხსნის იატაკქვეშა კლუბს, რათა დაეხმაროს თანატოლებს თავი გაართვან უხერხულ სიტუაციებს...


"მილიონი წვრილმანი"
როგორც ამბობენ, მეგობრობა ერთი დიდი მთლიანობა არ არის, ის ათასი წვრილმანისგან შედგება. ეს სწორედ ასეა ბოსტონელი მეგობრებისთვის, რომლებიც გაუთვალისწინებელმა ვითარებამ შეაკავშირა. ზოგი წარმატებულია, ზოგი კარიერისა და პირადი ცხოვრების აწყობას ცდილობს. მაგრამ ერთ-ერთი მათგანის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ, თითოეული ცხოვრებისეული სირთულეების მორევში აღმოჩნდება. ეს ერთგვარი გამოფხიზლებაა ყველასთვის. მათ უნდათ განაგრძონ ცხოვრება. გზადაგზა აღმოაჩენენ რომ ერთადერთი ვინც შეიძლება საკუთარი თავისგან დაგიცვას სწორედ რომ მეგობარია.


"სასიყვარულო ცხოვრება"
ანა კედრიკი მონაწილეობს რომანტიკულ კომედიურ სერიალში, რომელიც გვიყვება სიყვარულის ისტორიას - პირველი სიყვარულიდან დაწყებული და მყარი, მტკიცე სიყვარულით დამთავრებული. გვიჩვენებს, თუ როგორ გვეხმარებიან ადამიანები, ვისაც ცხოვრების მანძილზე ვხვდებით, ვიყოთ ისეთები, როგორებიც ვართ და საბოლოოდ, როგორ ვირჩევთ ცხოვრების მეგზურს.


"რატომ კლავენ ქალები"
სამი ქალი, რომლებიც სხვადასხვა დროში ცხოვრობენ, დიასახლისი - 60იან წლებში, ელიტარული ქალბატონი - 80იან წლებში და ადვოკატი- 2018 წელს, ცოლქმრულ ღალატთან გამკლავებას ცდილობს.


"რას ვაკეთებთ სიბნელეში"
სერიალი სამი ვამპირის გარშემო ვითარდება, რომლებიც ასობით წელია ერთად "ცხოვრობენ" სტეიტენ აილენდზე.
10 ფილმი, რომლებიც შეყვარებულებმა აუცილებლად ერთად უნდა ნახონ
სანაპირო დაცვის ადმირალი ფრენკ ბერდსლი მეუღლის სიკვდილის შემდეგ ახალ ლონდონში გადადის საცხოვრებლად, სადაც თავის ახალ
Warner Bros.-მა "ბნელი სამართლიანობის ლიგა: აკროპოლისის ომის" თრეილერი გამოუშვა, რომელიც DC-ს კომიქსებს ეფუძნება.
ტელეარხი The CW თვლის, რომ "ყოფილი სუპერგმირები არ არსებობენ", რადგან მათ მომავალ კროსოვერში მაქსიმალური რაოდენობის
10 ფილმი, რომლებიც მძიმე დღის შემდეგ კარგ განწყობას შეგიქმნით
რას შეუძლია კარგი განწყობის შექმნა? რა თქმა უნდა შესანიშნავ ისტორიას, რომელშიც სითბო, კომფორტი, მზრუნველობა და
ჯულია რობერტსი Amazon-ის "დაბრუნების" მთავარი გმირი გახდა და ახლა რიჩარდ გირის ჯერიც მოვიდა, რომ პატარა ეკრანებზე
კომენტარის დამატება
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება